სერჟი რობერტომ მშობლიურ კლუბთან, “ბარსელონასთან” გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა.
ვინ იფიქრებდა, რომ ჩემი ცხოვრების კლუბში 373 თამაშს ჩავატარებდი და მესის, ბუსის, ჩავისა და სხვების მსგავსად პირველი კაპიტანი ვიქნებოდი. კაპიტნის სამკლაურს, ტერ შტეგენთან, კარგ ხელში ვტოვებ.
ფანებთან გამომშვიდობებას მოედანზე ვისურვებდი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ გულშემატკივრების სამუდამოდ მადლობელი ვიქნები მხარდაჭერისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში, რომლებიც დაუვიწყარ მომენტებს მოითვლის. თქვენმა მოთხოვნებმა გამხადა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც დღეს ვარ. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით.
ბედნიერი მივდივარ. ამ 18 წელიწადში მაქსიმუმი გავაკეთე. “ბარსა” არის და ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების კლუბი. ახლა დამშვიდობების დრო მოვიდა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება.
“ლა მასია” კლუბის გულია, სადაც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. თუ ახალგაზრდების ოცნებაც პირველ გუნდში მოხვედრაა, მათ ვეტყოდი, რომ ბევრი იშრომონ და ამის კეთება არასდროს შეწყვიტონ. “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესოა და აქ მოსახვედრად ნებისმიერი მცდელობა ღირებულია.
ჩემი დებიუტი, რომელიც პეპ გვარდიოლას ეპოქაში შედგა, კარიერაში განსაკუთრებული მომენტი იყო. როგორც გულშემატკივარი, ყველა ტიტულს, გოლსა და გამარჯვებას აღვნიშნავ.
ერთი გოლი რომ გამოვარჩიო, ალბათ, “ბატესთან” გატანილ პირველ გოლს ავირჩევდი. ასევე “სანტიაგო ბერნაბეუზე” და პსჟ-თან გატანილ ბურთებს. ეს ყოველთვის მემახსოვრება.
რობერტო “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. ის “ლა მასიაში” 2006 წელს 14 წლის ასაკში ჩაირიცხა, 2010 წლიდან კი პირველ გუნდში გამოდიოდა. სერჟიმ “ბლაუგრანას” მაისურით 373 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 43 ასისტი გააკეთა. მან 25 ტიტული მოიგო: 7 ლა ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა, 6 ესპანეთის თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერ თასი და 6 ესპანეთის სუპერ თასი.
წავიდა ლენგლე წავიდააა..2 დღის წინ.. სრული ტრანსფერი
C.PC5, ჯიგარი ხარ ძია ისიდორე

გვიყვარხარ და ყველაფრისთვის მადლობა სერჟი რობერტოს!
როგორი უჩინარი ფეხბურთელი იყო, მერე ენრიკემ ჩაწია მარჯვენა მცველად და ჰოპ რა უნივერსალი გაიჩითა.
რობერტო, ვასკესი , ხესუს ნავასი კიდე ბევრი. მიყვარს ესეთი სტილის ფეხბურთელები. ბევრ პოზიციაზე რომ შეუძლიათ სტაბილურად თამაში.
დიდებული თაობის ბოლო წევრი ლენგლე დაგვრჩა გასაშვები.
იმ დიდებული თაობის ბოლო წევრმა დატოვა გუნდი 😔😔 აღარაფერი არ რჩება ძველი ბარათიდან
კლასი დიდად არასდროს ქონდა მაგრამ იმას ვერ იტყვის ვერავინ მოედანზე მონდომებას აკლებდა თამაშსო, ბევრი რამე გამოიარა ბარსასთან ერთად რობერტომ, ბევრი ტიტული, უდიადეს ფეხბურთელებთან ერთად გატარებული ამდენი წლები და ორი უდიდესი ეპოქა ბარსას ისტორიაში, გაჭირვებებიც ბევრი ნახა და არეული ცვლილებებიც, უფულობაზე ხელფასის დაკლებასაც არ თაკილობდა, თავისი ადგილი ქონდა ყოველთვის გუნდში და არაფერ ზედმეტზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, სადაც ეტყოდნენ იქ დადგებოდა და რაც შეეძლო თამაშობდა, ესაა მთავარი თორე ყველა კაფუ ან ყველა ზიდანი ვერ იქნება თავთავის პოზიციაზე, მარტო ის გოლი რად ღირს პეესჟესთან, ან ის გარბენი რეალთან მესიმ რომ დააფინიშა, ამის გარდა კიდევ არაერთი ლამაზი მომენტის გახსენება შეიძლება თუ გადავხედავთ. ბოლოს კაპიტნობასაც გამოკრა ხელი ამდენხნიანი ერთგულების ფონზე და მე თუ მკითავთ იცოდა იმ სამკლაურის ფასი რობერტომ. მშვიდობით სერხი
სერჟიმ "ბლაუგრანას" მაისურით 373 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 43 ასისტი გააკეთა. მან 25 ტიტული მოიგო: 7 ლა ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა, 6 ესპანეთის თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერ თასი და 6 ესპანეთის სუპერ თასი.
ესე იგი 25 ტიტულზე 19 გოლი გაიტანა, ანუ ტიტულზე გოლიც არ გამოდის ამ საცოდავს.
მე ძალიან მომწონდა, არც მოედანზე და არც გასახდელში არავის აწუხებდა, მოკლედ მესივით კარიერა გაიკეთა: რისი ნიჭიც ქონდა მაქსიმუმი დადო, ბედნიერად კაპიტანო!
სიტიმ 70 მლნ $ იყიდა ლუის დიასიო! ყ..პორტა შეაჩერდეს ეხლა …ლორმოს
ცუდია გამოსამშვიდობებელი თამაში რომ არ ერგო როგორც სხვებს. მადლობა ყველაფრისთვის 💙❤️
ეპოქის ბოლო წარმომადგენელიც წავიდა.
ახლა კი დროა ახალი, ოქროს ეპოქა დაიწყოს ლა მასია-ს მეთაურობით.
მადლობა კულე
მშრომელი ფეხბურთელი და ბლაუგრანას ერთგული ჯარისკაცი, ვერ გამოირჩეოდა ისეთი დონის კლასით, როგორიც თავის გუნდელებს "ბარსას" პიკში ქონდათ, მაგრამ ამის ფონზე არ იკარგებოდა და სარგებელი ყოველთვის მოქონდა მოედანზე. დიდი მადლობა კაპიტანო.
სამუდამოდ კულე!
გზა დაგვილოცია!!!