ლევანდოვსკის მცირე ტრავმა ჰქონდა – პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი

ლევანდოვსკის მცირე ტრავმა ჰქონდა – პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი

გუშინ პოლონეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლიეტუვას დაუპირისპირდა. “თეთრ-წითლებმა” მეტოქე რობერტ ლევანდოვსკის მიერ 81-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს.

ლევანდოვსკის შეხვედრის ბოლოს, გოლის შემდეგ, დისკომფორტი ჰქონდა, რის გამოც მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის მიხალ პრობიერჟის თქმით, 36 წლის თავდამსხმელს მცირე დაზიანება ჰქონდა და სერიოზული არაფერია.

ლევანდოვსკის მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ სერიოზული არაფერია და ვფიქრობ, ის მომდევნო მატჩში თამაშს შეძლებს.

– განაცხადა პრობიერჟმა თამაშის შემდეგ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    24 მარ 2025, 16:48

    მერე როგორი აღსადგენია ის "მცირე ტრამვა" 36 წლის ფეხბურთელისთვის.

  • Rick Sanchez
    24 მარ 2025, 07:42

    ჯანზე იყოს მართლა ფერანის იმედზე როარ დავრჩეთ

  • C.PC5
    23 მარ 2025, 00:40

    წლის პირველი სანაკრებო შესვენება სულ რატოა ჩვენთვის გილიოტინა? შევწუხდი მერამდენედ უკვე რო ამ ეტაპზე იღებს ყველა დაზიანებებს და გვექმნება პრობლემები ტიტულებზე მერე angry

  • M10 S9 D11
    23 მარ 2025, 00:29

    კაი ბიჭო გეყოთ გაგვიწყვიტეს იგროკები