workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი მალიორკასთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკი მალიორკასთან მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “მალიორკასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ვაცნობიერებთ, რომ “ლას პალმასთან” წაგება ჩვენი ბრალი იყო. დინამიკა ჩვენი შესაცვლელია.

კარგია, რომ ნოემბერი დასრულდა და უკვე დეკემბერში ვართ. გუნდმა აქამდე ბევრი გააკეთა, მატჩებში დომინირებდა და ბევრ მომენტს ქმნიდა. კარგია, რომ შანსეს ვქმნით, თუმცა ცუდია, რომ მათი გამოყენება გვიჭირს. 

ვიმედოვნებ, დეკემბერი უკეთესი იქნება. წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს. უნდა ვიბრძოლოთ და ტიტული მოვიგოთ.

როდესაც მატჩი დაძაბული ხდება, გოლებს არ უნდა ვუშვებდეთ. კარი ერთიანი ძალებით უნდა დავიცვათ.

მნიშვნელოვანია, რომ შეტევაზე ვკონცენტრირდეთ. ხვალ შესაძლოა, სულ 2-3 შანსი გვქონდეს და ისინი უნდა გამოვიყენოთ.

მსაჯების გადაწყვეტილებები შედეგებზე გავლენას არ ახდენს. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. როდესაც კარგად თამაშობ, მატჩსაც იგებ. მსაჯების ქმედებები გადამწყვეტი არაა, ამის გასამართლებლად გამოყენება არ მინდა. 

ლაპორტა ვარჯიშს დაესწრო, ეს პირველი შემთხვევა არაა. მას ცერემონიის ბრწყინვალედ ჩატარება მივულოცე, ყველაფერი იდეალურად იყო ორგანიზებული.

ოლმო ხვალ თამაშისთვის მზადაა.

არაუხოს მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. ის დაბრუნებასთან ახლოსაა.

როგორც აქამდე არაერთხელ ვთქვი, ინიაკი პენია ჩვენი ძირითადი მეკარეა.

არ ვფიქრობ, რომ მოგების ჟინი დავკარგეთ. გუნდში მონდომებას, ბრძოლისა და ბურთის მოპოვების წყურვილს ისევ ვხედავ.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (45)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 17 აგვ 2025, 16:05
    #45

    არაუხოს ყურება მოგვიწევს ამ სეზონში

  • nika 54
    schedule 15 აგვ 2025, 19:23
    #44

    მოკლედ დანა ზურგშიო რო იტყვიან ისე მოგვივიდა ინიგოს ამბავში. ვინ უნდა ითავოს დაცვის ლიდერობა აზრზე არა ვარ, არაუხო რო მაგონდება ცუდად ვხდები. რა მოგველის ღმერთმაც კი არ იცის.

  • Lasha Mamuladze
    schedule 15 აგვ 2025, 18:02
    #43

    Flying Dutchman,
    ცუდად არ გამიგო მეგობარო და დიდი უნამუსობა იქნება ამის დადანაშაულება რამეში, კი ვხედავთ როგორც ექცევიან ბარსელონას და მაინც როგორ მედგრად არიან, ეს ფლიკის დამსახურებააა ძალიან გაძლიერდნენ მენტალურად, რაც მეტწილად დღევანდელი ფეხბურთის წარმატების მთავარი გასაღებია…

  • Flying Dutchman
    schedule 15 აგვ 2025, 17:36
    #42

    ეს სეზონი როგორც არ უნდა წავიდეს ამ კაცის საწინააღმდეგოდ ხმის ამომღები მე არ ვარ

  • nika 54
    schedule 22 აპრ 2025, 17:21
    #41

    ისევ ტებასის ახირება, სამუშაო დღეა და ყველა თამაში უნდა გაიყიდოს ტელევიზიისთვის, ვინაიდან 9 საათზე ვალენსია-ესპანიოლი თამაშობენ ამიტომ მისი დამთავრების შემდეგ დაიწყება ბარსა-მალიორკა.