workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლევანდოვსკი ბარსელონაში რჩება – აგენტი

ლევანდოვსკი ბარსელონაში რჩება – აგენტი

“ბარსელონას” 36 წლის თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი პინი ზაჰავი აცხადებს, რომ მისი კლიენტი ზაფხულში კატალონიურ კლუბს არ დატოვებს და “ბლაუგრანაში” დარჩება.

საუდის არაბეთიდან შემოთავაზებებზე ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება. არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია და არცერთი კლუბი არ დაგვკავშირებია.

ლევანდოვსკი “ბარსელონაში” ბედნიერი და მომდევნო სეზონში 100 პროცენტით დარჩება. კლუბთან კონტრაქტი გვაქვს, რომელსაც ვადის ამოწურვამდე პატივს ვცემთ.

– ციტირებს ზაჰავის სიტყვებს Mundo Deportivo.

ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. 38 ჩატარებულ მატჩში მის აქტივში 34 გოლი და 3 ასისტია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 10 მარ 2025, 15:50
    #12

    ციტატა: B.L.A.U.G.R.A.N.A
    დარჩეს კიბატონო, ოღონდ ხელფასი დაიკლოს და სათადარიგოს დათანმხდეს, თუ არადა ჩაალაგოს ბარგი!


    ხელფასი არა მგონია დაიკლოს, მაშინვე აწუწუნდება ის ზაჰავია თუ ჯანდაბა.

  • araujo4
    schedule 10 მარ 2025, 13:19
    #11

    ესენი თუ კიდე ესე ჯიბეებში ხელ ჩაწყობილი აპირებენ ყოფნას დაგვენძრა და ეგ არის. პროსტა საცოდაობაა ესეთი გუნდი გაიწიროს უფორვარდობის გამო. მილიონ მომენტს ვქმნით, ამოუვათ ბოლოს ყელში)) მუღამში ჩაეჯმება პედრისაც. შემოვიდა ტრანსფერებიდან ფული და დიდი შანსია კიდე ვიღაცეები მივაყიდოთ და ერთი ფორვარდის მოყვანა რა გაუხდათ ამ ჩემისებს. ეს ხელფასს არ იმცირებს როგორც დაიწერა, ისევ იგივე ექნება და იასნია სკამის ხეხვაზე თანახმაც არ იქნება…

  • Giorgi99
    schedule 10 მარ 2025, 09:59
    #10

    ნახევარი ამის გოლები ცარიელ კარებში 1 მეტრიდან მოხვედრილი გოლებია.

  • ირაკლი
    schedule 09 მარ 2025, 23:56
    #9

    ატრაკუნებს რა უკვე სკამისთვის მშვენიერი იქნება , ისაკი გიოკერესი , ან ვინმე ტოპ ფორვარდი არის აუცილებელი რამდენიღა უნდა მაზოს .

  • Rick Sanchez
    schedule 09 მარ 2025, 23:22
    #8

    ერთია სტატისტიკა და მეორეა თამაშის ხარისხი, ძალიან სუსტი ფორვარდია ბოლო ორი წელია. ფლიკის ხარჯზე შეაგდო ეს 34 გოლიც.

  • Barca
    schedule 09 მარ 2025, 22:50
    #7

    ისაკი და სკამზე ეს კაი იქნება

  • MaestroXavi
    schedule 09 მარ 2025, 21:25
    #6

    საოცარი კაცია და ჩვენი ლეგენდაცაა უკვე ფაქტობრივად. ხუმრობა ხო არაა დაქცეულ გუნდში მოვიდა და 100 გოლს უკაკუნებს. თუმცა ძირითადის კაცი აღარაა რა, ამ ტაქტიკას მძიმე ფორვარდი არ ერგება და მითუმეტეს ასაკში შესული, სკამისთვის გამოდგება

  • me da barca
    schedule 09 მარ 2025, 21:00
    #5

    ეს მაგარი იციან, როცა წასვლა არ უნდათ. ,,კლუბთან კონტრაქტი გვაქვს, რომელსაც ვადის ამოწურვამდე პატივს ვცემთ."
    მაშინ, როცა ზარალი ხდები, გუნდს, რომ სცეთ პატივი და ჩაიჩოჩოთ არა?

  • C.PC5
    schedule 09 მარ 2025, 20:58
    #4

    რიცხვებს რომ შეხედო ეს სეზონი მართლა ძალიან კარგი აქვს, როგორც იცის ხოლმე მიყოლება ერთ ეგეთ სერიას თუ გამოაცხობს შეიძლება კი ავიდეს 50 გოლზეც და ეს არაა პატარა ამბავი 36 წლის ასაკში. კეინზე მეტი აქვს ამ მომენტისთვის გატანილი სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარა ნუ ერთია სტატისტიკა და მეორე რასაც ვხედავთ, სუარესმა რომ მოუკლო გოლებზე აისახა თორე ბურთის მიღება, მოტყუება და კარგი პასები არსად დაუკარგავს, დღესაც ხატავს მაიამიში რაც შეუძლია, ლევანდოვსკი გოლებს ასაკთან შესაბამისად იტანს ნორმალურად რას ვერჩით, მარა პერფორმანსი ლამის ნული აქვს, ეს გოლებიც ვინგერების ხარჯზე აქვს და არა იმის რო საჯარიმოში განსაკუთრებულად მოძრაობს. დარჩეს ბატონო, მაისურები მაინც გაიყიდება და ერთ 10 გოლს სკამიდანაც შეაგდებს, ოღონდ სკამიდან! ძირითადზე ამას პრეტენზია აღარ უნდა ქონდეს ისეთი ფორვარდი უნდა მოუყვანონ.

  • Levani
    schedule 09 მარ 2025, 20:44
    #3

    Დარჩენით დარჩეს მაგრამ ძირითადის ფორვარდი აღარ უნდა იყოს ისააკი თუ არ მოუვათ გიოკერეში ან დავიდი მაინც უნდა მოიყვანონ

  • B.L.A.U.G.R.A.N.A
    schedule 09 მარ 2025, 20:44
    #2

    დარჩეს კიბატონო, ოღონდ ხელფასი დაიკლოს და სათადარიგოს დათანმხდეს, თუ არადა ჩაალაგოს ბარგი!

  • Vamsdreini.1
    schedule 09 მარ 2025, 20:06
    #1

    10დან 5 რო არ აფუჭებდეს და დარჩენილი 5დან 2 შემთხვევაში ბურთის გაჩერებას ერთ საათს არ ანდომებდეს 34 კი არა 54 გოლი ექნებოდა. აუცილებლად მოსაყვანი არის მაღალი დონის თავდამსხმელი.