“ბარსელონას” თავდამსხმელმა, “ბენფიკასთან” გამართული დრამატული შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა, რაფინიამ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა. ვიცი, რა რთულია აქ თამაში, მათი გულშემატკივრების წინაშე. “ბენფიკა” ძალიან კარგად თამაშობს. მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ.
როდესაც 1-3 ვაგებდით, არ დავნებებულვართ. შესვენების შემდეგ მოედანზე ჩვენს თამაშზე ფოკუსირებულები დავბრუნდით, რათა მატჩის შემობრუნება გვეცადა.
ყველასთვის სანახაობრივი შეხვედრა იყო. მოგება “ბენფიკასაც” შეეძლო, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ჩვენ გავაკეთეთ.
ვფიქრობ, ახლა ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია. ვამაყობ, რომ “ბარსას” ფეხბურთელი ვარ. შემიძლია, მოვკლა და მოვკვდე ამ გუნდისთვის.
მსაჯობა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე? თუ იმას ვიტყვი, რასაც ვფიქრობ, ვეღარ ვითამაშებ.
არსებობს თუ არა უკეთესი რამ ფეხბურთელისთვის, ვიდრე ბოლო წუთზე მეხუთე გოლის გატანა 5-4 მატჩში? დიახ, ტიტულის მოგება.
დაუბრუნეთ ამ კაცს კაპიტნის სამკლავური.
"შემიძლია, მოვკლა და მოვკვდე ამ გუნდისთვის". კაპიტანიშეეეე
კი პედრი ეკუთვნოდა, ნუ გამარჯვების გოლმა გადაწონა რა.
სორი ჯიგო მარა ეგ მვპ არ გეკუთვნოდა, პედრიმ სახე გაიძრო მთელი თამაში და ცალსახად დაიმსახურა, თუმცა შენც მადლობა ბოლო წუთებისთვის ეგრე კარგად რომ დადექი, მეორე ტაიმში ნელნელა მოუმატა ტემპს და თითქმის ყველა ასპექტში გამოასწორა თამაში, პატარა გამართლება და დიდი მონდომება საბოლოო ჯამში მაინც კაი მატჩი გამოუვიდა რაფინიასაც.
რაფინია წელს რომ არის მაგაზე უკეთესი არავინ გვყავს და ხანდახან ეგ კიარა ნებისმიერი იკარგება… იამალზე უფრო ითქმის დაჯარგვა და ფორთხიალი…მესობას და ნეიმარობას ამას ვერავინ მოთხოვს კაცი დაფრინავს ისედაც
აი ნამდვილი კულე ვინაა. კი მაზავს ხოლმე ბევრს მარა ბოლომდე იხარჯება
კარგი ხარ, მაგრამ ხანდახან სად იკარგები ხოლმე სულ რო აღარ ჩანხარ მოედანზე.
david villa,
რას ამბობ, რაფინიაზე კი არა ლევანდოვსკიზე უნდა ლაპარაკობდე რა გადაწყვეტილებებს იღებს ტიპი და შემსრულებელიც არ არის უკვე კაიხანია.. და ბალდეზეც როგორ ლაპარაკობ, ვაფშე სხვაგან ხარ მეგობარო 🙂
კიდე კაი შესნი რო დავითანხმეთ და ჩამოვახსნევინეთ ლურსმნიდან ბუცები თორე რა მოიგებდა ამ თამაშს არ ვიცი
მიუხედავად იმისა რომ ფორმის ალბათ პიკშია და ბარსელონაში ამ ეტაპზე ერთ-ერთ ნუ თუ საუკეთესო თამაშს არ თამაშობს მაინც არ მომწონს რაფინიას სტაბილურობა. შეუძლია ცარიელ კარში ვერ გაიტანოს და მერე სადღაც ცენტრიდან გაიტანოს. სტაბილურობაა საჭირო გუნდში და გოლების მაქსიმალური რეალიზაცია. ჯობია ცალიერ კარში ან ას პროცენტიანი შანსები გავვიტანოთ. ვიდრე გამართლებული და იღბლის ლამაზი გოლები რადგან ეს სულ არ მოხდება. რაც შეეხება ბარსას მთავარ პრობლემას ნუ დაცვის ფლანგები რა. ბალდე არც ალფონსო დევისია და მითუმეტეს არც ალბა. კუნდე კიდევ საერთოდ არატექნიკურია შეტევაში და პრესინგისას და მისგან დანი ალვეშის გამოთლა კიარა დანილოც ვერ გამოვა.
ყველა ბარსას ქომაგი რაფინიასთან დღეს: "მოდით დავიწყოთ ბოდიშით… ბოდიში!"
დაუბრუბეთ ამ კაცს კაპიტნის სამკლაური, რაფინია უნდა იყოს პირველი კაპიტანი