UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩების მსაჯები დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობილი გახდა “ბარსელონასა” და “დორტმუნდის” დაპირისპირების არბიტრის ვინაობა.
“დორტმუნდთან” შეხვედრას 33 წლის ნორვეგიელი მსაჯი ესპენ ესკოსი მოემსახურება.
ესკოსმა პროფესიონალურ დონეზე მსაჯობა 2015 წელს დაიწყო, 2017 წლიდან კი ის FIFA-ს არბიტრია. ესპენი ჩემპიონთა ლიგაზე 2019 წლიდან მსაჯობს, სადაც ის თამაშში საშუალოდ 3.92 ყვითელ და 0.15 წითელ ბარათს აჩვენებს.
ესკოსს “ბარსელონას” მატჩში მხოლოდ ერთხელ უმსაჯია. ეს მიმდინარე სეზონში ლიგის ფაზის მე-4 ტურში “ცრვენა ზვეზდასთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში (2-5) მოხდა. ნორვეგიელ არბიტრს “ბლაუგრანას” ფეხბურთელები არც ერთხელ არ გაუფრთხილებია, მეტოქე გუნდის მოთამაშეებს კი მან ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ესპენს, “ბარსას” მსგავსად, “დორტმუნდის” შემთხვევაშიც მხოლოდ ერთ შეხვედრაში უმსაჯია და ისიც ამავე სეზონში, როდესაც გერმანელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში “სპორტინგი” სტუმრად 3-0 დაამარცხეს. ესკოსმა “დორტმუნდისა” და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები თითოჯერ გააფრთხილა.
ფლიკმა დღეს ბიჭებს დაალესინა კბილები…
დღეს მშვიდად და დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ!
visca barca visca catalunya
🔵🔴
იმედია არ გაიფუჭებს სახელს, და განაგრძობს ასე მსაჯობას.
კაი სტატისტიკა გვაქ დორტმუნდთან,იმედია არ გავაფუჭებთ.
პირველი მატჩი ჯობდა გერმანიაში გვქონოდა, იმედია კარგი ანგარიშით ჩავალთ დორტმუნდში.