workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟიულ კუნდეს საიუბილეო მატჩი

ჟიულ კუნდეს საიუბილეო მატჩი

“სევილიასთან” გუშინ გამართული შეხვედრა (5-1) “ბარსელონას” მარჯვენა მცველისთვის, ჟიულ კუნდესთვის საიუბილეო აღმოჩნდა. ფრანგმა “ბარსელონაში” მე-100 მატჩი ჩაატარა.

კუნდე “ბარსაში” უკვე მესამე სეზონს ატარებს. “ბლაუგრანამ” ის 2022 წლის ზაფხულში “სევილიადან” დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელის ოფიციალური დებიუტი ამავე წლის 28 ივლისს “ვალიადოლიდთან” სახლში გამართულ შეხვედრაში შედგა. ჟიული ჰანსი ფლიკის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა – მან მიმდინარე სეზონის ყველა მატჩში (12) მიიღო მონაწილეობა, სასტარტო შემადგენლობაში კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ იყო.

კუნდე “ბლაუგრანაში” ცენტრალური მცველის ამპლუაში გადმოვიდა, მაგრამ უკვე დიდი ხანია კატალონიელთა დაცვის მარჯვენა ფლანგს ამაგრებს. მის აქტივში “ბარსაში” 4 გოლი და 11 ასისტია.

კუნდე ფრანგ ფეხბურთელებს შორის “ბარსელონაში” ჩატარებული მატჩების რაოდენობით ახლა უკვე მე-8 ადგილს იკავებს. მასზე წინ ერიკ აბიდალი (193), უსმან დემბელე (185), კლემან ლანგლე (160), სამუელ უმტიტი (133), ლუდოვიკ ჟიული (124), ტიერი ანრი (121) და ანტუან გრიზმანი (102) იმყოფებიან.

კუნდემ საიუბილეო თამაშის შემდეგ განაცხადა:

100-მატჩიან ნიშნულს მივაღწიე და კიდევ 100-ის ჩატარებას ვაპირებ. ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული, დაუვიწყარი იყო – დაბრუნდა გავი და ჩავატარე მე-100 მატჩი.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 23 ოქტ 2024, 21:14
    #12

    მშვენიერია ამ სეზონში, იამალთან ერთად მაგრა ატერორებენ მარჯვენა ფლანგს.

  • Rick Sanchez
    schedule 23 ოქტ 2024, 00:09
    #11

    მბაპე ან ვინი უნდა გაანეიტრალოს ამ კაცმა 26ში.

  • MESSI 2017
    schedule 22 ოქტ 2024, 15:04
    #10

    ციტატა: GRIEZMAN✓™

    ციტატა: Albicelecte
    წარმოგიდგენიათ?! დემბელე 185 და ლენგლე რომ 160 მატჩს ჩააატრებს და იმ გუნდს გრანდი ერქმევა…. კაი დღეშიც იყო scream scream scream


    დემბელეზე 100% ხარ და ლენგლე ორი სეზონი მაგრად თამაშობდა ბოლოსკენ აურია


    პირველ სეზონში გიჟივით იყო ყველა ბურთს ბლოკავდა მარა მერე დაიკიდა ყველაფერი

  • La Pulga10
    schedule 22 ოქტ 2024, 09:55
    #9

    ბაიერნთან და რეალთან მაგრად უნდა იდგეს ეს

  • me da barca
    schedule 22 ოქტ 2024, 01:49
    #8

    გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა და ესპანეთში სამეულში თუ არა ხუთეულში მაინც შედიოდა, დღეს რა დღეშია, ბოლო ადგილოსან ლას პალმასთან წააგო სახლში, რომელსაც 1 მოგებაც კი არ ქონდა დღემდე. ამ მომენტისთვის კი თვითონაა ბოლო ადგილზე. ვალენსიამ იკითხოს თორემ ზაფხულში მამარდა კი უშველის თავს.

  • GRIEZMAN✓™
    schedule 21 ოქტ 2024, 22:51
    #7

    ციტატა: Albicelecte
    წარმოგიდგენიათ?! დემბელე 185 და ლენგლე რომ 160 მატჩს ჩააატრებს და იმ გუნდს გრანდი ერქმევა…. კაი დღეშიც იყო scream scream scream


    დემბელეზე 100% ხარ და ლენგლე ორი სეზონი მაგრად თამაშობდა ბოლოსკენ აურია

  • Barca
    schedule 21 ოქტ 2024, 22:20
    #6

    ცოტა დაცვა საჭიროა ასეთი მაღალი დაცვით ვერ ითამაშებ რეალთან

  • Johan Cruyff 14
    schedule 21 ოქტ 2024, 21:38
    #5

    კუნდე მაგარია 👍

  • me da barca
    schedule 21 ოქტ 2024, 20:23
    #4

    უნამუსო, ყოფილი გუნდი არ დაინდო.

  • Albicelecte
    schedule 21 ოქტ 2024, 20:06
    #3

    წარმოგიდგენიათ?! დემბელე 185 და ლენგლე რომ 160 მატჩს ჩააატრებს და იმ გუნდს გრანდი ერქმევა…. კაი დღეშიც იყო scream scream scream

  • MESSI 2017
    schedule 21 ოქტ 2024, 19:53
    #2

    ისე ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ხომ 90% ლევანასია უკვე ნოემბერში და დეკემბერშიც რო ჩვენ მოგვაგებინა რა მაგარი იქნება 😄

  • Griezzy7
    schedule 21 ოქტ 2024, 19:44
    #1

    მახსოვს კუნდეზე წერდა აქ ხალხი, არაუხო და ქრისტენსენია დასატოვებელი და კუნდე გასაშვებიო. ეს როგორ უნდა გაუშვა გუნდიდან, ტიპი წინა სეზონშიც ძალიან მაგარი იყო. ფუფუნებაა ასეთი მცველი, რომ გყავს რომელიც ცენტრშიც და ფლანგზეც მაღალ დონეზე თამაშობს.

    კიდე მინდა გამოვყო კასადო, რამაგრად გაგვიმართლა რომ ეგეთი ახალგაზრდა ბიჭი გვყავს, აი საერთოდ არ შემეშინდება მომავალში გავი, პედრი ან ფრენკი თუ გამოტოვებენ თამაშს და ეს შემოვა მოედანზე, ძალიან სანდო და სტაბილური ფეხბურთელია, რომელიც კიდე მოუმატებს. რამხელა ძალაა ეგეთი ფეხბურთელი რომ გყავს სკამზე. + ბერნალიც დაბრუნდება, რომელიც ჯერ კარგად ვერ გავიცანით.