workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა-ინტერი – ურთიერთშეხვედრების ისტორია

ბარსელონა-ინტერი – ურთიერთშეხვედრების ისტორია

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მომდევნო მეტოქე ცნობილია. ჰანსი ფლიკის გუნდი 1/2-ფინალში იტალიის საუკეთესო გუნდს, “ინტერს” დაუპირისპირდება. “ნერაძური” იტალიის მოქმედი ჩემპიონი და სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერია.

“ბარსელონასა” და “ინტერის” ურთიერთშეხვედრების ისტორია 16 მატჩს ითვლის და ის სათავეს 1959 წელს იღებს.

გუნდები ერთმანეთს პირველად ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) 1959/60 წლების სეზონში, 1/4-ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. მაშინ “ბლაუგრანამ” ორივე თამაში მოიგო – შინ 4-0 და სტუმრად 4-2. 

1970 წელს იმავე ტურნირის 1/8-ფინალში უფრო ძლიერი უკვე “ინტერი” გამოდგა. პირველ მატჩში მილანელებმა სტუმრად 2-1 მოიგეს. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც “ბლაუგრანა” “ნერაძურისთან” საკუთარ კედლებში დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა 1-1 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე იტალიელები გავიდნენ.

დანარჩენი 12 დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა.

2022/03 წლების სეზონში, ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე “ბარსამ” “ინტერი” შინ 3-0 გაანადგურა, მილანში კი გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს. ჯგუფიდან ორივე გუნდი გავიდა, “ბარსელონა” კი პირველი ადგილით.

2009/10 წლების სეზონში ესპანურ-იტალიური დაპირისპირება ისევ ჯგუფში შედგა. “ბარსელონა” ამჯერადაც უფრო ძლიერი იყო – სტუმრად 0-0 და შინ 2-0. ჯგუფიდან კვლავ ორივე გუნდი გავიდა, “ბარსა” ისევ პირველი ადგილით.

გუნდები ერთმანეთს იმავე სეზონის ნახევარფინალში შეხვდნენ და ჩემპიონთა ლიგის იმდროინდელი გამარჯვებული ჟოზე მოურინიოს “ინტერთან” ბევრისთვის მოულოდნელად დამარცხდა. სტუმრად 1-3 წაგების შემდეგ პეპ გვარდიოლას “ბარსამ” შინ 1-0 კი მოიგო, მაგრამ ეს ფინალში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.

2018/19 წლების სეზონი, ისევ ჯგუფური ეტაპი. ბარსელონაში 2-0, მილანში 1-1 და “ბლაუგრანა” მომდევნო ეტაპზეა, “ნერაძურიმ” კი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.

მომდევნო სეზონში გუნდები ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს კიდევ ერთხელ გადაეყარნენ. “ბარსამ” ორივე თამაში ანგარიშით 2-1 მოიგო, რის შედეგადაც თავად კვლავ პირველი ადგილი დაიკავა, “ინტერი” კი ისევ მესამე პოზიციას დასჯერდა.

აქამდე ბოლო დაპირისპირებები 2022/23 წლების სეზონში გაიმართა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც “ინტერმა” “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აჯობა. მილანში 0-1 წაგების შემდეგ კატალონიელებმა მეტოქეს საკუთარ კედლებში ვერ სძლიეს (3-3), რის გამოც ევროპა ლიგაზე უკვე თავად გადაინაცვლეს.

სულ გამართულ 16 თამაშში “ბარსელონას” 8 მოგება, 5 ფრე და 3 მარცხი, 27 გატანილი და 15 გაშვებული გოლი დაუგროვდა.

რაც შეეხება ფლეი ოფებს – 3 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან 2 “ინტერმა” მოიგო, ხოლო ერთი – “ბარსამ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (43)

  • me da barca
    schedule 18 აპრ 2025, 21:54
    #43

    რამდენი რაღაცა იწერება ბარსას გარშემო, აქ კი საიტი გაყინულია. ბოლო სიახლე 29 საათის წინ დაიდო.
    ალილუია დაიდო ფლიკის ინტერვიუ.

  • Vamsdreini.1
    schedule 18 აპრ 2025, 21:47
    #42

    ისე დღეს ჩვენი ჰაშიშის დაბადების დღე არის, 1 პოსტი კი ეკუთვნოდა ვოიცეხს.

  • Bakero
    schedule 18 აპრ 2025, 21:42
    #41

    ციტატა: nika 54

    ციტატა: Bakero

    ციტატა: me da barca

    ციტატა: cruyff9

    ციტატა: me da barca
    2010 წელს მოურინიოს ინტერმა კი არ მოგვიგო, ნაგლად წაგვართვა რასაც ქვია. მაგას დამატებული ავტობუსით მგზავრობა მილანამდე ვულკანის გამო.
    ინძაგი კი, რომელმაც მთელი ცხოვრება მილანში გაატარა, დღეს მის მოწინააღმდეგე გუნდს წვრთნის. ეს იგივეა დაახლოებით, მაგალითად ინიესტამ მწვრთნელობა დაიწყოს და რეალს ჩაუდგეს სათავეში. ადამიანში ჯერ ადამიანობა ფასდება და მერე ფეხბურთი. არსებობს ფასეულობები რასაც არანაირად არ უნდა უღალატო. მეზიზღება გამყიდველი ხალხი, ინძაგი ჩემთვის მასეთია. როგორი ცანცარა ფეხბურთელიც იყო ადამიანიც მასეთი ყოფილა. ჰოდა ფლიკმა უნდა დააკავოს შინჰოფერის ნედლი სარდელი ხელში.


    ფილიპო ინძაგიში ხოარ გეშლება ძმა??


    თურმე კი. დღემდე მე ეს ფილიპო მეგონა. laughing არადა როგორ გავს. გვარი ინძაგი, მაგარი მსგავსება და მე ის მეგონა. იტალიური ფეხბურთის დიდი მოყვარული არ ვარ ავტობუსა სტილის გამო და არ ჩავძიებულვარ თუ რომელი ინძაგი იყო ეს. ჩემ თავზე მეცინება. smile
    ფილიპო ბოდიში, რომ ტყუილად გაგლანძღე. bowtie


    joy joy joy პიპპო თამაშგარის ზღვარზე მორბენალი პიპო (ფილიპო) ინძაგი joy


    მაგას სვენ-გორან ერიკსონი (იყო ასეთი მწვრთნელი) ოფსაიტში დაბადებულს ეძახდა.


    კი მახსოვს ერიკსონი ჯერ იტალია მოიარა (რომა/ფიორენტინა/სამპდორია/ლაციო) მერე ინგლისი (სიტი/ლესტერი) ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო კაი
    ხუთი წელი მგონი მერე მექსიკასაც წვრთნიდა და კოტი დ'იუვარსაც ცოტა ხანი მოკლედ მოიარა დედამიწა ცხონებულმა