ცოტა ხნის წინ UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში გასამართი მატჩების მსაჯები დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობილი გახდა “ბარსელნასა” და “ბაიერნის” შეხვედრის არბიტრის ვინაობა.
“ბაიერნთან” დაპირისპირებას 44 წლის სლოვენიელი მსაჯი სლავკო ვინჩიჩი განსჯის.
ვინჩიჩს “ბარსას” შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ უმსაჯია. ეს 2022/23 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ინტერთან” სტუმრად გამართულ მატჩში მოხდა, რომელიც “ბლაუგრანამ” 0-1 წააგო. სლოვენიელმა არბიტრმა კატალონიელები 9-ჯერ დააჯარიმა და 2 ყვითელი ბარათი უჩვენა.
რაც შეეხება “ბაიერნისა” და ვინჩიჩის კვეთას, სლავკომ “რეკორდმაისტერის” ორ მატჩში იმსაჯა. გერმანელებმა ერთი თამაში მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს. არბიტრმა “ბაიერნის” მოთამაშეები მხოლოდ ერთხელ გააფრთხილა.
ეგაა ხო, დამპალი.
ინტერთან ამან წაგვაგებინა და ჩაგვტოვა ჯგუფში ფაქტიურად.
ყატარის ნაკრებს აბარებენ ჩავის იწერება.
ჩავი იქნებ ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგეს სათავაეში ან ბარსას ან ესპანეთის
ჩავის ფეხბურთელობის დროს არ მიუღია ალბათ იმდენი ყვითელი, რაც მწვრთნელობის დროს.
ეგ არის კი. და ბაიერნთან დემბელეზე პენალი რო არ დადეს ვარის ჯიხურში იჯდა.
ეს ის <<ცენზურის დარღვევა>> არაა ანსუს "ხელზე" გოლი რო გააუქმა თუ პენალტი არ დადო ინტერის კარში?)