Jijantes-ის ინფორმაციით, ჰანსი ფლიკი დღის უდიდეს ნაწილს სავარჯიშო ბაზაზე, თავის ოფისში ატარებს, რომელიც მის “ბუნკერად” იქცა. ქომაგები, რომლებიც ადგილზე ფეხბურთელების სანახავად მიდიან, გაკვირვებულნი არიან, რადგან ისინი გერმანელის ობიექტიდან გამოსვლას ყოველთვის ხედავენ, მაგრამ შესვლას – ვერასდროს. ჰანსის ბაზაზე ძალიან ადრე მისვლა უყვარს, ზოგჯერ 3-4 საათით ადრეც კი.
კატალონიურმა კლუბმა ფლიკს მანქანა მისცა, თუმცა, პირდაპირს სახლში წასვლის ნაცვლად, გერმანელი სავარჯიშო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობს, მანქანას მთავარ შესასვლელთან ახლოს აყენებს და ფანებს ავტოგრაფებს ურიგებს. “არ გამომყვეთ ხოლმე, ეს სახიფათოა. ავტოგრაფებისთვის ყოველთვის ამ ტროტუარზე გავჩერდები,” – უთხრა ჰანსიმ გულშემატკივრებს.
რამდენიმე მოთამაშე ფლიკის მუშაობით გაკვირვებულია. ის ხშირად ფეხბურთელთა ფიტნესს ყოველდღიურად ამოწმებს, თავის ტრავმირებულ შეგირდებს რეაბილიტაციის პროცესზე ეკითხება და მათი მდგომარეობით ინტერესდება.
ფლიკმა პირველ გუნდში ბარსა ატლეტიკიდან ბევრი ახალგაზრდა გამოიძახა, რათა ისინი წაეხალისებინა. მიუხედავად იმისა, რომ მათ კორდობასთან ფლეიოფის ფინალი წააგეს, გერმანელმა ახალგაზრდა მოთამაშეებს შესანიშნავი სეზონის ჩატარება მიულოცა.
ჰანსიმ იცის, რომ საკუთარი ფეხბურთელები თავისი მეგობრები არ არიან და ამას არც ცდილობს, მაგრამ მას სურს, დარწმუნებული იყოს, რომ გუნდი ყოველთვის ერთიანია.
ამერიკული ტურნეს დასრულების შემდეგ, კატალონიაში დაბრუნებისთანავე, ფლიკი თავის ახალ სახლში მივიდა და მეზობლები მაშინვე გაიცნო. ისინი გერმანელის კეთილშობილებით სასიამოვნოდ გაკვირვებულნი იყვნენ.



კუნდე-კუბარსი-ინიგო-ბალდე
პედრი-კასადო
იამალი-ტორე-რაფინია
ლევანდოვსკი
არანაირი როტაცია 3 ქულა აუცილებელია
ნეტავ მართლა ყოფილიყოოო..
ტერ შტეგენი
კუნდე-კუბარსი-ინიგო-ბალდე
პედრი-კასადო
იამალი-ტორე-რაფინია
ლევანდოვსკი
არანაირი როტაცია 3 ქულა აუცილებელია
მაგარი კაცია რა, იცის თავისი საქმე.
მეზობლებთან ხელცარიელი მივიდა? ასე მშრალად გაეცნო?
ფლიკი კაცი პორვნება
ეს პოლიტიკური რეკლამა მოაცილეთ ამ საიტიდან,თუ გიხდიან ფულის საშოვრად სხვა გზა ნახეთ
რა უნდა თქვა , ეს ისშემთხვევაა როდესაც საკუთარი საქმე იმდენად გიყვარს, შენში ათწლეულების გამჯდარ ჩვევას და წესს, გირჩევნია სიცოცხლე დათმო , ვიდრე გზას გადაუხვიო. ეს უნდა იყვეს ყველა ქართველის მიზანიი და მოტივაციაა, როგორ მინდა ერთ დღესაც ასეთ ქვეყანაში გავიღვიძოთ ყველამ, თუმცა ეს თავისით არ მოვაა, ჩვენ თვითონ საკუთ თავთან უნდა ვიყოთ პირველრიგში მომთხოვნნი და დაჯნდობელნი. ერთ დღესაც ეს აუცილებლად მოხდება და თაობების ოცნებას ხორცი შეესხმევა მჯერა. ჰანსს კი მადლობა, ალბათ მთელ მსოფლიოში, ძალიან ბევრი მომავალი სპორტსმენის ინსპირაციაა და არც იცის. პროფესიონალიი!!!
Swori menejmenti, ndoba, cota gamartleba da es epoqas sheqmnis barcelonashi
RESPECT
დეიონგი იანგ ბოიზთან განაცხადში იქნებაო და ნეტა მართალია ერთი ოლმო და გავიც დაბრუნდნენ ცოტა ამოვისუნთქებთ. არაუხო კრისტენსენიც რო დაბრუნდებიან მერე სხვა თამაშები იქნება ვაფშე
მწვრთნელი
MESSI 2017, marjvena wingeria toni fernandes
იმ ბავვს როდის მიცემს შანსს ნეტა სკამზე რო დაადგა ფეხი რა პოზიციაა არ მახსოვს ის მაკრატ3ლაც მაგან გაიტანა მგონი ბ გუნდში