“ბარსელონას” თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის აგენტი პინი ზაჰავი აცხადებს, რომ მისმა კლიენტმა საუდის არაბეთიდან შთამბეჭდავ შეთავაზებაზე უარი თქვა და კატალონიურ კლუბში დარჩენა ამჯობინა.
“ბარსელონა” დედამიწაზე ის ადგილია, სადაც ლევანდოვსკი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს.
საუდის არაბეთის კლუბები ფეხბურთელებით გადატვირთულია. მათ არ იციან, რა მოიმოქმედონ. არსებობს შეზღუდვები უცხოელების დაშვებულ რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც მათ არჩევანს ზღუდავს, მაგრამ რობერტს იქ თამაში ისედაც არ უნდოდა.
ერთი წლის წინ ლევანდოვსკიმ კონკრეტული შეთავაზება მიიღო. მას სეზონში 100 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზეს, სეზონში! თუმცა მან ლა ლიგისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა ამჯობინა და ორივე მიზანს თითქმის მიაღწია.
– ციტირებს პინი ზაჰავის სიტყვებს Fakt.
====================
პ.ს.
გთხოვთ, გეხვეწებით, დაწვრილებით მომწერეთ როგორ დავაყენო..
დარწმუნებული ხარ, რომ მომავალ წელს ამ ხნის კაცს ვინმე დაუძახებს?
მომავალ წელს მოუწევს წასვლა, ვეღარ იქნება ფორმაში. ისე კაია რომ დარჩა შარშან.
ძმებო ADBLOCK დააყენეთ რატო წვალობთ, რაღა დროს რეკლამაა

შეგიძლია რეკლამების გათიშვა ტიკტოკში ჩაწერე და ბევრი ვიდეო დევს მაგ თემაზე
აუტანელი კი არა საზიზღრობაა უკვე, ერთი რეკლამა არ იყო თითქოს საკმარისი ეხლა მეორე დაამატეს. ყოფილა სიტუაცია უცებ მინდოდა რაღაცის წაკითხვა შევსულვარ სტატია გამოხსნის და ამომხტარა ეს საზიზღარი ბანერი და ისევ გამოვსულვარ საიტიდან. თან ისეთი პატარა იქსი აქ ხან თითს ვერ ვარტყავ ხოლმე ხუთჯერ გადამაგდებს ხოლმე რაღაც გაურკვეველ საიტზე. გასაგებია რომ საიტს შემოსავალი სჭირდება ფუნქციონირებისთვის, მაგრამ ხო შეიძლება მარტივი რეკლამები გაუშვან, ხუთი გველეშაპის და ცხრათავა იაგუარის დამარცხება გიწევს რომ ერთი რეკლამა გამორთო. რა საზიზღრობაა! და რატომღაც ამაზე არავინ ლაპარაკობს.
აუტანელია უკვე ეს რეკლამები
მერე წავიდეს და ცოტა ფული გააკეთებინოს ბარსას, ხო ხედავს როგორა ვართ გაჭედილები.