ხვალ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში “ბენფიკას” სტუმრად დაუპირისპირდება.
Sport-ის ინფორმაციით, “ბარსასთან” თამაშამდე “არწივებს” გუნდის ლიდერი ანხელ დი მარია დაუბრუნდა. არგენტინელმა ვარსკვლავმა ბოლო მატჩი კუნთის დაზიანების გამო გამოტოვა, მაგრამ დი მარიამ ტრავმა უკვე მოირჩინა და ის “ბლაუგრანასთან” შეხვედრისთვის მზადაა.
36 წლის შემტევი ნახევარმცველი “ბენფიკას” საკვანძო მოთამაშეა. ანხელმა მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა.
აგუეროზეც ეგრე გვეგონა, მაგრამ!
უფფ როგორ მიყვარს დი მარია, რეალში კი აქვს ნათამაშები მაგრამ მაინც ძალიან მევასება.
რამოდენიმე ფეხბურთელზე ვფიქრობდი,რომ ბარსელონას სტილის იყვნენ მთელი ჩემი ცხოვრება და ვერცერთი ვნახე ბარსაშიი😀დიმარია,ისკო,დავიდ სილვა,რიბერი…კვარაც ძაან ბარსას სტილი მგონია,ვინგერი მოედნის ხედვით და ეგეთი დახვეწილი პასით,იშვიათია და იმედია ოდესმე ამიხდება ეგ ნატვრა🙏🏻😀
იმედია ხვალ საჩუქარს გამიკეთებენ დაბ. დღისთვის.
ეგ არაფერი რეალიც დაიწყებს აწი გატეხვებს თამაშისა თან 35 ტურამდე თუ ვზდიეთ და 2 3 ქულით წინ იქნა რეალი კამპნოუზე მოგება გადაგვიყვანს წინ ავტომატურად გათანაბრდება ქულები ასე რომ დაკარგვად მაშინ უნდა ჩათვალო 30 ტური რომ არის და 7 ქულა სხვაობა იქნება მანდ უკვე თეორია რჩება მარტო გადასწრებად.. წინ კიდე 18 ტურია და ჩემი აზრით საგანგაშო არაფერია ერთი წამოწევა მაინც გვექნება 2 3 ქულაში
ერთხელ ამ კაცსაც უნდა ეთამაშა ბარსაში, მოუხდებოდა ბარსას სტილს ანხელიტო