workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
10 წელი ლუის სუარესის ბარსელონაში გადმოსვლიდან

10 წელი ლუის სუარესის ბარსელონაში გადმოსვლიდან

დღეს 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეგენდარული ურუგვაელი ლუის სუარესი “ბარსელონაში” გადმოვიდა.

ზუსტად 10 წლის წინ, 2014 წლის 11 ივლისს, “ბარსამ” “ლივერპულიდან” ლუის სუარესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

სუარესის ოფიციალური დებიუტი “ბლაუგრანას” მაისურით, დისკვალიფიკაციის გამო, ცოტა მოგვიანებით 2014 წლის 25 ოქტომბერს “ელ კლასიკოში” შედგა, სადაც “ელ პისტოლერომ” ასისტი მიითვალა. ურუგვაელი კლუბის ისტორიაში გახდა რა მე-3 საუკეთესო ბომბარდირი, 198 გოლი გაიტანა და 113 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სუარესმა “ბარსასთან” ერთად 13 ტიტული მოიგო – 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 უეფას სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ლუის სუარესი ამჟამად ლიონელ მესისთან, სერჟიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან ერთად მაიამის “ინტერში” ირიცხება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 13 ივლ 2024, 18:47
    #7

    "Rest is history" ahhh post

  • nika 54
    schedule 12 ივლ 2024, 15:21
    #6

    ნეიმარის ჭკუას რა ვუთხარი რო ესეთი აწყობილი გუნდი დაშალა და აურია ყველაფერი.

  • C.PC5
    schedule 12 ივლ 2024, 13:58
    #5

    ცხრიანების ცხრიანი!

  • me da barca
    schedule 12 ივლ 2024, 00:50
    #4

    ამის ქუსლით გატანილი გოლი იყო ბომბა.

  • Bakero
    schedule 12 ივლ 2024, 00:41
    #3

    ლუისიტო ჩვენთვის საუკეთესო N9 ! ….მიუხედავად იმისა რომ კიჭა ძალიან მომწონდა ჩვენთან სამწუხაროდ ძალიან ცოტა ხანს მხოლოდ ერთი სეზონი იყო confused (51 თამაში 47 ! გოლი)

  • La Pulga10
    schedule 12 ივლ 2024, 00:34
    #2

    300 მატჩი აქვს ჩვენთან ჩატარებული. ჯეკა რა ცხოველი იყოო. ამის ცუდი გოლი არ მინახია. ტიპი მარტო ბომბებს იტანდა.

  • mari
    schedule 11 ივლ 2024, 23:04
    #1

    გული მიგრძნობს მალე ცანცარა ნეიმარიც მაგათთან მოკურცხლავს, ნუ, თუ უკვე გაძღა-გასკდა მსუყე ხელფასებით!