ცნობილია, სად გააგრძელებს კარიერას “ბარსელონას” ყოფილი კაპიტანი სერჟი რობერტო.
რობერტომ კატალონიური გუნდი ცოტა ხნის წინ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. ესპანელი უნივერსალი “ბარსას” პირველ გუნდში, რომელშიც 373 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა, 43 ასისტი გააკეთა და 25 ტიტული მოიგო, 2010 წლიდან ირიცხებოდა.
32 წლის ფეხბურთელი “კომოში” გადადის, რომელსაც სესკ ფაბრეგასი წვრთნის. ის იტალიურ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს.
იხოდება კომოო
ღმერთმა ხელი მოუმართოს.
არც იმ სოლო რეიდს მაგის მერე კლასიკოში რო გააკეთა ბოლო წამზე და მესის რო გაატანინა ზიდანი გამო@@ევებული სახით რო იყურებოდა და კრისწინა
კრისწინა სათადარიგო სკამთან რო შემოღობილია იმას ურტყავდა წიხლს განგრევა უნდოდა, ჰალას მადრიდისტები კი მარსელოს დღესაც ვერ პატიობენ, მაშინ რო არ მოჩეხა და კონტრაზე გაექცა.
2011 ში ლიგის პოლუფინალში შემოუშვა პეპმა ზამენაზე რეალთან,მახსოვს, ბავშვი იყო მაშინ,მალაკასოსი.
ბარსამანიას ადმინისტრაცია და მწერლები ეტყობა ქობულეთში ისვენებენ ზღვაზე და საიტს ამიტო ძინავს 😉😉
არც იმ სოლო რეიდს მაგის მერე კლასიკოში რო გააკეთა ბოლო წამზე და მესის რო გაატანინა ზიდანი გამო@@ევებული სახით რო იყურებოდა და კრისწინა
წარმატებები . რა დაგვავიწყებს შენს გოლს ფერმერებთან და ფაშას გამოყ… სახე