workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსამ დე იონგისთვის სპეციალური სავარჯიშო გეგმა შეიმუშავა

ბარსამ დე იონგისთვის სპეციალური სავარჯიშო გეგმა შეიმუშავა

“ბარსელონას” ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი სანაკრებო პაუზის პერიოდში სპეციალურად მისთვის შედგენილი სავარჯიშო გეგმით იხელმძღვანელებს.

უკვე ვიცით, რომ დე იონგი ნიდერლანდების ნაკრების განაცხადში არაა, რაც ფეხბურთელს საშუალებას აძლევს, სანაკრებო პაუზა გამოიყენოს და ყურადღება ფიზიკურ გაუმჯობესებაზე გაამახვილოს.

კატალონიური Sport-ის ინფორმაციის თანახმად, ჰანსი ფლიკმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა დე იონგზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა შეადგინეს, რომელიც 27 წლის შუახაზელს დეტალურად გააცნეს. “ბლაუგრანას” მიზანი ამ გეგმის საშუალებით ისაა, რომ საკლუბო ფეხბურთის განახლებამდე ფრენკის სრულყოფილად მომზადება უზრუნველყოს.

დე იონგი ხუთ თვეზე მეტი დროის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ ახლახან დაბრუნდა. მან 162 დღის გაცდენის შემდეგ პირველად “იანგ ბოიზთან” გამართულ მატჩში ითამაშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 03 ოქტ 2024, 21:52
    #5

    ძირითადში მოხვედრა მაინც გაუჭირდება. საყრდენი ეს არაა და პედრიც არამგონია ამოაგდოს

  • Rick Sanchez
    schedule 03 ოქტ 2024, 20:54
    #4

    ფორმაში მალე უნდა ჩადგეს, რომ გუნდს მოერგოს და ფლიკმა მონსტრი დააყენოს მისგან.

  • DesmondHume
    schedule 03 ოქტ 2024, 17:43
    #3

    ციტატა: nika 54
    ჰანსი ფლიკმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა დე იონგზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა შეადგინეს, რომელიც 27 წლის შუახაზელს დეტალურად გააცნეს.
    ეს როგორც ბანკები რო გვთავაზობენ ხოლმე ჩვენზე "მორგებულ" სესხებს?


    Imedia amjerad martla morgebuli igulisxmeba da ara eg

  • nika 54
    schedule 03 ოქტ 2024, 17:04
    #2

    ჰანსი ფლიკმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა დე იონგზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა შეადგინეს, რომელიც 27 წლის შუახაზელს დეტალურად გააცნეს.
    ეს როგორც ბანკები რო გვთავაზობენ ხოლმე ჩვენზე "მორგებულ" სესხებს?

  • JustBarcaLover
    schedule 03 ოქტ 2024, 15:09
    #1

    ცოტა დრო დასჭირდება რო ტაქტიკას და სქემას მოერგოს აშკარად ქიმია არააქვს ჯერ რო შემოვიდა უაზროდ მოძრაობდა