ბარსელონას 17 წლის ფეხბურთელმა, პაუ კუბარსიმ კლუბის ისტორიაში საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.
მეკარე: ვიქტორ ვალდესი
მცველები: კარლეს პუიოლი, ჟერარ პიკე, რონალდ კუმანი
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, იოჰან კრუიფი
თავდამსხმელები: ლიონელ მესი, რონალდო ნაზარიო, რონალდინიო
იამალი ლევანა რაფინია ამ ხალხზე დგას გუნდი და ყვერან ტორესი შემოდის თუარა ირღვევა ჯაჭვი და ###ვდება ყველაფერი
რა კაი ვაიბები წამოიღო ამ 4 თამაშმა ))
ძალიან დიდი მადლობა ფლიკს
მეხუმრები შენ რაფინიას რომ ფეხბურთის თამაშს დააწყებინებ ?! ;დდ
ცალკე აღებულს რომ თავი დაანებო, გუნდი მოძრაობს, დარბის, აპრესინგებს და არ ჩერდება
თან ეს ყველაფერი ჩაჯმამდე ტრამვირებულების ფონზე და უტრანსფეროდ
პ.ს ოლმო ყოფილა პიროვნება ;დ მოძრაობებზე ეტყობა რომ კლასის ჯმაა
მშვენიერი არჩევანია. ყოჩაღ პაუ. იმედია პუიოლზე ნაკლებ სახელს არ დატოვებ გუნდში.
ეს შემადგენლობა დატოვა ბართლომეუმ
შტეგენი კარში- პიკე, ლენგლე, დესტი,ალაბა.
ნახევარდაცვა ბუსკეცი, პედრი, დე იონგი
თავდასხმა მესი, გრიზმანი, დემბელე
ძაან ცუდი შემადგენლობა იყო ძაან
lol.gif facepalm.gif
მერე მოვიდა ლაპორტა და მესის იმიტომ აღარ გაუფორმეს კონტრაქტი, რადგანაც ყველა წარმატება მესის მიეწერებოდა და არა ლაპორტას, ჰოდა მაგის ეგო როგორ აიტანდა მაგას ? მაგრამ პირდაპირ ვერ გაუშვებდა და ტებესის ეგ სახელფასო ჭერი მოევლინა მხსნელად. გრიზმანი გაასუხარეს კაპიკებში, ნუ აღარაფერს ვამბობ სხვა რა ###ობებიც აკეთეს.
* * *
Nicolas_
ძალიან კარგად მახსოვს რის გამოც გადადგა,მაგრამ შენ არ გახსოვს ან არ იცი რა მოხდა მანამდე ან არ გინდა მაგის აღიარება, როსელის ეგ თემა ლაპორტას ხალხმა ამოუქექა, მაგის სასტავიდან უჩივლეს. ისევე როგორც არ გახსოვდა რა შემადგენლობა დატოვა ბართლომეუმ wink.gif
ტრავმა აქვს თორემ არაუხოს ალბათ გაყიდიდნენ
დე იონგს მაღალი ხელფასი აქვს
თან კონტრაქტები 2 წელიწადში უმთავრდებათ,ეცდებიან ალბათ გაწურვას ბოლომდე
ლევანდოვსკი ახლა რომ გაყიდოთ 10 მილიონად,მემგონი ჯერ ამორტიზირებული არაა,ასე რომ ეგრევე მინუსშია
რაფინიას ტენიდნენ წიხლით მაგრამ ვერ გატენეს
კუნდეს გაყიდვა შეიძლება თავისუფლად,50-60 მილიონად
პედრი სანამ ჰაიპზეა გასუხარდება თავისუფლად
ბალდე ერთი 30-40 მილიონად მგონია რომ გაიყიდება
უბრალოდ მერე იგივე წრეზე არ უნდა წახვიდეთ
მაგრამ აგერ იამალს 2026 წლამდე აქვს კონტრაქტი და აგენტად ყავს მენდეში,ახლა რა ჰაიპიც ააქვს იამალს და ყოველი მის გადატარებულ ბურთზე რამდენი ემატება,რა ხელფასს მოითხოვს შენი აზრით იამალი?
ან მაგ ხელფასს უკმაყოფილებს ბარსა ან მენდეშის ამბავი რომ ვიცი ტარაკნებს გაუჩენს მალევე თავში
ლა ლიგამ ბევრჯერ დაუხუჭა ბარსას თვალი,ეგერ ბილბაოს პრეზიდენტი პირდაპირ დაემუქრა ტებასს,როგორც კი ბარსა კლაუსას გააქტიურებს ნიკოსასო,მოგი<<ცენზურის დარღვევა>>ავთ დედის ჯიგარს და სასამართლოებში გაგაყოფინებთ <<ცენზურის დარღვევა>>სო
კაი გუნდია, მაგრამ სუარეზს დავაყენებდი ნაზარიოს ნაცვლად.
ვერ ეღირსა ამ გუნდს ნორმალური ბორდი სათავეში რა…
თამადა ვისთანაც ერთად მოვიდა, იმათი დიდი ნაწილი წასულია უკვე კარგა ხანია
ხო ედგნენ სპორტულ პროექტს სათავეში ალემანი-კრუიფი-ხავი
ასეც უნდა დარჩენილიყო
მაგრამ ეს ყვერი თამადა პრაგმატულ და პოპულისტურ გადაწყვეტილებებს შორის ყოველ ჯერზე მეორეს ირჩევს
და მაგიტომაც გაურბის ხალხი
ხან რას მიედებიან და ხან რას
ერთ დღეს ენდობიან ხავის, ორ კვირაში აღარ
ჯერ უნდათ გუნდოგანი და ნახევრადაცვის მთავარი კაცია
ხანაც არ გვჭორდება თურმე საერთოდ
ვიტორა როკეს იუთუბზევე რომ ეტყობოდა ახალი კეირისონი იყო,
მაგრამ არა, აქაც ენდრიკს ხომ არ შეარჩენდა რეალს, 30 მილიონი რა მოხდა მერე, კი არ გვიჭირს 
ზუსტად თვენახევარში დადასტურდა რომ ყვერია ბატონი როკე და აღარც გააკარეს მას მერე მოედანს 
ეხლა იჯარით მიდის წაიყვანს ბეტისი და მე თქვენ გეტყვით კია ჩვენი თამადა იმის ღირსი, მეოთხე ადგილზე გასასვლელი ქულა წაართვას როკეს გოლმა ბეტისიდან:დდ
ხო ნუ საყრდენი რომ არის საჭირო წამალივით, მაგაზე მთელი ზაფხულია ქვიშაში თავი აქვთ ჩაფლული დეკოს და თამადას
ჩამშლელის გარდა ყველაფერზე იწერება იმენა 
სამწუხაროდ ამ გუნდის მენეჯმენტი წინასწარ გაწერილ პროექტს ან თუნდაც ბუნდოვან გეგმას კი არა, ცირკს და ბალაგანს უფრო გავს
ნიკო გონსალესის გამოსასყიდი არის 60 მილიონი და მაგის გადახდას აპირებს ლივერპულიო. არ მგონია მთლად რეალური ინფო მარა მაგრად უბერავს ეგ ბიჭი და %40 ჩვენია მომავალი ტრანსფერიდან. წესით რამე ნორმალური ფული შეგვხვდება მომავალში
მაიამი ბოლო გუნდიაო თქვა უკვე რამდენჯერმე, ეგ ჭორები სულ იქნება ბარსაზე და გვარდიოლაზე სანამ ითამაშებს მესი, აბა რა აკეთონ ჭორიკანა ჟურნალისტებმა მეტი, მითუმეტეს რო სიტიში წასვლა თუ უნდოდა კი გადავიდოდა შარშან ზაფხულში უფასოდ.
რამდენი ინფო ვნახე და მესი შეილება სიტიში გადავიდეს იჯარით და გუარდიოლაც არ არისო უარზეო და მაგრა გაასწორებს თუ გადავა ლეო მაგრამ თვითონ არიზამს ასე მგონია
რაც კი მომისმენია ამ რუბრიკიდან ალბათ ერთერთი ყველაზე სრულყოფილი თერთმეტეულია ზედმეტი სიმპათიების გარეშე
კაპიტანი პუიოლი რათქმაუნდა😎
აქვს ამ ბიჭს ნამდვილად გემოვნება 🫠ჩვენი მომავალი 🤤