“ბარსელონას” ესპანელმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა France Football-თან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
მინდა, ფეხბურთში ჩემი კვალი დავტოვო.
17 წლის ასაკში “ოქროს ბურთის” 30 ფინალისტს შორის ყოფნა და კოპას ჯილდოს მთავარი კანდიდატობა ოცნებაა. ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ, ვინც ამას მიაღწია და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს.
“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრებში რეკორდების მოხსნა ძალიან მახარებს. Golden Boy-სა და კოპას მსგავსი ჯილდოების მოგება პატივი იქნებოდა, მაგრამ ყოველდღიურად განვითარებაზე ვარ ფოკუსირებული.
ბრწყინვალე სეზონი ჩავატარე და ეს ნომინაციები მხოლოდ დასაწყისია. მინდა, მუშაობა გავაგრძელო და ჩემს გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
France Football-ის, გამოცემის, რომელიც “ოქროს ბურთის” ჯილდოს გასცემს, გარეკანზე ჩემი თავის ნახვა დაუჯერებელია. ეს სიურეალისტური შეგრძნებაა, მაგრამ მადლობელი და აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც წინ მელოდება.
მინდა, ფეხბურთში ჩემი კვალი დავტოვო.
კარგია დიდი მიზნები, ასეთებს რეალში მისული ყველა ახალგაზრდ იმეორებს. უნდათ კაპიტნობა და რეალში კარიერის დასრულება და ამ დროს ავიწყდებათ პერესს რო არ უყვარს გუნდს შებერებული ფეხბურთელები, რავიცი ღმერთმა ხელი მოუმართოს სუყველას
მე კი რაღაც ვერ ვიხსენებ მესის ამდენ ინტერვიუებს ზედიზედ და საკუთარი თავისთვის დიდი როლის მინიჭების სურვილს. მე ბედნიერი ვარ ფეხბურთის თამაშით და მიყვარს გამარჯვებები. აი ესენი კი ხშირად ისმოდა მისგან.
მალე გახდები ბარსას უდავო ლიდერი.დროის ამბავია.შენსავით მხოლოდ მესი აღმაფრთოვანებდა
ხოდა უნდა დატოვო კიდეც.
მთლად გამოშტერდა ადმინი რაის შავი ზვიგენის ძალა
ინსტაზე ბარსას ედო ფერანის ფოტო ახალ ფორმაში და შავი ზვიგენის ძალაო აღწერაში ეწერა და დაბლა ხალხი უწერს ვეგეტარიანელი ზვიგენიო😂
Oqro xar <3
"ბრწყინვალე სეზონი ჩავატარე და ეს ნომინაციები მხოლოდ დასაწყისია. მინდა, მუშაობა გავაგრძელო და ჩემს გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო" მხოლოდ დასაწყისიაო, იცის თვითონაც ვის კვალსაც მიყვება. სტაბილურობაა მთავარი პრობლემა თორე ყველაფერი მოდის მერე თავისით.
დაისვენე ბიჭოო დაისვენეე და ჯანმრთელობას გაუფრთხილდი !
უეჭველი დატოვებ ოღონდ სტაბილურობა შეინარჩუნე და ტრამვები არ მიიღო. იმ აჩკარიკას უთხარი დაგასვენოს.