workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა მასიელთა ბენეფისი – მოგება მანჩესტერ სიტისთან პენალტების სერიაში და 11 ფეხბურთელის დებიუტი პირველ გუნდში

ლა მასიელთა ბენეფისი – მოგება მანჩესტერ სიტისთან პენალტების სერიაში და 11 ფეხბურთელის დებიუტი პირველ გუნდში

ცოტა ხნის წინ დასრულდა ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის შორის ორლანდოში გამართული ამხანაგური შეხვედრა. 

მატჩის 24-ე წუთზე ანგარიში პაუ ვიქტორმა (რომელიც საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა) გახსნა, 39-ე წუთზე კი ნიკო ო’რეილიმ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს (45+2′) პაბლო ტორემ ბარსა კვლავ წინ გაიყვანა.

57-ე წუთზე პაუ ვიქტორი დუბლთან ახლოს იყო, მაგრამ მისი დარტყმა შტეფან ორტეგამ მოიგერია. მალევე, მე-60 წუთზე კი ჯეკ გრილიშმა სიტის ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრებინა და ძირითად დროში საბოლოო შედეგიც დააფიქსირა: 2-2.

საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც “ბლაუგრანამ” 4-1 იმარჯვა. ბარსას 20 წლის მეკარემ, ანდერ ასტრალაგამ 2 პენალტი მოიგერია, კატალონიელებმა კი ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს, მათ შორის, 16 წლის ტონი ფერნანდესმაც, რომელმაც შტეფან ორტეგას აუღელვებლად გაუტანა.

⚽ 1-0, ლევანდოვსკი (ბარსა)

❌ ფილიპსი (სიტი)

⚽ 2-0, დარვიხი (ბარსა)

❌ რაიტი (სიტი)

⚽ 3-0, ბალდე (ბარსა)

⚽ 3-1, ფატაჰი (სიტი)

⚽ 4-1, ტონი ფერნანდესი (ბარსა)

აღსანიშნავია, რომ დღეს ბარსელონას პირველ გუნდში სერჟი დომინგესის, ჟერარ მარტინის, მარკ ბერნალის, პაუ ვიქტორის, ტონი ფერნანდესის, კიმ ჟუნიენტის, ალექს ვალიეს, ანდერ ასტრალაგას, ანდრეს კუენკას, გილიე ფერნანდესისა და ნოა დარვიხის (რომელსაც 10-ნომრიანი მაისური ეცვა) დებიუტი შედგა.

ჰანსი ფლიკის გუნდი პრესეზონის ფარგლებში მომდევნო ამხანაგურ მატჩს 4 აგვისტოს, 03:00 საათზე, რეალ მადრიდის წინააღმდეგ გამართავს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nikusha
    schedule 01 აგვ 2024, 00:29
    #8

    11 ფეხბურთელის დებიუტი ცოტა არ არის

  • nika 54
    schedule 31 ივლ 2024, 17:54
    #7

    ნოა დარვიხის (რომელსაც 10-ნომრიანი მაისური ეცვა) დებიუტი შედგა.
    ნუ ეხლა ყველაფერი გაიასნდა, თორემ მოკლე ვიდეოები ვნახე და სულ ამრია ამ ნომრებმა.

  • CHEPE
    schedule 31 ივლ 2024, 11:51
    #6

    დარვიხი მინდა ძაან ივარგებდეს ფლიკი გამოზრდის ჩვენც გვინდა ერთი გერმანელი კროოსისნაირი წლები რომ ვერ შეცვის ვერავინ ეგეთი

  • Jorkaeff
    schedule 31 ივლ 2024, 10:13
    #5

    თამაშს ვერ ვუყურე და სტატისტიკას გადავხედე და რა ვნახე ეს… მეორე ტაიმში 100% ბურთის ფლობა უწერია ბარსას და სიმართლეა??? სიტის ბურთი დაუმალეთ?
    P.S პაბლო ტორემ მაგარი დაურტყა მოძრაობის საწინაამღდეგოდ…

  • GURCHO99
    schedule 31 ივლ 2024, 10:09
    #4

    ვინმემ მითხარით მთლიანი მატჩის ჩანაწერი თუ დევს სადმე?

  • Barca
    schedule 31 ივლ 2024, 09:35
    #3

    გილოცავთ

  • Rick Sanchez
    schedule 31 ივლ 2024, 09:31
    #2

    ყოჩაღ ბავშვებს. იმედია ოფიციალურ თამაშებშიც ასე ივარგებენ.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 31 ივლ 2024, 06:33
    #1

    Genacvalet lomebo❤️💙 bichebze yvelaferi vtqvi zevit da formazec unda vtqva, me magrad damevasa,dzaan melamazeba. Is logo cota patara ro iyos,an warwera iyos Spotify ufro lamazi iqneboda,mara sakaifoa❤️💙