“ბარსელონას” ყოფილი მეკარე კლაუდიო ბრავო მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ “ბლაუგრანაში” შესაძლო დაბრუნებაზე მიანიშნებს.
ბრავომ 41 წლის ასაკში კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, მაგრამ ის დაბრუნების მზაობას გამოთქვამს, თუ კატალონიური კლუბი დაუკავშირდება.
თუ “ბარსელონა” დამირეკავს, მზად ვიქნები.
– ციტირებს ბრავოს სიტყვებს winwin.
ბრავო “ბარსაში” 2014-2016 წლებში ირიცხებოდა და ერთ დროს გუნდის პირველ მეკარედაც მიიჩნეოდა. მან “ბლაუგრანას” მაისურით 75 მატჩი ჩაატარა და 8 ტიტული მოიგო: 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
6დან 6 თამაში მოიგეს, აქიდან სამი გამანადგურებელი ანგარიშით და მაქსიმუმია მა რა ჩემი ყ*ეა? მონაკოსთანაც წითელი რომ არ მიეღო გარსიას მიაყრიდნენ გოლებს და უშანსოდ მოუგებდნენ ფრანგებს. ბოლო 7 წლის მანძილზე ყველაზე იმედისმომცემად თამაშობენ წელს და მაინც და მაინც ახლა უნდა დაიწყონ მეკარეების გამოზრდა? ჩაამთავრონ სეზონი და მერე უნდათ მეკარე გაუზრდიათ და უნდათ პალმა შუა ნოუ კამპზე.
ყოველთვის იქნება ახალი სეზონი და ბებრების მოყვანას ჯობია გაზრდა.