workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეალ სოსიედადი ბარსელონასთან ლიდერებს დაასვენებს

რეალ სოსიედადი ბარსელონასთან ლიდერებს დაასვენებს

კვირას “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ჰანსი ფლიკის გუნდი “რეალ სოსიედადს” უმასპინძლებს და ლიდერობის შენარჩუნებას შეეცდება.

ცნობილია, რომ დისკვალიფიკაციების გამო ბასკურ გუნდს ორი ლიდერი, ტაკეფუსა კუბო და ნაიეფ აგერდი დააკლდება. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ “რეალ სოსიედადი” “ლუი კომპანისზე” კიდევ უფრო გადახალისებული შემადგენლობით გავა.

Sport-ის ცნობით, იმანოლ ალგუასილი აპირებს, მომდევნო კვირაში ევროპა ლიგაზე “მანჩესეტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ფეხბურთელები დაასვენოს. მოსალოდნელია, რომ როტაცია შეეხება გუნდის ძირითად საყრდენ ნახევარმცველს, მარტინ სუბიმენდის და კაპიტანს, მიკელ ოიარსაბალს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 02 მარ 2025, 16:29
    #8

    ესენი ხაფანგს ხო არ გვიგებენ რო მოგვადუნონ. ძალიან კარგი თუ ასვენებს ჩვენ ძირითადს გამოვიყვანთ და როგორც კი მოგებას გავინაღდებთ გავიყვანთ დაღლილებს.

  • me da barca
    schedule 28 თებ 2025, 23:02
    #7

    დაასვენებსო ისე წერთ გეგონება მესამე ლიგის გუნდს ხვდებოდეს.

  • Rick Sanchez
    schedule 28 თებ 2025, 18:00
    #6

    ციტატა: La Pulga10
    ძაან კაი იმედია ამოვტენით და რაფინია სტატისტიკას წინ წაწევს,თორწმ სალაჰი ბებრად წინაა.ოქროს ბურთის აშკარა ფავორიტია,ახლოსაც არავინაა ჯერ-ჯერობით.ნახ.ფინალში მაინც თუ გავიდა ლივერპული და სალაჰმა დონე არ დააგდო მაგისია ოქროს ბურთი.


    ბაზარი არაა. იმას უკვე 52 გ+ა აქვს და რაფო 10ით მაინც ჩამორჩება, ლიგის მოგება გადამწყვეტი იქნება, მაგრამ რაფინია ამჟამინდელი ფორმით სალაჰზე ბევრად უკანაა სამწუხაროდ.

  • araujo4
    schedule 28 თებ 2025, 13:56
    #5

    იქნებ პირველ ტაიმში დავუმთავროთ და ჩვენც დავასვენოთ ხალხი. ძაან მალევეა ბენფიკა

  • M10 S9 D11
    schedule 28 თებ 2025, 11:46
    #4

    ძაან კაი მარტივი მოგება და ძალების ნაკლებად დახარჯვა გვაწყობს

  • Barca
    schedule 28 თებ 2025, 11:18
    #3

    La Pulga10, ვნახოთ , ჩვენც თუ დავასვენებდით იამალს პედრის კაი იქნებოდა ატლეტიკოსთან გვაქ თამაში ბენფიკასთან და ცუდი არ იქნებოდა სოსიედადი კიდე კოპა დელ რეიზე 1-0 აგებს და ვნახოთ რას იზამს რეალთან

  • La Pulga10
    schedule 28 თებ 2025, 10:29
    #2

    ძაან კაი იმედია ამოვტენით და რაფინია სტატისტიკას წინ წაწევს,თორწმ სალაჰი ბებრად წინაა.ოქროს ბურთის აშკარა ფავორიტია,ახლოსაც არავინაა ჯერ-ჯერობით.ნახ.ფინალში მაინც თუ გავიდა ლივერპული და სალაჰმა დონე არ დააგდო მაგისია ოქროს ბურთი.

  • Levani
    schedule 28 თებ 2025, 10:11
    #1

    Ჭკვიანურია ჩვენთან თავი რატო უნდა მოიკლან როცა შეიძლება მაინც წააგონ მანჩესტერთან უფრო მნიშვნელოვანი თამაში ექნებათ