მატჩს წინ უძღოდა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა. “ბარსას” გაუმართლა, შედარებით სუსტი გუნდი შეხვდა, შედარებით იოლად გასავლელი ბადე. “ბენფიკასთან” ამჯერად ორი მატჩი იქნება სათამაშო, ჯგუფური ეტაპის თრილერი ყველას კარგად ახსოვს. ამბიციური გუნდის მწვრთნელი და ფეხბურთელები წინაც გაიხედავდნენ, დაინახავდნენ თავიანთ თავს ნახევარფინალში და ვინ იცის.. იქნებ ფინალშიც ნახეს კარგი თამაში. თუმცა, ფლიკს დიდი გამოცდილება აქვს და ფეხბურთელების მიწაზე დაბრუნება არ უნდა გაუჭირდეს, რაც უფრო ახალგაზრდაა კაცი, მით უფრო მჩატეა, მით უფრო მარტივად იწყებს ფრენას, მარტივად იზიდავს ღრუბლები, გამოცდილება ამძიმებს და მყარად დგომის საშუალებას აძლევს.
“ბარსას” “ბენფიკა”, მადრიდელებს კი ერთმანეთი ერგოთ, ლა ლიგაში რბოლაა გამოცხადებული, ჩემპიონთა ლიგაზე კი მძიმე მატჩები ელით, “ბარსამ” ამით უნდა ისარგებლოს წესით, აბა ნახეთ კალენდარი – სიმეონეს “ატლეტიკო” ჯერ “ბარსას” შეხვდება კოპას ნახევარფინალში, მერე “რეალს” გაეჯიბრება ჩემპიონთა ლიგაზე, მერე ლა ლიგაში ისევ “ბარსასთან”, მერე ისევ კოპას ნახევარფინალი.
კარგი სანახავი იქნება.
მანამდე კი ფლიკმა თავისი შეხვედრა მოიგო “ლას პალმასთან”. ისევ პირველზეა.
10%-ით მეტი
მატჩის მერე ასე პროცენტებში გვითხრა, მეტი მჭირდებოდა, მეტი იყო საჭირო კარგი თამაშისთვისო. მართლა ვერ გამოდგა ხარისხიანი შეხვედრა, მოიწყენდა კაცი, მაგრამ მაინც ულაპარაკოდ მოიგეს. ანგარიში იყო მატყუარა, “ლას პალმასი” ერთი წამითაც არ ყოფილა ახლოს ანგარიშის გათანაბრებასთან. ერთადერთხელ დაიძაბა თამაში, როცა VAR-ი არკვევდა უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი “ბარსას” კარში. ბევრი რამ იყო გასარკვევი – იყო თუ არა თამაშგარე, ხელით ითამაშა თუ არა “ლას პალმასის” ფეხბურთელმა, უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი გარსიას ხელით თამაშზე, ის ხომ ზურგით იყო, როცა ხელზე მოხვდა, არადა, კარში მიდიოდა, ხელი კიდევ გაშლილი ჰქონდა, საერთოდ, ხელზე მოხვდა თუ მხარზე? დიდი დრო წაიღო ამის გარკვევამ, ან, რას არკვევდნენ? თურმე, თამაშგარე ყოფილა.
ეგ იყო და ეგ, “ლას პალმასს” მეტი არც არაფერი ჰქონია, მსაჯს ჩამოეკიდნენ, მწვრთნელმაც ამაზე იბუზღუნა, აბა, სხვა არაფერი ჰქონდა სალაპარაკო და ბოლოს “ბარსას” ნახევარზეც გადავიდნენ, მატჩის მიწურულს რა აზრი ჰქონდა 0:1 – ს წააგებდნენ თუ 0:2-ს? მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ მოვალეობის მოხდის მიზნით, ვერ ვიტყვი რომ შეუტიეს, იმიტომ, რომ ამ გუნდმა შეტევა არ იცის. სივრცე გაიხსნა და ნათელი გახდა რომ მეორე გოლსაც მიიღებდნენ, დროის ამბავი იყო, საბოლოოდ, რაფინიამ ძალიან დროული და ზუსტი პასი გააკეთა, ფერან ტორესმა კი ახლო მანძილიდან გახვრიტა სილესენის კარი – 2:0, მორჩა.
ოლმოს ფაქტორი
რაღაც აკლდა “ბარსას” პირველ ტაიმში, ოლმო აკლდა, ფერმინმა დაიწყო პედრის გვერდით და მოგეხსენებათ ფერმინი არასტაბილური ფეხბურთელია, ერთ მატჩში შეიძლება იფრინოს, მეორეში კი საერთოდ ჩაიკარგება, ჯერჯერობით ასეთი ბიჭია და ამჯერად ჩაიკარგა. ისიც სათქმელია, რომ რაც უფრო ძლიერ გუნდთან ათამაშებ, მით უფრო კარგად თამაშობს – “ბაიერნთან”, “მადრიდთან”, მშვენიერია, მაგრამ “ლას პალმასთან” არა. თვითმოტივირებას ვერ ახერხებს, დროა ვინმემ აუხსნას რომ თუ ძირითად შემადგენლობაში სურს თამაში, ყველა მატჩში მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, თუ “ლას პალმასთან” ვერ გამოიჩენ თავს, ვერც “ატლეტიკოსთან” ითამაშებ. აი, ოლმომ გამოიჩინა და მე პირადად მას ველი მომდევნო შეხვედრაში.
დანი ოლმო მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე და გადამწყვეტი როლიც ითამაშა მატჩის მოგებაში, მხოლოდ კარგ გოლში არ არის საქმე, საერთოდ, კარგი მატჩი ჩაატარა, როგორც იქნა დაიბრუნა სასურველი ფორმა, წინა შეხვედრაც კარგი ჰქონდა, მგონი დროა ისევ ანდონ ადგილი თერთმეტ კაცში. იამალისგან კარგი პასი მიიღო, სწრაფად დაამუშავა ბურთი საჯარიმოში და შორეულ ცხრიანში გაგზავნა. სილესენს შანსი არ ჰქონია.
აი კასადო ვერ იყო ჯანზე, ამ მომენტისთვის დე იონგი ჯობია, ბუნებრივია რომ ამ ასაკში მთელ სეზონს ასე სტაბილურად ვერ ითამაშებდა, კიდევ გახდება საჭირო, იქნება მატჩები სადაც ფლიკს აუცილებლად დასჭირდება. დე იონგის საკითხი ისევ ჰაერშია, ჯერ ვერ გადაწყვიტეს სურთ თუ არა მისი დატოვება, პრობლემა მისი კონტრაქტია, “ბარსას” კიდევ მის პოზიციაზე ორი კარგი ახალგაზრდა ჰყავს, მოკლედ,ტრადიციულად, ზაფხულში ისევ აქტუალური იქნება.
მზადება ატლეტიკოსთვის
ამ თვის კალენდარზე ვთქვით ორი სიტყვა და ისიც უნდა ითქვას რომ სანაკრებო პაუზა უწევს, პაუზამდე “ბარსას” ორივე მერვედფინალი ექნება ნათამაშები, პლუს ერთი ნახევარფინალი “ატლეტიკოსთან” და ლა ლიგის მატჩიც ამავე გუნდთან. აი მერე პაუზაა, მერე კიდევ განმეორებითი ნახევარფინალი კოპა დელ რეიზე.
გაიგე ახლა ეს პაუზა რას მოიტანს..
დიოკერესს რატო ეძახი? გიოკერესი, იოკერესი გამიგია მარა დიოკერესი რა უბედურებაა?))
იმიტომ რომ წარმოშობით უნგრელია და უნგრულად ეგ გვარი მასე წარმოითქმება
გასაგებია
აი იმ ლაწირაკი დემბელეს მთელ მომავალს რო გადაუარა ბალოტელის ოჯახმა ლაწირაკი ჩვენთან რეებს აფუჭებდა და ახლა ვითომ რა ფორმაშია მარა რო შეხედო საფრანგეთის ლიგა ისეთი სიდებილეა მე რომ დამსვა იქ მევ ვიზამ ეგეთებს ტიპებმა შეაცილეს წეღან საჯარიმოში და დაარტყმევინეს და მეკარე კიდე იმენა ფართხალებდა ნორმალურად არც გადამხტარა არც უცდია არაფერი და მერე უკვირს ყველას რატო გააქვს ამდენი წელსო როცა რეალურად მისი დონის ჩემპიონატი იპოვა
შემდეგი თამაში რო რეალთან უწევს ბეტის მაშინ უნდა ექნა ეგეთი მზეობა მაგას ფუი
ბელინგემს ვერ ასწავლეს მაშინ ეგ თავის დროზე ისე? სასწაულები ხდება ლა ლიგაში უნამუსო ვიყო
ბელინგემი და მსაჯები დაძმაკაცდნენ ერთმანეთს შეჩემათი მიმართავენ
ანტონი რა გოათია ასისტი გააკეთა კიდე და წითელი ბარათი აიკიდა🤣❤️
რეალი უკვე მსაჯებთან ფოტოებს იღებს მათ საპატივცემულოდ 😂 (სულ პატივისცემის ნიშნად კაცო ლა ლიგაში რო ან სადმე რო წაეხმარონ იმისთვის კი არა დდდ)
ბელინგემს ვერ ასწავლეს მაშინ ეგ თავის დროზე ისე? სასწაულები ხდება ლა ლიგაში უნამუსო ვიყო
ფოკუს სიტისთან აქვს 18\13 წარმატებული დრიბლინგი
😅😅😅😅მაგაზე უაზრო ფეხბურთელი მე არ მახსენდება დოკუ არა დოლი კიდე