workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიტორ როკეს პალმეირასში ტრანსფერი ჩაიშალა

ვიტორ როკეს პალმეირასში ტრანსფერი ჩაიშალა

“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი და ამჟამად “ბეტისში” განათხოვრებული ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვიტორ როკეს “პალმეირასში” გადასვლა გამოირიცხა.

ბარსელონელი ჟურნალისტის ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ლა ლიგამ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ როკეს ტრანსფერი იურიდიული მიზეზების გამო დაბლოკეს.

Sport-ის ცნობებით, პრობლემა როკეს იჯარის სტატუსშია. ლა ლიგის წესები მოითხოვს, რომ ვიტორმა, პირველ რიგში, საიჯარო კონტრაქტი გაწყვიტოს და “ბარსაში” ხელახლა დარეგისტრირდეს. იმის გამო, რომ ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, 19 წლის შემტევი “ბლაუგრანაში” ვერ დაბრუნდება, “ბეტისს” კი მისი “პალმეირასში” იჯარით გაშვების უფლება არ აქვს.

ასევე Sport იტყობინება, რომ ბრაზილიურმა კლუბმა მოლაპარაკებები შეაჩერა და გარიგებაზე უარი თქვა, არადა მხარეები ტრანსფერზე თითქმის უკვე შეთანხმებულები იყვნენ.

“ბარსელონამ” როკე გასული წლის იანვარში დაიმატა, აგვისტოში კი “ბეტისში” გაანათხოვრა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • nika 54
    schedule 26 თებ 2025, 21:25
    #14

    ტებასი ყველა კანონს არგებს ბარსელონას წინააღმდეგ, რას აღარ იგონებს.

  • Rick Sanchez
    schedule 25 თებ 2025, 23:05
    #13

    დეკუს მორიგი შედევრი

  • Culer💙❤️
    schedule 25 თებ 2025, 14:12
    #12

    ეს მართლა ვის რაში უნდა?

  • Baskivar
    schedule 25 თებ 2025, 10:58
    #11

    ერთი სეზონი უნდა მიეცეს ამას შანსი შემოსვლებზე როტაციაში არაა ცუდი ბიჭი ფლიკი მოხოდავს ამას სადაც ფატის ვაცალეთ ამდენი ხანი მივცეთ ამ ბიჭსაც ერთი შანსი

  • Don_Andresito
    schedule 25 თებ 2025, 10:52
    #10

    ეს ხავიმ მაგრა მისტრესა. არ გააკარა გუნდს, თავისი ბრალიც იქნებოდა მარა სხვა მოლოდინით მოვიდა შუა იანვარში და ხავიმაც ხელი არ შეუწყო. ფსიქოლოგიურადაც სუსტი ტიპია. აბა ენდრიკი გახმა სკამზე, კონფლიქტიც ქონდა ანჩელოტისთან მარა მაინც დაგეშილია ის ბოლო 10 წუთი. ამან ბეტისში კარგად დაიწყო მარა იქაც დაკარგა ადგილი. 90 წუთს ვერ ქაჩავს და დისციპლინის პრობლემაც აქვს აშკარად. დაბრუნდეს უკან ჯობია

    ბრაზილიაში ანუ

  • Flying Dutchman
    schedule 25 თებ 2025, 10:44
    #9

    მარტო ამის სატრანსფერო საგის გამოა დეკუ ყვ ჩამოსაკიდი

  • Barca_MNS
    schedule 25 თებ 2025, 05:52
    #8

    მაინც მგონია, რომ ამ ბიჭს ბრაზილიური ჭირს, ვუყურე ამის თამაშსს განა ჰაილაითს ბრაზილოაში და მეთქი ეს ვინაა მალე მლიყვანონ ნეტა. მერე ჩვენთან იმ წითელ ბარათამდე მაგრა მოიხოდა და მერე მერე წაუვიდა ერატი ადგილისკენ საქმე, ბრაზილიურითქო იმიტო ვამბიბ, რომ სავარაუდოდ გონებრივად უბერავს ვგულისზმობ დამოკიდბელებას დისციპლინის მხარეს და ა.შ

  • Jorkaeff
    schedule 25 თებ 2025, 05:05
    #7

    ციტატა: Mate92
    მე იცით რა მაინტერესებს? ესეთი უაზრო და დაბალი ლეველის ფეხბურთელი თუ იყო რატო ვერავინ მიხვდა რატო შეიტენეს თავის დროზე? ტიპი ზამენიც კაცადაც არ განიხილებოდა ისეთ დღეში იყო. რატო დაამყარეს საერთოდ იმედები?

    9 -ზე ეგ და ენდრიკი იყვნენ ბრაზილიის ამომავლები, ერთი ჩვენ წამოვიყვანეთ და მეორე რეალმა… ის მაგარი დარჩა, ეს კიდე ვერ ვითარდებააა… იქ რომ იყო დაფრინავდა 18 წლის ასაკში… ეხლაა რო გამოღლევდა.

  • Mate92
    schedule 25 თებ 2025, 01:01
    #6

    Barca,

    ციტატა: Barca

    ციტატა: Mate92
    მე იცით რა მაინტერესებს? ესეთი უაზრო და დაბალი ლეველის ფეხბურთელი თუ იყო რატო ვერავინ მიხვდა რატო შეიტენეს თავის დროზე? ტიპი ზამენიც კაცადაც არ განიხილებოდა ისეთ დღეში იყო. რატო დაამყარეს საერთოდ იმედები?


    როკე რო მოდიოდა ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავდნენ😂

    ხო მაგას ვამბობ დიდი იმედებით მოიყვანეს და მერე ზამენადაც აღარავინ განიხილავდა

  • Vamsdreini.1
    schedule 25 თებ 2025, 00:52
    #5

    ფეხბურთელი ბაჯაღლო, ბარსას იურისტები კაუჩუკის.

  • araujo4
    schedule 24 თებ 2025, 23:24
    #4

    აი ეს ისეთი წესია რო ბარსელონა რო ხარ უნდა იცოდე. რა დონის იურისტები გვყავს კლუბში რო მინიმალური ინფორმაცია არ აქვთ ლა ლიგის წესდებაში რა წერია? ამას რო წაიკითხავ ადამიანი არანაირი კითხვის ნიშანი არ გაგიჩნდება. ძაან მარტივი წესია რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყველა. ტრანსფერი მიგყავს ბოლომდე და ბრახ უცბათ იგებ რო თურმე მაგის უფლება არ გაქვს. ძაან ტეხავს რა, საქართველოშიც არ უნდა იყოს ეგეთი დაბალი დონე.

  • Barca
    schedule 24 თებ 2025, 23:09
    #3

    ციტატა: Mate92
    მე იცით რა მაინტერესებს? ესეთი უაზრო და დაბალი ლეველის ფეხბურთელი თუ იყო რატო ვერავინ მიხვდა რატო შეიტენეს თავის დროზე? ტიპი ზამენიც კაცადაც არ განიხილებოდა ისეთ დღეში იყო. რატო დაამყარეს საერთოდ იმედები?


    როკე რო მოდიოდა ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავდნენ😂

  • Mate92
    schedule 24 თებ 2025, 22:55
    #2

    მე იცით რა მაინტერესებს? ესეთი უაზრო და დაბალი ლეველის ფეხბურთელი თუ იყო რატო ვერავინ მიხვდა რატო შეიტენეს თავის დროზე? ტიპი ზამენიც კაცადაც არ განიხილებოდა ისეთ დღეში იყო. რატო დაამყარეს საერთოდ იმედები?

  • Visca barca
    schedule 24 თებ 2025, 22:37
    #1

    უკომენტაროდ🤐