დღეს საღამოს პარიზში France Football-ის 2023/24 წლების სეზონის დაჯილდოება გაიმართება.
გამარჯვებულები ათ ნომინაციაში გამოვლინდებიან და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, “ბარსელონას” წარმომადგენელი არაერთ კატეგორიაში ჰყავს და დიდი ალბათობით ყველაზე მეტ ჯილდოს სწორედ კატალონიელები მიიღებენ.
მთავარ ჯილდოს, “ოქროს ბურთს” რომ “რეალ მადრიდის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ვინისიუსი მიიღებს, ეს უკვე გარკვეულია. “ბარსელონას” მხრიდან ნომინანტებს შორის ლამინ იამალი და დანი ოლმო მოხვდნენ, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მათ შანსი არ აქვთ.
სამაგიეროდ თითქმის გარანტირებული გვაქვს “ოქროს ბურთი” ქალებში. გასულ სეზონში ოთხივე ტიტულის მომგებ “ბარსელონას” ყველაზე მეტი, 8 კანდიდატი ჰყავს, მათგან გამოკვეთილი ფავორიტი კი ჯილდოს მოქმედი მფლობელი აიტანა ბონმატია. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, “ბარსელონა” ქალების “ოქროს ბურთს” ზედიზედ მეოთხედ მოიგებს. არცერთ სხვა გუნდს ერთზე მეტი მოგება არ აქვს.
გამოკვეთილი ფავორიტი გვყავს რაიმონ კოპას სახელობის ჯილდოზეც. სეზონის საუკეთესო 10 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის ლამინ იამალი და პაუ კუბარსი მოხვდნენ. გასაკვირი იქნება, ჯილდო იამალმა რომ ვერ მოიგოს. ეს იქნება ბოლო 4 წელიწადში მესამე შემთხვევა, როდესაც კოპას ჯილდო “ბარსელონას” ფეხბურთელს შეხვდება. 2021 და 2022 წლებში აღიარება წილად პედრისა და გავის ხვდათ. “ბარსელონა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც კოპას პრიზი ერთზე მეტჯერ მოუგია.
“ბარსელონას” ქალთა გუნდმა გასულ სეზონში ოთხივე ტურნირი მოიგო და გასაკვირი არაა, რომ წლის საუკეთესო ქალთა გუნდის წოდებისთვის ბრძოლაში ფავორიტია. ამის გათვალისწინებით ლოგიკურია, რომ ქალთა ფეხბურთში წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის გასულს სეზონში “ბლაუგრანას” დამრიგებელი ხონათან ხირალდესი იბრძვის.
მართალია, მთავარი პრიზი “ბარსელონას” წარმომადგენელს არ შეხვდება, მაგრამ დიდი შანსია, კატალონიელებმა ათიდან 4 ჯილდო დაისაკუთრონ (საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო ქალების გუნდი, საუკეთესო მწვრთნელი ქალთა ფეხბურთში), რაც საუკეთესო შედეგი იქნება.
ჩვენთვის მთავარი ამბავი კი ისაა, რომ წლის ათ საუკეთესო მეკარეს შორის გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.
ზუსტად ძმაო. ფეხბურთს 20 წელზე მეტია ვუყურებ და რონალდინიო მიყვარდა ოჯახის წევრივით. როგორ შეიძლება რასისტი ვიყო. აფრო ამერიკელი ბრატებიც მყოლია. პროსტა ეგ პიროვნება გინდ შავკანიანი იყოს გინდ აზიელი მაგის წარმოშობის გამო კი არ მივაყენებ შეურაცხყოფას, მაგის ქცევებიდან გამომდინარე
ბოლო ბოლო პელე იყო შავი და ხალხი სიყვარულით ფეხბურთის მეფეს ეძახდა, და განა მოედანზე არ უხეშობდა? მაგრამ ყველაფერი დაშვებულ ნორმებში. აი ეს სად გაჩნდა რონალდინიოს შემდეგ ეს უროდი როგორ გააჩინეს ბრაზილიელებმა და გინდაც სულ მთლად თეთრი ყოფილიყო ამდენ უზრდელობას ვინ აპატიებდა.
კუბარსი უფრო იმსახურებდა მეორე ადგილს ვიდრე სხვა ტოპ 5იდან -_-
წარმატენებუ გიოს და ბარსას
გიულერი მეორეზე რანაირად მოხვდა )) 5 10 წუთით თამაშობდა ტიპი ))
ამაზზრზენი ადამიანია პირდაპირ, და მერე მედიას დაუჯდება წინ და ნიანგის ცრემლებს გადმოყრის…