ბარსელონას ლეგენდა და ყოფილი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი კლუბის ამჟამინდელ თავკაცს, ჰანსი ფლიკს შეხვდა.
ჩავის გერმანელთან კარგი ურთიერთობა აქვს. ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში კონტაქტზე იყვნენ და შეხვედრაც დაგეგმეს.
“როცა გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ჩავისთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ახლა სიტუაცია განსხვავებულია და მასთან საუბრამდე მოვიცადე. ინიესტას გამოსამშვიდობებელი ღონისძიებით ვისარგებლე და ჩავი ყავაზე დავპატიჟე,” – განაცხადა ფლიკმა.
ჩავიმ ჰანსისთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით: “შენთან შეხვედრა დიდი სიამოვნებაა. წარმატებები, ჰანსი! Visca el Barça! 🔵🔴“

ამ ჩავიმ ჩაცმა ხო ვერ ისწავლა რა.
ბიჭი ქერაა, გერმანელი მეგონა თავიდან, შვილიშვილები ჰყავს ჰანსის დაახლოებით მაგ ხნისა, თუ ცოტა პატარა;
ჩავის ბიჭია, გეგეტიკაში აქვთ ქერა თემბი როგორც ჩანს, მისი ძმაც ქერა და ცისფერთვალებაა
ერთიდაიგივე მწერალი წერს ორივეგან
მაგას მეც ბევრჯერ დავაკვირდი რომ გოალ.გე ხშირად აქედან წაღებულ სტატიებს დებს პირდაპირ დაკოპირებულს
აბა, დროებს დააკვირდი, სად უფრო ადრე დაიდო 🙂
გოლ ჯიდანაა გადმოკოპირებული სამწუხაროდ, ერთი სიტყვაც კი არაა შეცვლილი.
ხავის შვილები არიან
Კარგი ამბავია! Ეს ფლიკზე და ჩავიზე ძალიან დადებითად მეტყველებს, ფაქტია ჩავისთვის გუნდის წარმატებაა მთავარი და არა მისი კარიერული ინტერესები. Ერთია გულში ბოღმას არ იდებდე და მეორეა შენს შემცვლელთან ერთად ყავას სვამდე. 💙❤️ Მეორეს მხრივ ფაქტია ფლიკს და მის აგენტს ჩავის წასვლაზე ზეგავლენა არ მოუხდენიათ თორე ერნანდესი განაწყენებული იქნებოდა. Ჯამში ეს კლუბში არსებულ დადებით გარემოზე მეტყველებს რაც დღითიდღე ეტყობა გუნდს შედეგებში. Წარმატებები viscabarca❤️💙
საინტერესოა ვისი შვილები არიან, რატომღაც მგონია რო ბიჭი გერმანელია გოგო კი ჩავის გავს.
ძალიან აგვიანებთ სიახლეებს,გუშინწინდელი ამბავია.