workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიაკი პენია საუკეთესოთა შორის

ინიაკი პენია საუკეთესოთა შორის

“ბარსელონას” კარის დარაჯი ინიაკი პენია მშრალად შენახული კარის სტატისტიკის მხრივ ლა ლიგის საუკეთესო მეკარეებს შორის შედის იმის მიუხედავად, რომ მას კონკურენტებზე ბევრად ცოტა თამაში აქვს ჩატარებული.

პენია “ბარსელონას” კარში მას შემდეგ ვიხილეთ, რაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო. 25 წლის მეკარემ ლა ლიგაში 6 თამაშის ჩატარება მოასწრო და კარი მშრალად უკვე 4-ჯერ შეინახა.

ესპანეთის ჩემპიონატის განვლილ 11 ტურში საუკეთესო შედეგი კარის მშრალად ხუთჯერ შენახვაა. ეს “რეალ სოსიედადის” მეკარემ, ალექს რემირომ მოახერხა, რომელმაც თერთმეტივე შეხვედრაში ითამაშა. მეორე ადგილზე ინიაკი პენიაა, რომელსაც მოსდევენ: აგირესაბალა (8 მატჩში 4 მშრალი თამაში), ობლაკი (10, 4), ნილანდი (11, 4), სილვა (11, 4), გრეიფი (8, 3), კურტუა (9, 3), გასანიგა (11, 3), ერერა (11, 3).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    schedule 02 ნოე 2024, 16:30
    #8

    თითქოს ცუდი არაა, მაგრამ ისეთ რაღაცებს აკეთებს ხოლმე მოედანზე მეშინია, გამოსვლებიც ძალიან სარისკო აქვს და პასებშიც ბევრი წუნი.

  • Bakero
    schedule 02 ნოე 2024, 00:07
    #7

    ყველაფერი პენიას ხელშია ! მსოფლიოში საუკეთესო მეკარეების მწვრთნელი ტონი ტაპალოვიჩი ჰყავს და რაც მთავარია ფლიკი ! ასე რომ ღმერთისგან ბოძებული შანსი აქვს

  • nika 54
    schedule 01 ნოე 2024, 14:49
    #6

    და სანამ ფასი აქვს რო გაგვეყიდა არა?

  • დავიბარსა
    schedule 01 ნოე 2024, 12:31
    #5

    ყველა მოთამაშისთვის აუცილებელია რომ იცოდე გენდობიან, თვითდაჯერებული ხდები, განსაკუთრებით მეკარისთვი! ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გოლად იქცეს.
    პენია მგონი ცუდად არ იყენებს თავის შანს, რეალთან და ბავარიასთან ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, ვნახოთ მთელი სეზონი წინა!

  • mari
    schedule 01 ნოე 2024, 11:22
    #4

    heart_eyes რატომღაც მგონია, რომ ტერ-შტეგენს 1 წლის შემდეგ ცოტა სანერვიულო ამბები დახვდება!!!
    სათადარიგოები ყოველთვის მსგავს "ჩეპეს" ელოდებიან, პენიას შემართებაც ამას მაფიქრებინებს, და + ის ფაქტორიც ბევრს ნიშნავს, რომ ფლიკი ენდო და მეკარის ყიდვა არ მოითხოვა!!! ანუ, პენიას საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების დრო აქვს, თანაც საკმაოდ ხანგრძლივი და ეს თუ ვერ გამოიყენა, დარჩება სამუდამო სათადარიგოდ!
    იმედია ჭკვიანია და თავისი კარიერის გადამწყვეტ მომენტში არ ჩაფლავდება, თანაც ფლიკი ჰყავს, ეს მისთვის დიდი "ფორაა"!!!
    "ლა მასიელო", გისურვებთ წარმატებას!!!
    პ.ს. ეს წყნარი და თავმდაბალი ბიჭი ძალიან მომწონს და რატომღაც მეიმედება!!!!!!!

  • Jorkaeff
    schedule 01 ნოე 2024, 10:44
    #3

    მეორე ადგილზე ინიაკი პენიაა, რომელსაც მოსდევენ…
    ანეკდოტია რა. ფლიიიიკ შენ ნადირო…

  • La Pulga10
    schedule 01 ნოე 2024, 08:48
    #2

    ფუტსალის მეკარეა,მარა იქნება დააყენონ რამე ამისგან.

  • Johan Cruyff 14
    schedule 01 ნოე 2024, 08:37
    #1

    პენია დასატოვებელია