დორტმუნდთან მატჩის შემდეგ, ბარსელონას ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფინია ბელოლიმ მედიასთან ისაუბრა:
“კუბარსის ბოდიში მოვუხადე. ბურთს იქამდე შევეხე, სანამ კარის ხაზს გადაკვეთდა. პაუს ვუთხარი, რომ ბედნიერი იყოს, რადგან ასისტი მაინც მიითვალა. (იცინის)
ასე ინსტინქტურად მოვიქეცი – იმ მომენტში ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, ბურთი კარში არ წასულიყო. შემდეგ ვნერვიულობდი, რომ თამაშგარე არ ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა და გოლი ჩაითვალა.”
ბრაზილიელმა კომენტარი მატჩზეც გააკეთა:
“ჩემი მოვალეობაა, გოლები გავიტანო.
ვერ ვიტყვით, რომ ნახევარფინალში ვართ, რადგან წინ განმეორებითი მატჩია და მათ სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია. საკუთარი ქომაგების თვალწინ დორტმუნდი სხვა გუნდი იქნება.
მაღალი დონის ფეხბურთელებთან ასპარეზობდა მიყვარს. ლამინსა და რობერტს ძალიან კარგად ვუგებ. ეს მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ, შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას გავაგრძელებთ.
სეზონის დასრულებამდე 2 თვით ადრე, კვლავ დიდებულად ვთამაშობთ.”
აღნიშნულ მატჩში პირველი გოლი სწორედ რაფინიამ გაიტანა – მიუხედავად იმისა, რომ პაუ კუბარსის დარტყმა კარში გადიოდა, ბრაზილიელი ბურთს მაინც შეეხო და მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე აქტივში მე-12 გოლი ჩაიწერა.
რა ეგოიზმზეა საუბარი არ მესმის თავდასხმელია ტიპი და ინსტიქტიც აქვს შესაბამისი …რამდენი პასი გაუკეთებია თანაგუნდელებისთვის საგოლე …სულ მაგას აკეთებს რომ საგოლეებს უგდებს სხვებს დიდი ამბავი თუ გოლი "წაართვა" კუბარსის… 11 გოლი და 7 საგოლეაქ ტიპს ეს დავაფასოთ… ერთი რამ ცხადია ნამდვილად ტიპი ძალიან დათრგუნულია სანაკრებო თამაშების შემდგომ .. იმედია გამოფხიზლდება ამ.მხრივ
არაფერი ცუდი და ეგოისტური არ უქნია. შემტევია და ინსტიქტებმა სძლია.
კუბარსის გოლი "წაართვა" არა, ჩვეულებრივი თავდამსხმელის ინსტიქტია და ჩემი აზრით სწორადაც კი მოიქცა, რაფინიასთვის ეგ გოლი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე კუბრასისთვის…
რაფინია კიარა ნებისმიერი ფორვარდი ასე მოიქცეოდა ეგაა მისი საქმე ეგ თუ ინსტინკტის დონეზე არ გაქვს შემუშავებული რა ფორვარდი ხარ მაშინ ….
მტაცებლის ჟინმა იმძლავრა მასში.
ამას ტიჯანი ბაბანგიდას და შოთა არველაძის ამბავი არ გაუგონია მაინც, როცა შოთას თანაკლუბელი აიაქსში რამდენიმე წამი მიაცილებდა შოთას დარტყმულ ბურთს კარისკენ. ათჯერ მაინც შეეძლო მიერტყა და დაემთავრებინა ეს ტანჯვა, მაგრამ მაინც მიყვა ბურთს კარამდე, რომ არველაძეს ბომბარდირობაში დახმარებოდა. აქ რა თქმა უნდა უკუღმაა ყველაფერი, მაგრამ კუბარსიც ხომ დიდ მუხტს მიიღებდა ასეთი გოლის აღნიშვნით. სულმა წასძლია მაინც ბრაზილიურ-პორტუგალიური მუხტი ამუშავდა და გოლის დაკარგვის რისკის მიუხედავად მაინც წავიდა ვა-ბანკზე. არადა ისეთი ბომბარდირია, არავინ დამწევი არ ჩანს 11 თამაშში 12 გოლი დაუგროვდა.
კუბარსის რომ "წაართვა" გოლი კაია და არა რომელიმე შემტევს, კუბარსიმ შეიძლება კარიერაში 15-20 გოლი გაიტანოს და 1 გოლით მეტი ექნება თუ ნაკლები დიდად არაფერს ცვლის. რაფინია კი იმედია ისე ათამაშდება როგორც სანაკრებო პაუზის დაწყებამდე იყო.
Იმ ამბების მერე აშკარად ვერ არის ფსიქოლოგიურად კარგად და იმედია ეს გოლი გამოაფხიზლებს ახლა გადამწყვეტ ფაზაში ამის კარგი თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. Გუნდისთვისაც და რაფინიასთვისაც უკეთესი იყო რო ეს გოლი მან შეაგდო პლიუს ოქროს ბურთზე პოზიციებიც უფრო გაიმყარა კუბარსი არამგონია ნაწყენი დარჩეს
არ მჯერა რომ ეგეთი ეგოისტია ნაგლად აეხია გოლი, ინსტიქტის ბრალი უფრო მგონია სახეზე ეტყობოდა გადამოწმებისას როგორ ნერვიულობდა და ძალით არამგონია ეგ გაეჩალიჩა თავის თავისთვის :))
მთავარია რაფამ გაიტანა მას უფრო ჭირდება სტატისტიკაში ბევრი გოლი ვიდრე კუბარსს თუმცა უნდა აღინიშნოოს რო კაი ნაგლიც ყოფილა ეს ოხერი საწყალ კუბარსს დარდით არ დაეძინება ისეთი გოლი ააწაპნა😂😂😂 ეგ იგივეა შენი გამოიღე ჩემი შევდო..😅😅😅