workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა მესამე ყველაზე ძვირდღირებული კლუბია მსოფლიოში

ბარსა მესამე ყველაზე ძვირდღირებული კლუბია მსოფლიოში

Brand Finance იტყობინება, რომ “ბარსელონა” მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო კლუბებს შორის მესამე ადგილზეა, რითაც კატალონიელბმა შეინარჩუნეს გასული წლის მდგომარეობა.

წინა წელთან შედარებით კლუბის ღირებულება 1.347 მილიარდი ევროდან 1.542 მილიარდამდე გაიზარდა. შედეგად უკვე ზედიზედ მე-9 წელია, რაც “ბლაუგრანა” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კლუბთა სამეულში შედის. 

ამ ეტაპზე, ყველაზე ძვირადღირებული კლუბი მსოფლიოში “რეალ მადრიდია”, 1.685 მილიარდი ევროთი. მას მოსდევს “მანჩესტერ სიტი”, “ბარსელონას” შემდეგ კი მოდიან “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული”, “ბაიერნი”, პსჟ, “არსენალი”, “ტოტენჰემი” და “არსენალი”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • geobcn33
    schedule 20 ივლ 2024, 11:50
    #12

    ციტატა: me da barca
    არსენალი ისე გაძვირდა, რომ ორჯერ წერია.


    🤣🤣🤣😂😂😂

  • me da barca
    schedule 20 ივლ 2024, 11:32
    #11

    არსენალი ისე გაძვირდა, რომ ორჯერ წერია.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 20 ივლ 2024, 00:50
    #10

    ციტატა: MESSI 2017
    ოლმოს გაუგზავენს ოფიციალური შეთავაზება ორივეს ყიდვა უნდათ


    Imedia nicos nacvlad eg ar shegvrcheba da nicostan ertad kide ho. Ise ki merhivna sayrdenze gaeketebinat aqcenti da plus ert flangis mcvelze. Momaval wels kide shemtev naxmcvelze musiala moeyvanat. Anu magati moyvanis ponti momaval welsac chagviflavda…

  • MESSI 2017
    schedule 20 ივლ 2024, 00:42
    #9

    ოლმოს გაუგზავენს ოფიციალური შეთავაზება ორივეს ყიდვა უნდათ

  • რონი10
    schedule 19 ივლ 2024, 18:27
    #8

    რამე ნიუსი დადეთ,მოკვდა საიტი?!

  • nika 54
    schedule 19 ივლ 2024, 18:23
    #7

    ამ ეტაპზე, ყველაზე ძვირადღირებული კლუბი მსოფლიოში "რეალ მადრიდია", 1.685 მილიარდი ევროთი. მას მოსდევს "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონას" შემდეგ კი მოდიან "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული", "ბაიერნი", პსჟ, "არსენალი", "ტოტენჰემი" და "არსენალი".

  • cezo45
    schedule 19 ივლ 2024, 18:21
    #6

    რა იცი სხვა გუნდები ნებისმიერ თანხას იხდიან ტრანსფერებში და არც სახელფასო ჭერზე ნერვიულობენ ჩვენ კიდევ 50 მილიონი რომ გადავიხადოთ ნიკო უილიამსში ნახევარი კლუბი უნდა გავყიდოთ რომ სახელგასო ჭერი შემცირდესდა ბარსა ბ დან ფეხბურთელებს ვერ ვაწინაურებთ რას გვაბოლებენ ვეღარ ვხდები ან რა ფინანსური მახინა იებია ამ ბარსაში რა აკეტა ბართომეუმ ასეთი რომ გუნდი ვეღარ გაიმართა

  • Rick Sanchez
    schedule 19 ივლ 2024, 17:02
    #5

    ძაან კაი, იმედია მალე დავუბრუნდებით იმ დროს როცა ნებისმიერ ტრანსფერზ მარტივად ვაკეთებდით და ეს ყველაფერი შედეგში აისახებოდა.

  • NN
    schedule 19 ივლ 2024, 15:22
    #4

    რრანაირად

  • araujo4
    schedule 19 ივლ 2024, 14:32
    #3

    ხალხი დონაციებს აკეთებს რო ნიკო ვიყიდოთ🤣🤣

  • JustBarcaLover
    schedule 19 ივლ 2024, 12:39
    #2

    ციტატა: MaiaArien
    ესეთ კრიზისშიც რო სამეულში ვართ, ეგ მიუთითებს რამხელა ბრენდია ბარსა. აუცილებლად ამოვალთ ვალებიდან, წესით ბოლო სეზონია ეს სადაც ფულს წესიერად ვერ ვხარჯავთ, ოღონდ კოპა მაინც უნდა დავდოთ ისევ რო არ გავმინუსდეთ


    კი ძან ბევრი შესდის ბარსას ფული მაგრამ უმეტესობა ვალებში მიდის დამთავრდება თუ არა ეს ვალები მერე თითქმის ყველა ტრანსფერის განხორციელება იქნება შესაძლებელი

  • MaiaArien
    schedule 19 ივლ 2024, 10:41
    #1

    ესეთ კრიზისშიც რო სამეულში ვართ, ეგ მიუთითებს რამხელა ბრენდია ბარსა. აუცილებლად ამოვალთ ვალებიდან, წესით ბოლო სეზონია ეს სადაც ფულს წესიერად ვერ ვხარჯავთ, ოღონდ კოპა მაინც უნდა დავდოთ ისევ რო არ გავმინუსდეთ