11 აგვისტო “ბარსელონას” ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული დღეა. 9 წლის წინ ამ დღეს “ბარსამ” თბილისში “დინამო არენაზე” ითამაშა.
ზუსტად 9 წლის წინ, 2015 წლის 11 აგვისტოს, თბილისში “ბარსელონასა” და “სევილიას” მონაწილეობით ევროპის სუპერ თასის ისტორიაში საუკეთესო მატჩი გაიმართა. დრამატული შეხვედრა, რომელიც 120 წუთი გაგრძელდა, “ბლაუგრანას” გამარჯვებით ანგარიშით 5-4 დასრულდა.
ევროტურნირების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის იმდროინდელ გამარჯვებულებს შორის გაიმართა. ანგარიში მატჩის დასაწყისში ბანეგამ გახსნა, რის შემდეგაც “ბლაუგრანა” მესის (2), რაფინიასა და სუარესის გოლებით 3-ბურთიანი სხვაობით წინ გავიდა. თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ რეიესმა, გამეირომ და კონოპლიანკამ ტერ შტეგენის კარი 3-ჯერ აიღეს და შედეგად დამატებითი დრო მივიღეთ. “ბარსას” პედრომ მოაგებინა, რომელმაც მაგიურ 115-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და როგორც შემდეგ გაირკვა, “ბლაუგრანას” მაისურით კარიერაში ბოლო ბურთი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა ორივე გოლი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაიტანა და რასაკვირველია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ლეო მესი დასახელდა.
“ბარსელონამ” ამ შემადგენლობით ითამაშა: ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, მასკერანო (პედრო 93′), მატიე, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა (რობერტო 63′), მესი, სუარესი, რაფინია (ბარტრა 78′).
წარმოგიდგენთ ისტორიული თამაშის მიმოხილვას:
ბილეთი დღემდე მაქვს შენახული.
რა დამავიწყებს ამ თამაშს, ან ბილეთებზე ღამეების თევას ვაკის პარკში, თამაშს რომელზეც ჩემი შვილი ესპანეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა ჩემს ესპანელ რძალთან ერთად. გოლები მესის კოპიოები გამოუვიდა ერთი საჯარიმოს მარცხენა მხრიდან მეორე მარჯვნიდან.
როგორ კარგად მახსოვს ეს დღე
საუკეთესო ფინალი . გუნდი შემდეგ წელს უფრო მაგარი იყო ნეიმარის დამატებით