ამოჰკრეს და გადააგდეს ბურთი ცარიელ ზონაში, წინ მეტოქის ნახევარზე, ქომაგის უეცარი სიჩუმე გვაფიქრებინებს რომ არის იქ ვიღაც ვინც გაიქცევა, წამით ადრე დაინახეს ჩვენამდე, მერე კამერაც დაეწია გაქცეულ რაფინიას. რა გაგახსენდათ? მე “კამპ ნოუ” და ფერნანდო ტორესი. მატჩის დრამატურგია ისეთი იყო რომ წინასწარ იგრძნობდა კაცი გატანილი გოლის სიხარულს, ასეთი ამბები ასეთი ფინალით მთავრდება.
წამით ეჭვი არ შეპარვია იმაში რომ თავად უნდა დაესრულებინა შეტევა, არ შეპარვია ეჭვი იმაში რომ შეეძლო კიდევ ერთი ისტორიული მატჩის გმირი გამხდარიყო, ასეთი ეჭვები რომ აწუხებდეს “ბარსელონაში” ვერ მოხვდებოდა და არც თუ ისე დიდებული სეზონის მერე ასეთ მაგარ ფორმაში ვერ შევიდოდა. ეჭვი რომ ჰქონდეს არც კაპიტნის სამკლავურს დაუთმობდნენ წინ მყოფი კაპიტნები, საერთოდ, შეხედავ ამ კაცს და გამარჯვებულს ხედავ, ფეხბურთს რომ თამაშობს, მისთვის უკვე გამარჯვებაა. არ არსებობს მიუღწეველი, არ არსებობს გადაულახავი, არ არსებობს მატჩი, რომელსაც ვერ შემოატრიალებ.
ლისაბონის ღამე
“ბარსამ” პირველი ტაიმი 3:1 წააგო. ლისაბონი.. ფლიკი.. განადგურება პირველ ტაიმში. უჰ, ამოიყარა ცუდი მოგონებები. დაცვა საშინლად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით კუბარსი. გუნდს აგრესია აკლდა, მარცხენა ფლანგიდან კუნდე შელდრუპმა გაარღვია, პავლიდისს კი პირველ ტაიმში უკვე ჰეთთრიქი ჰქონდა შესრულებული. როდის ვნახეთ ბოლოს პირველ ტაიმში ჰეთთრიქი? ანდრეი შევჩენკომ შეაგდო, “კამპ ნოუზე”, კიევის “დინამოს” შემადგენლობაში. გასვლაზე? ეგეც დიდი ხნის წინ, ნიუკასლში, ასპრილიამ შეაგდო სამი. ბოლოს მბაპე იყო, ასევე “კამპ ნოუზე”, ახლა კი პავლიდისი. ჰოდა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეტოქის ფეხბურთელმა სამი გოლი შეუგდო “ბარსას” ჩემპიონთა ლიგაზე და მისი გუნდი დამარცხდა.
შესნიმ ისევ გამოიჩინა თავი, ისევ გვაჩვენა რომ პენია ძირითადის მეკარე უნდა იყოს. რამდენჯერაც გამოვიდა იმდენჯერ რაღაც უბედურება დატრიალდა. ტერ შტეგენს კი ალბათ მთელი მატჩის განმავლობაში სახეზე ჰქონდა ხელი აფარებული. შესნიმ ძველი, ლეგენდარული მეკარეები გამახსენა – ბონანო, დუტრუელი, ჰესპი, უჰ, გახსენებაზეც კი მბუეძგლავს, რა დიდებული მომენტები გვახსოვს ამ ხალხისგან. რაღა ბურთი გადაგეგდო მათთვის და რაღა ცოცხალი თევზი.
პირველ ტაიმში “ბენფიკა” უკეთესი იყო. “ბარსას” ბევრი არაფერი შეუქმნია, ბალდე წააქციეს, ლევანდოვსკიმ ზუსტად დაარტყა. მანამდე კი ვალდებული იყო ერთი-ერთზე გაეტანა, მაგრამ კარს გადააცილა. მე მგონი, რომ არ ყოფილა თამაშგარე. გავის კიდევ მეკარემ აჯობა. იმედიანად ნამდვილად არ გასულა გუნდი გასახდელში, ასეთი მეკარის ხელში, დაცვის ასეთი თამაშით, იმედი საერთოდ ვერ გექნება, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც სულ სხვანაერად დაქოქილი გუნდი გამოვიდა. ეს უკვე ფლიკის ხელია.
HeadShot
იღბალი არსებობს. ცხოვრებაშიც, ფეხბურთშიც. არ ღირს ამის იმედზე იყოს პროფესიონალი, არც უნდა იფიქრო ამაზე, რადგან არასდროს იცი როდის წაგეხმარება, ან, როდის შეგაქცევს ზურგს. არც რაფინიამ იცოდა ისე დააჭედეს ბურთი თავში. შესნიზე ნაკლები რითი ვარო და გააქანა ანატოლი ტრუბინმა – 3:2. რაფინიას თავიდან ბურთი პირდაპირ კარში წავიდა. ამასაც მოხერხება უნდოდა, ეგრე არ არის უბრალოდ გაარტყეს და კარში ჩაეშვა, არა, სხეული გრძნობს ხოლმე ბურთის მიახლოებას, ხანდახან გონება ვერ ასწრებს გააზრებას, მაგრამ სხეული მაინც გრძნობს და საჭირო იმპულსითაც ხვდება. აი აქ კი დაირღვა დრამატურგია – რაფინია მთელი ტაიმი ჩეხოვის თოფივით ეკიდა, უსარგებლოდ, არაფერს აკეთებდა, მაგრამ ვიცოდით რომ ბოლოს აუცილებლად გაისვრიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი პირიქით მოხდა – მას ესროლეს.
თითქოს უნდა გაეტეხა ამ ამბავს “ბენფიკა”, მაგრამ გაწვიმდა ძლიერად და ამ დროს გუნდები არ ტყდებიან ხოლმე. ძლიერი წვიმის დროს სასწაულები ხდება მინდორზე, არ აქვს მნიშვნელობა ვის გააქვს და რამდენი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისევ მარცხნიდან შეუტიეს და ამჯერად არაუხომ ჩაჭრა ბურთი თავის კარში. “ბარსა” დანებდა? არა, ხომ ვამბობ, ძლიერად წვიმდა, ამ დროს არავინ ნებდება.
საჭირო ცვლილებები იყო ორივე გუნდის მხრიდან. ნათელი გახდა რატომ სურს ფლიკს ასე სწრაფად მარცხენა გარემარბი. რაფინია მარცხნივ ყოველთვის ჩრდილში იყო, ცენტრში უფრო ჩანდა, მარჯვენა ფლანგიდან კიდევ თამაში მოიგო. ფერანი შემოუშვა და ისიც ცენტრში, მარცხენა ფლანგი ფერმინ ლოპესს ჩააბარა, რომელიც არ არის მარცხენა გარემარბი. ფაქტია, რომ გაჭირდა ამ პოზიციაზე და დასტრიალებენ თავზე რაშფორდს. ეგ იქით იყოს. ერიკ გარსიაც გამოუშვა ფლიკმა და.. რა გაგახსენდათ? მე რემონტადა. სერჟი რობერტო გამახსენდა. ერიკ გარსიაც ეგ კაცია, ეგეთი როლით, ეგეთი სტატუსით. თუმცა, სანამ თავის თავს ჰაერში იპოვიდა, მანამდე კიდევ ერთი პენალტი დაიდო, ამჯერად იამალი წააქციეს და ლევანდოვსკიმ ისევ ზუსტად შეასრულა – 4:3.
მერე კი შეუძელებელი გახდა პსჟ და გულწასული უნაი ემერი არ გახსენებოდა ადამიანს. ბევრი რამის გამო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერიკ გარსიას გოლის გამო, ჩაწოდებაზე უკვე ეტყობოდა რომ ამ მომენტს გოლი მოჰყვებოდა, მაგრამ იქ, იმ ადგილზე თუ გარსია გაჩნდებოდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ისე როგორც წლების წინ ვერ დავიჯერე სერჟი რობერტო. ოთხით ოთხია ანგარიში და ანხელ დი მარია გადის ერთი-ერთზე, ამას უკვე დე-ჟა-ვუ აღარ ქვია, დი მარიამ დროში იმოგზაურა და მაინც ვერაფერი შეცვალა, ახლაც ისე მოეცარა ხელი, როგორც მაშინ, ახლაც ისე ვერ დასვა წერტილი, როგორც მაშინ, ახლაც ისე დაისაჯა, როგორც მაშინ.
მერე კიდევ ამოარტყეს..
გასწი მერანო!
ცენტრში შეიწია და მეკარისგან ახლო კუთხეში გაუშვა, სწორი პაუზით, ზუსტად მაშინ, როცა მცველი დაფარებას ცდილობს და სივრცე რჩება ბურთის გასაძვრენად. მარკ ოვერმარსი იყო ამის ოსტატი, აგერ, რაფინიასაც სცოდნია.
ასეთ გამარჯვებას სულ სხვა სიმაღლეზე აჰყავს გუნდი. ალბათ იმიტომ, რომ მოგებულ ომს წააგავს, ომში გამოწრთობილი ხალხი კიდევ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულად ერთგულია.
სიმართლე რო ვთქვათ 4-2-ზე ფლიკსაც დაეკარგა ის მცირე იმედიც კი, რომ თამაშს გადაარჩენდნენ. 4-3-ზე კი ისევ წამოხტა სკამიდან და კაი შეცვლებიც გააკეთა.
რაფინიაზე ამეების წერა და პედრიზე – არაფრის, უბრალოდ დანაშაულია.
ფეოლა ერთი მთალიანი სტატია მიუძღვენი რა მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველს.
არანაკლებ გასაყიდად გამზადებული იყო ჩვენი ბიჭი ფანების მიერ, არავისზე ნაკლები ტანჯვა გადაიტანა ტრავმების გამო და უბრალოდ წარმოუდგენელია ამდენი ხანი უტრავმოდ, მატჩის ბოლომდე შეუსვენებლად და ნუ თავისი გენიალურობით ხო თამაშობს და თამაშობს.
პედრიზეც გვეთქვა რამე რა იქნებოდა
ეს არის გერმანული მენტალიტეტი, არასოდეს დანებდე !
ფლიკ კაცების კაცი ხარ !
არ არსებობს მწვრთნელი ვინც წლის დასაწყისში აი ამ გუნდს ჩაიბარებდა და ასეთ შედეგებზე გაიყვანდა და გუნდიდან გასაგდებად გამზადებულ რაფინიას აქცევდა მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო ფეხბურთელად !
ამ თამაშის ბოლომდე ყურება რომ შევძელი ვამაყობ, სასწაული მატჩი იყო, უამრავი შეცდომით და სწორედ ამან გახადა თამაში ასეთი დიდებული. რაფინია როგორც ყოველთვის ვამბობ ჩემი კაპიტანიიი!!!🥂🥂❤️
"შეხედავ ამ კაცს და გამარჯვებულს ხედავ, ფეხბურთს რომ თამაშობს, მისთვის უკვე გამარჯვებაა" რაფინია სიზიფი. ბრავო რაღახ ეპიკურ საგმირო მოთხრობას გავდა თამაში. როგორ მივქარე რომ დავიძინე.
არაუხოს თამაში იყო ცუდი
გილოცავთ ყველას❤️❤️❤️ აი როგორც არასდროს ისე მჯეროდა ქამბექის. კაროჩე ბილეთი მეწერა ლამინის გოლი,ლევანას გოლი,რაფინიას გოლი,ბარსას მოგება და 4.5 მეტი გოლი:)))) მარტო ლამინის გოლი დამაკლდა:)))
60 წუთზე კი ცოცხალზე დავდე 15$ რაფოს დუბლი და ბარსას მოგება🤣🤣🤣🤣
კიდე ერთი ბილეთი მიწერია 25$ იქ ლამინის ასისტი,ლევანას გოლი,რაფოს გოლი 4,5 მეტი გოლი, ბარსას მოგება. ატლეს მოგება,ლივეს მოგება, ხვალინდელი დარჩენილი მაქ მილანის მოგება,ინტერის მოგება,ბაიერნის მოგება:)))
შვილის დაძინებაში მეც ჩამეძინა 🙂
3:1 იყო ანგარიში და აბა ჰანს თუ ივაჟკაცებ-თქო ვფიქრობდი.
უვაჟკაცია.
თამაშის დროს კომენტარების კითხვა: მაგრად მიყვარს, ძალიან კარგად ხუმრობს რამდენიმე…
მაგრამ ეს პანიკიორი ტიპები, კომენტარებში თავიანთ ფსიქიკას რომ ავლენენ კი არის დამღლელი და ბოლო პერიოდი აღარ ვკითხულობ ხოლმე.
მეტი დადებითი ხედვაა საჭირო დებო და ძმებო.
ფეხბურთი სიამოვნებაა, მითუმეტეს ბარსელონას ნამდვილი გულშემატკივრები მაგიტომ ვართ! და ფლიკის ბარსა როგორც იქნა იმ თამაშს და სულს აჩვენებს რაც ჩვენ ასე გვიყვარს…
პ.ს. არ გაეგდოთ პირველივე ტაიმში ფეხბურთელი, მონაკოც ძირს იქნებოდა დაგდებული 🙂
მადლობა სტატიისთვის ფეოლა!
ბოდიში მაგრამ ბარსას დაცავაში ყველაზე ცუდი კუბარსი???😀 3 გოლისომენრის თამაშგარე ხაზში გორილა იყო ჩარჩენილი მთელი თამაში არაუხოს აკონტროლებდა 17 წლის ბავშვი