“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის თასის 1/16-ფინალში “ბარბასტროს” სტუმრად განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანია. ახალი წლის ასეთი დასაწყისი გვჭირდებოდა.
დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეტოქეს არანაირი შანსი არ დავუტოვეთ.
არაუხომ სერიოზული ტრავმა მოირჩინა. მეორე ტაიმში მუდმივად ვესაუბრებოდი, შეეძლო თუ არა 90 წუთი თამაში. საბოლოოდ, ასეც მოხდა და მან სრულად ითამაშა. რონალდი ჩვენი ერთ-ერთი კაპიტანია. ის ძალიან მომწონს.
ტონი ფერნანდესი, რა თქმა უნდა, ნამდვილად დიდი ტალანტია. მან უშიშრად ითამაშა. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მისი დაბრუნება შესანიშნავია.
ფატის მარცხენა გარემარბად ვხედავ. მირჩევნია, მან ამ პოზიციაზე ითამაშოს, ვიდრე ცენტრში.
რაფინიას გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მან დღეს ივარჯიშა, მაგრამ მისი დასვენება გადავწყვიტეთ.
ვფიქრობ, ლამინ იამალი ესპანეთის სუპერ თასზე სათამაშოდ მზად იქნება.
"დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეტოქეს არანაირი შანსი არ დავუტოვეთ."
არც მეტოქეს და არც შჩესნის რო რამე ეჩვენებინა.
ფრენკის უშვებენ მგონი და კონტრაქტს ვინ გაუხანგრძლივებს. თუ ხელფასის დაკლებაზე ამბობ არამგონია დაიკლოს.
ხო რავი ზუსტად არავინ იცის უშვებენ თუ არა და თუ დარჩა მერე უფასოდ წავა და მაგას ჯობია გაუხანგრძლივონ და გაყიდონ
ჰოდა იმედია ტონი ფერნანდესი თავის სათამაშო დროს მიიღებს და პირველ გუნდთანაც უკეთესად ადაპტირდება
ფრენკის უშვებენ მგონი და კონტრაქტს ვინ გაუხანგრძლივებს. თუ ხელფასის დაკლებაზე ამბობ არამგონია დაიკლოს.
ოლმოს და ვიქტორის მერე 4 კონტრაქტია გასაფორმებელი. არაუხო, პედრი, დე იონგი და ზაფხულში იამალი. დეკო არ ვიცი რამდენად მოაბავს თავს. ფაქტია ალემანის წასვლის მერე ლაპორტა ვერაფერს აკეთებს. იმის დროსაც იწერებოდა ხოლმე რო ვერ დაარეგისტრირებენ ფეხბურთელებსო მარა ესპანეთის ფედერაციასთანაც ქონდა იმ კაცს კონტაქტები და აგვარებდა რა. მახსოვს დაიწერა ალემანის შესთავაზეს რაღაც პოზიცია ფედერაციაშიო