workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკი, პედრი და ჰანსი ფლიკი საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვიან

რობერტ ლევანდოვსკი, პედრი და ჰანსი ფლიკი საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვიან

ლა ლიგამ ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელობის, ახალგაზრდა ფეხბურთელობისა და მწვრთნელობის კანდიდატები დაასახელა. მიმდინარე თვეში ნაჩვენები თამაშისა და დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ “ბარსელონას” წარმომადგენელი სამივე ნომინაციაში ჰყავს.

ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის რობერტ ლევანდოვსკი იბრძვის, რომლის შედეგებიც, ჯერჯერობით, უკონკურენტოა. “ბარსელონას” პოლონელმა თავდამსხმელმა ორ მატჩში თავი 5 გოლით გამოიჩინა. მისი მეტოქეები არიან ანტუან გრიზმანი (1 ასისტი), მიკელ ოიარსაბალი (1 გოლი, 1 ასისტი), ვინისიუსი (2 გოლი) და ალექს ბერენგერი (1 გოლი, 3 ასისტი).

თვის საუკეთესო 23-წლამდელი ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის პედრი, რომლის კონკურენტებიც კამავინგა, ვიტორ როკე, სუჩიჩი და ბარიოსი არიან.

თვის საუკეთესო მწვრთნელობისთვის კი ჰანსი ფლიკს კარლო ანჩელოტი და იმანოლ ალგუასილი შეეჯიბრებიან.

თქვენი რჩეულისთვის ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 24 ოქტ 2024, 01:03
    #4

    წესით სამივე ნომინაციას მოვიგებთ

  • JustBarcaLover
    schedule 23 ოქტ 2024, 21:49
    #3

    შემადგენლობები დაიდო პენია დგება კარში დავიღუპეთ

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 23 ოქტ 2024, 21:11
    #2

    ვაიმეეე რადროს ესააა უნდა დავადუღოთ გერმანელები დღეს. მიდით რა დამაჯერებლად გაუბამბალოთ და გავუშვათ უკან

  • nika 54
    schedule 23 ოქტ 2024, 20:22
    #1

    და 23 წლამდელებში 17 წლის იამალს შანსი არა აქვს? ლევანდოვსკი და ფლიკი კი უკონკურენტოები არიან.