workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას აგვისტოს თვის განრიგი

ბარსელონას აგვისტოს თვის განრიგი

ესპანეთის ჩემპიონატი იწყება! “ბარსელონა” აგვისტოში 2024/25 წლების სეზონს ოფიციალურად იწყებს.

“ბარსა” ლა ლიგას 17 აგვისტოს გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიასთან” გასვლითი მატჩით დაიწყებს. ჰანსი ფლიკის ოფიციალური დებიუტი სწორედ “მესტალიაზე” შედგება.

კატალონიურ გუნდს ამ თვეში 7 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. წარმოგიდგენთ “ბლაუგრანას” აგვისტოს თვის განრიგს:

  • რეალ მადრიდი-ბარსელონა – 4 აგვისტო, 03:00 | ამხანაგური
  • ბარსელონა-მილანი – 7 აგვისტო, 03:30 | ამხანაგური
  • ბარსელონა-მონაკო – 12 აგვისტო, 22:00 | გამპერის თასი
  • ვალენსია-ბარსელონა – 17 აგვისტო, 23:30 | ლა ლიგა
  • ბარსელონა-ბილბაო – 24 აგვისტო, 21:00 | ლა ლიგა
  • რაიო-ბარსელონა – 27 აგვისტო, 23:30 | ლა ლიგა
  • ბარსელონა-ვალიადოლიდი – 31 აგვისტო, 19:00 | ლა ლიგა
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    schedule 03 აგვ 2024, 00:27
    #5

    ციტატა: nika 54
    ეს განრიგი არ არის პატივცემული მწერალო, ეს თამაშების კალენდარია.
    განრიგი მატარებელს აქვს, რომელიც სადგურშია ტაბლოზე და ის ყოველდღე ერთი და იგივეა.


    მოკლედ ამ კაცის მოსაწონი სტატია ხომ არ დაწერილა ამ საიტზე რა, ყოველთვის პოულობს ხარვეზს, კარგია კრიტიკული თვალით ყურება.

  • nikusha
    schedule 03 აგვ 2024, 00:23
    #4

    ჩემთვის სეზონი იწყება გამპერის თასის გახსნის თამაშით

  • nika 54
    schedule 02 აგვ 2024, 18:30
    #3

    ეს განრიგი არ არის პატივცემული მწერალო, ეს თამაშების კალენდარია.
    განრიგი მატარებელს აქვს, რომელიც სადგურშია ტაბლოზე და ის ყოველდღე ერთი და იგივეა.

  • ზურაბ
    schedule 02 აგვ 2024, 12:15
    #2

    Flying Dutchman, პრინციპში დიდი ტრანსფერები არც სხვა კლუებში არაა. ვფიქრობ ოლიმპიადის ბრალია ნაწილობრივ. ყველას ყურადღევა პარიზშია. რომ დამთავრდება მერე გახურდება ტრანსფერებიც

  • Flying Dutchman
    schedule 02 აგვ 2024, 10:58
    #1

    ცხელი აგვისტო გვექნება. ისე არ მახსოვს არასდროს წლის ამ დრომდე რომ ტრანსფერი არ ქონოდა ბარსელონას გაკეთებული.