workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუნდე და ფლიკი მონაკოსთან მატჩის წინ

კუნდე და ფლიკი მონაკოსთან მატჩის წინ

ჟიულ კუნდემა და ჰანსი ფლიკმა “მონაკოსთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

ჟიულ კუნდე:

ფლიკის ძალიან კარგად გვესმის, ზუსტად ვიცით, რას ელის ჩვენგან. ჰანსი ჩვენთან ძალიან ახლოსაა. 

ტურნირის დაწყებისას ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა. ვიცით, რომ ეს რთულია, რადგან ფორმატი შეიცვალა, უფრო მეტი თამაში გვიწევს, თუმცა ჩვენი ამოცანა ბრძოლა უნდა იყოს. გასულ სეზონში მეოთხედფინალში გავედით, წელს კი მეტი გვსურს.

მატჩების რაოდენობასთან დაკავშირებით როდრის ყველაფერში ვეთანხმები. კალენდარი ყოველ სეზონში იზრდება და დასვენებისთვის ცოტა დრო გვრჩება. ფეხბურთელებს, მთავარ მოქმედ პირებს, ყურადღებას არავინ აქცევს. ერთადერთი გამოსავალი გაფიცვაა. ტრავმების რიცხვი მატულობს, რადგან უფრო მეტ ტურნირსა თუ შეხვედრაში ვმონაწილეობთ. მაგალითად, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატით სეზონში მატჩების რაოდენობა შესაძლოა 70-მდე ავიდეს.

ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც, იდეალური არაფერია. სჯობს, თავად გამოსცადო, რომ აზრი გამოთქვა. ახალი ფორმატი უფრო კონკურენტუნარიანია, მეტ გუნდს ეთამაშები, მაგრამ არ ვიცი, ეს უარესია თუ უკეთესი. 

მარჯვენა მცველის პოზიცია ჩემთვის ბუნებრივი არაა, რადგან ცენტრალური მცველი ვარ, მაგრამ გამოწვევები მიყვარს. ჩემთვის მთავარია, მოედანზე მაქსიმალური გავაკეთო.

“მონაკოსთან” “გამპერის თასზე” დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, ისევე როგორც ისინი. რთული მატჩი გველის.

გაფიცვას ორგანიზება სჭირდება. ფეხბურთელთა რამდენიმე კავშირი არსებობს, მაგრამ ჩვენ ერთიანი ხმა გვჭირდება, რომელიც ბევრ ფეხბურთელს წარმოადგენს. ამაზე უნდა ვისაუბროთ და დავაორგანიზოთ.

ჰანსი ფლიკი:

ჩვენ კარგად ვთამაშობთ და ასევე გვსურს გაგრძელება. გუნდის ხარისხი და მონდომება საოცარია, ახალგაზრდებიც შესანიშნავად გამოიყურებიან.

ოლმოს დონის ფეხბურთლის შეცვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ არსებული სიტუაცია უნდა მივიღოთ და მოვიფიქროთ, ვინ დაიკავებს მის ადგილს შემადგენლობაში.

როცა ტონი ფერნანდესმა ჩვენთან პირველად ივარჯიშა, ჯერ კიდვ 15 წლის იყო. მას ბრწყინვალე საფეხბურთო ცოდნა აქვს. ლა მასიით გაოცებული ვარ. 

ფერმინის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ. შესაძლოა, უნდა დაგვეჟინებინა, რომ ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში არ გამოეძახებინათ. 

ანსუ თამაშისთვის მზადაა. მისი ფავორიტი პოზიცია ვიცი, მაგრამ ახლა არ ვიტყვი. ხვალ ნახავთ, სად ითამაშებს ის. 

ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. “ბარსას” მსგავს დიდ კლუბებს ყოველთვის ტიტულების მოგება სურთ და ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ტურნირია. ჩვენ მაღალ დონეზე ვთამაშობთ და საუკეთესოების წინააღმდეგ თამაშისთვის მზად უნდა ვიყოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 22 სექ 2024, 17:46
    #6

    ოლმოს დონის ფეხბურთლის შეცვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ არსებული სიტუაცია უნდა მივიღოთ და მოვიფიქროთ, ვინ დაიკავებს მის ადგილს შემადგენლობაში.
    როგორც ჩანს ვერ მოიფიქრეს.

  • Rick Sanchez
    schedule 19 სექ 2024, 16:42
    #5

    ციტატა: Pirat❤️💙
    ფატის ათიანზე ათამაშებს უეჭველი


    ძალიან საინტერესო იქნება მართლა ეგრე თუ ქნა.

  • Pirat❤️💙
    schedule 19 სექ 2024, 13:29
    #4

    ფატის ათიანზე ათამაშებს უეჭველი

  • walker599
    schedule 19 სექ 2024, 12:41
    #3

    უდიდესი მწვრთნელია ფლიკი, აი ყოველ სიტყვაში იგრძნობა ეგ გვარდიოლა და ანჩელოტი ერთად რო ამუშაო აი ამ გუნდით ვერაფერ შედეგა ვერ დადებდნენ, ფეხბურთელებიც კარგად ხედავენ ფლიკი რა დიდიც არის და მაგიტო მოწონთ ყველას და ღიადაც აფიქსირებენ უკმაყოფილებას თუნდაც ჩავიზე

  • nikusha
    schedule 18 სექ 2024, 22:53
    #2

    ტერ შტეგენი
    კუნდე-კუბარსი-მარტინესი-ბალდე
    გარსია-კასადო
    იამალი-პედრი-რაფინია
    ლევანდოვსკი

    იამალი-ფერან ტორესი
    პედრი-ტორე
    ბალდე-ფორტი
    ლევანდოვსკი-ფატი
    რაფინია-პაუ ვიქტორი

  • PUIOL5
    schedule 18 სექ 2024, 22:36
    #1

    მატჩების რაოდენობაზე რომ წუწუნებენ ერთის მხრივ მართლებიც არიან მაგრამ მეორე მხრივ მაშინ კოლოსალურ ხელფასებზე უარი უნდა თქვან, 30-40 მილიონს რომ იჯენენ ანგარიშზე ეგრე ტყუილა არავინ მიცემთ. ითამაშონ მაშინ 4 -5 მილიონად