დღეს ბარსელონაში ჰანსი ფლიკის პრეზენტაცია შედგა – კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გერმანელთან ერთად მედიის წინაშე წარსდგა და პრესკონფერენცია გამართა.
ჟოან ლაპორტა: “ფლიკმა უკვე იცის, რომ ყველა ტიტულის მოსაგებად უნდა იბრძოლოს. დეკუ და ბოიანი ჰანსის შეხვდნენ, რის შემდეგაც მისი დანიშვნა გადავწყვიტეთ. ვნახეთ, რომ მას “ბლაუგრანას” გაწვრთნა შეეძლო. რამდენიმე კანდიდატი გვყავდა, მაგრამ გერმანელთან შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჩვენი იდეები ერთმანეთს ემთხვევა. ფლიკს ამჟამინდელი შემადგენლობის სჯერა. ის ენთუზიაზმითაა განწყობილი.
ბარსა ყველაზე მაღლაა, შესაბამისად, ჩვენ კლუბის ინტერესები ყველაზე წინ უნდა დავაყენოთ. ჩავიმ ბარსელონაში ისტორია დაწერა, მაგრამ ცვლილებების დრო იყო. მინდა, მას მადლობა გადავუხადო. ერნანდესმა სადავეები ხელში ძალიან რთულ სიტუაციაში აიღო და ახალგაზრდებს ენდო. გასული სეზონი გეგმის მიხედვით არ წარიმართა და უნდა გვემოქმედა.
ჰანსი, შენს ხელში ვართ. ერთი მიზანი გვამოძრავებს. ბარსას ფანებს ენთუზიაზმი უნდა დავუბრუნოთ. შენი გვჯერა.”
ჰანსი ფლიკი: “კონტრაქტის გაფორმებამდე პრეზიდენტთან ვისადილე. პირველივე წუთიდან ვიგრძენი, რომ ძალიან დიდ კლუბში მოვდიოდი. აქ ყველა გვეხმარება, რაც ქუჩებში ჩანს. რამდენჯერმე ვთქვი, რომ ლა მასიაში გაწეული მუშაობით ძალიან მადლიერი ვარ.
ახალგაზრდა ფეხბურთელები მზად არიან, ბარსასთვის ყველაფერი გაიღონ. ტექნიკური გუნდი სრულად ახალია და კლუბმა ამ ხალხის მოსაყვანად დიდი ძალისხმევა გაიღო. შესაბამისი ატმოსფერო უნდა შევქმნათ, რომ ბარსელონა უმაღლეს დონეზე დავაბრუნოთ. გვინდა, ლა მასიელები განვითარდნენ და მსურს, რომ მათთან ერთად ვიმუშაო.
კრუიფისდროინდელი ბარსას დონიდან შორს ვართ. ჩემი მიზანია, მოედანზე მყავდეს გუნდი, რომელიც აქტიურია და ბურთით თუ უბურთოდ აჩვენებს, რისთვის თამაშობს. ინიციატივა მნიშვნელოვანია. მნიშვნელობა არ აქვს, 4-2-3-1 სქემით ვითამაშებთ თუ 4-4-2-ით.
როცა ჰოფენჰაიმის მწვრთნელი ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც ბარსასთვის სათადარიგოთა სკამიდან გაძღოლა კარგი იქნებოდა. მათ მე ამირჩიეს და ჩემთვის ეს კლუბი ერთ-ერთი უდიდესია თუ ყველაზე დიდი არა. თუ ენთუზიაზმით ვიმუშავებთ, ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია.”
მე მჯერა ფლიკის, აბა შენ იცი ძმა
ტიკი-ტაკა აღარ გვინდაო, გავიგე ასეთი გამონათქვამები. მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ტიკი-ტაკა კი არ გარდაიცვალა, არამედ სრულფასოვანი საოცარი
განვითარების პროცესშია. ევროპის ძალიან ბევრი წამყვანი გუნდი, დღესაც მიმართავს ამ ტაქტიკას. მათ შორის რეალ მადრიდიც… მაგრამ ამ ტიკი-ტაკას თავისი პირობები აქვს და როგორც კი ვინმე არღვევს ამ პირობებს, ჩვენ ვხედავთ უღიმღამო გადაცემებს მოედნის ცენტრში, რომლებსაც არანაირი განვითარება არა აქვს. შარშანდელ სეზონში საკმაოდ ბევრი ასეთი მატჩი ვნახეთ ბარსას შესრულებით. და მართლაც დაიბადა საკითხი, რომ ტიკი-ტაკამ მოსჭამა თავისი, ყველამ გაშიფრა ეს ტაქტიკა და სასწრაფოდ რაიმე ახალუ გვინდა. დაუძახეთ ფლიკს და დავავალეთ გერმანული ტაქტიკის დამკვიდრება… მაგრამ მოხდა ის, რომ დაიწყო ევროპის ჩემპიონატი და მოედანზე გამოვიდა ესპანეთის ნაკრები. დე ლა ფონტე… ახალგახრდების მწვრთნელი და თითქოს ბევრს უკვირდა როგორ მოხვდა ნაკრების მწვრთნელად, გამოგიტყდებით მეც, და ამ კაცმა გამოიყენა ტიკი-ტაკა, ოღონდ მისი ყველა მოთხოვნებით… კერძოდ მრავალჯერადი გადაცემები გახდა შეტევის ორგანიზატორი, რაც უმთავრესია ამ ტაქტიკაში, ამას დაამატა ფართოდ გაშლილი ფლანგები და სისწრაფე!!!! და რა მოხდა? ხორვატია, იტალია, საქართველო, გერმანია, საფრანგეთი და ინგლისი დახოხიალობდა მინდორზე ამ ტაქტიკის წინააღმდეგ…. შედეგი ეცროპის ჩემპიონის ტიტული და 7 გამარჯვენა 7 მატჩში…. ტიკი-ტაკა ბარსას სტილია და ბარსამ სწორად უნდა ითამაშოს ეს სტილი, რომლის შედეგიანობაც ბევრჯერ ვნახეთ…. და თუ გუნდი უაზრო პასებს აკეთებს მთელი თამაში და ამით არ ავითარებს შეტევას, და მერე დომინირებას ეძახის ამას, გუნდი რომელიც 70 წუთის შემდეგ კოლექტიურად კვდება…. ერთი შედეგი აქვს, დიდი 0….. ტიკი-ტაკა აქ არაფერ შუაშუა….
როგორ მაინტერესებს, როგორ ითამაშებს გუნდი ამის ხელში. ყველაზე ძალიან მინდა ჩავის მაგვარი სეირნობა არ ვნახო მოედანზე, ფეხბურთი ძალიან შეიცვალა და ახლა ტიკი-ტაკას თამაშს არავინ დაგაცლის.
ნუ მეტი რაღა ქნას <<ცენზურის დარღვევა>>ზე იხევა და ხალხი მაინც არაფასებს
Kaneshna dzma. Amxela kontraqtebi gavaformet sponsorebtan, 1/1 wess vubrundebit,stadioni daiwyo am valebshi da mtavrdeba,transferebsac aketebs da axla kide gvadzlierebs,ase tu ise xelfasebi sheamcira normalurad,meti raga qnas prosta. Xo vicit ra qaqshic datova gundi im nabo*arma. Es erti welic gavdzlot dzmebo,mara mainc mjera iqneba titulebi da iqet zafxuls darchenil poziciebsac gavadzlierebt da mkvleli gundi gveyoleba ager naxet. Mtavaria flikma gaamartlos da gundi wels kai ikvreba da im zafxuls vafshe daubalansdeba,akademiidan seriozuli taoba mogvdis,mtavaria flikma gaqachos ra…
Barca, ამ
რაფინიას მაგრა გაუტრაკეთ. კაცი წინ და უკან დარბის გიჟივით და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში 2-ვე თამაშში გაუტანა პესეჟეს. ჩემი აზრით საროტაციოდ რაფინიაზე უკეთესს ვერავის მოვიყვანთ
ნუ მეტი რაღა ქნას <<ცენზურის დარღვევა>>ზე იხევა და ხალხი მაინც არაფასებს
ეს მოკლე შინაარსია იმისა რაც ილაპარაკა, თან არც ისე ზუსტი თარგმანით. გირჩევთ ინგლისურად მონახოთ ვინ კარგად იცით, სიტყვა-სიტყვით წერია ყველაფერი.
ისე ლაპორტა ამ ბოლო დროს არ მუშაობს ცუდად ვალების მხრივ
მე მჯერა ამ კაცის
წარმატებები ფლიკ
თუ არ მოიყვანეთ ფეხბურთელები რაფინია გაირჭონ უკან გინდა ფლიკი იყოს და გინდა ვალვერდე