“მანჩესტერ სიტი” “პორტუს” ნახევარმცველის, ნიკო გონსალესის დამატებით დაინტერესდა, რაც “ბარსელონასთვის” ძალიან კარგი ამბავია.
“ქალაქელებს” ნახევარდაცვის გაძლიერება სურთ და პეპ გვარდიოლამ მიზანში 23 წლის ესპანელი ამოიღო, რომელიც “ბარსელონას” აღზრდილია.
ნიკო “პორტუში” 2023 წლის ზაფხულში 8.5 მილიონ ევროდ გადავიდა და “ბლაუგრანამ” მისი სატრანსფერო უფლებების 40% შეინარჩუნა. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა და თუ “სიტი” ამ თანხას გადაიხდის, “ბარსას” დაახლოებით 24 მილიონი შეხვდება.
ამ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში “ბარსელონა” შეძლებს, მარკუს რაშფორდი სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატოს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღეა დარჩენილი. “სიტისა” და “ბარსელონას” დროს ჯერ კიდევ აქვთ.
ყვ##ერიონგზე რა აზრის ხართ? გუშინ კი დაგვაჭერინა ცენტრი, მარა მაღალი დონის გუნდთან გაიდირკება ეგ და პედრის დუო . სუსტია დაცვაში. გვერდით კასადო უნდა ამოუყენოს ყველა ვარიანტში, მარა 10-იანზე პედრის და ოლმოს შორის მოუწევს არჩევანი. და რა გამოდის, სკამის ფეხბურთელში ვთხლიშეთ 60 მილიონი? მაგას არ ჯობდა ნიკო ეყიდათ, კი ორივე ხრუსტალია მარა ის უფრო გამოგვადგებოდა ჩემი აზრით.
ჩვენ რო ერთი აღზრდილის გაყიდვიდან 24 მილიონის გაყიდვა გვიხარია, ნახეთ რამდენი აქვთ სხვა კლუბებს ახალგაზრდების გაყიდვით გამომუშავებული:
ტოპ 6 — ვინ გამოიმუშავა აკადემიის აღზრდილების გაყიდვებით ყველაზე მეტი
თარიღი: 30 Jan 2025, 19:03
Football Benchmark-ი იმ კლუბების სიას გვთავაზობს, რომლებმაც, 2019/20 წლების სეზონიდან 2024/25 წლების სეზონის ჩათვლით, საკუთარი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელების გაყიდვებიდან ყველაზე დიდი თანხები იშოვეს.
პირველ ადგილს რეალ მადრიდი იკავებს, რომელმაც საკუთარი აკადემიის აღზრდილების გასხვისებით €218 მილიონი გამოიმუშავა, და მეორეადგილოსან სპორტინგს (€181 მლნ.) საგრძნობლად უსწრებს.
ტოპ 6:
1. რეალ მადრიდი — €218 მილიონი
2. სპორტინგი — €181 მილიონი
3. პსვ ეინდჰოვენი — €176 მილიონი
4. ინტერი — €127 მილიონი
5. პარი სენ-ჟერმენი — €124 მილიონი
6. მანჩესტერ სიტი — €108 მილიონი
ძაან კაი იმედია გამოვა ეგ ტრანსფერი
სიტის არ უნდა დე იონგი წაიყვანოს ნეტავ
ტრამვიანია ნიკო ძაან და რას დააყენებს სულ ლაზარეთში იქნება
აღარ გატრავმულა კაი ხანია ნიკო. ძირითადშია მთელი ეს სეზონი.
ზაფხულში უფრო მეტი ეღირება და თუ დროებით გადაიდო ტრანსფერი ჩვენ მაინც მოგებაში ვიქნებით.
არადა სულ არაა ნიკო ტრავმიანი, სადებიუტო სეზონში 29 თამაში ჩაატარა, ახალგაზრდა რო იყო ჯერ მაშინ. იმის მერე სტაბილურად თამაშობს, 2-3 ტრავმა აქ მიღებული, არც ერთი მძიმე, წელს კიდე მონსტრი ხდება, ფიზიკურად მოიხოდა, სულ ძირითადშია, ტრავმა საერთოდ არ ქონია, 90 წუთებს თამაშობს, უბრალოდ 2 ჯერ დისკვალიპიკაცია ქონდა ბარათების გამო. ტრავმა არ ქონია. პორტოს აქვს ცუდი წელი თორე ნიკო ხოდზეა. წავიდეს პეპთან, იმ ნუნიეშს მაინც ჯობს და გამოლევებულ გიუნდოგანს, ან რაღა დროს ილქაი იყო, თურქეთშია აწი მაგისი ადგილი. როდრის დაბრუნებამდე ჩაჯდეს ძირითადში და ისე 8 ზეც შეიუძლია თამაში. 24 მილიონიც კარგია არაფერში ფაქტიურად. მაგ ბიჭის დამბრუნებლები ამ ეტაპზე არ ვართ, ბერნალი და კასადო გვყავს მოსახოდი.
ტრამვიანია ნიკო ძაან და რას დააყენებს სულ ლაზარეთში იქნება
ბარსელონაში რომელი არაა ერთი ტრავმიანი ის დათვალე ერთი ხელი გეყოფა კაცს 🤣🤌
60 გადამხდელები რო იყვნენ კი არ გაიწელებოდა ამდენი ხანი. ევაჭრებიან და რეალურ თანხად უნდათ წაყვანა. ეს თუ 60 ღირს მაშინ ჩვენი ნახევარმცველები რამდენი ღირს? 😀 40 მილიონზე მეტი სისულელეა ამაში
ტრამვიანია ნიკო ძაან და რას დააყენებს სულ ლაზარეთში იქნება
ელ კლასიკოში, ბერნაბეუზე 2 გაფუჭებული მომენტი არ ამომდის თავიდან
ვინმე მოიყვანონ სტრაიკერი თორე ლევანდოვსკითი შორს ვერ წავალთ ტიპი ზარალია მარტო რაფინიას მინიმუმ ოცი ასისტი უნდა ქონდეს იმდენი პასი გაუფუჭა
პეპმა თუ ეს წაიყვანა ბუსკეცს დააყენებს ამისგან. ნიჭიერი ფეხბურთელია და ძაან გავს ბუსის ეს ბიჭი მოძრაობებში.
მუქთამჭამელა ფატის 15 მილიონს რომ უხდით ბიჯო გააჯმეინეთ არაბეთში.
ჩაკუკული რაშფორდი. იჯარა და მეტი არაფერი. არანაირი სეზონის ბოლოს გამოსყიდვა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღეა დარჩენილი. "სიტისა" და "ბარსელონას" დროს ჯერ კიდევ აქვთ.

აბა რაა! ქვეყნის დრო გაქვთ დარჩენილი, არ იჩქაროთ ბოლო წამებზე დაამთავრეთ ტრანსფერი, მაგაში ხართ ჩემპიონები, ხანდახან კი ვერ ასწრებთ ხოლმე, მაგრამ არაფერია უკვე მიგვაჩვიეთ.