“ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა პედრიმ Mundo Deportivo-ს ვრცელი და ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.
– ლუის დე ლა ფუენტემ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე განაცხადა, რომ საჭიროა, პედრიმ თავისი თავი იპოვოს. ჩანს, რომ პედრიმ საკუთარი თავი იპოვა.
– თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ და მაქვს ბევრი სურვილი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ევროპის ჩემპიონატის მოგებას უკავშირდება. ვფიქრობ, გვყავს გუნდი, რომელსაც ევრო 2024-ის მოგება შეუძლია.
– პედრის საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად რამდენიმე ცვლილების გაკეთება მოუწია.
– დიახ, შევიცვალე კვების რაციონი, ფიზიკური მომზადება, დავიწყე პილატესი და გავაკეთე ბევრი რამ, რათა მეპოვა ის, რაც შემეფერებოდა. ვფიქრობ, ვიპოვე.
– იდეა, რომელიც ფერან ტორესმა მოგაწოდა: დღეში ერთი წუთის განმავლობაში ყინულიანი წყლის აბაზანა.
– ასეა, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ აქ ეს აუცილებელია, რადგან ძალიან ცივა. დილაობით ყოველთვის ერთ წუთს ძალიან ცივ წყალში ვატარებთ. ეს კარგია გამოფხიზლებისთვის, აღსადგენისთვის და დღის შესანიშნავი განწყობით გატარებისთვის.
– დიდი ხანია, რაც ნაკრებში ხარ. კონტექსტის ასეთი ცვლილება კარგი იყო შენთვის?
– უპირველეს ყოვლისა, დავისვენე. “ბარსელონაში” ბევრი ტრავმა და რეგრესი მქონდა. ნაკრებში მოსვლა და თანაგუნდელებთან ერთად საწვრთნელ ბაზაზე ყოფნა მინდოდა. ძალიან ბედნიერი ვარ და დღითი დღე უკეთესი ვხდები.
– ნაკრებში “ათიანის” პოზიციაზე თამაშობ, სადაც უფრო თავისუფლად გამოიყურები.
– დიახ, ეს სიმართლეა, რადგან ამ პოზიციაზე უფრო მეტი შეხება გაქვს საჯარიმოსთან, გოლებთან, ასისტებთან და ბოლო პასებთან, რომლებიც, შესაძლოა, გოლით არ დასრულდეს, მაგრამ უფრო დიდია შანსი, თანაგუნდელი ერთი-ერთზე დატოვო ან საგოლე გადაცემა გააკეთო. ეს გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ პოზიციაზე ბევრად უფრო საშიში ფეხბურთელი ვარ.
– ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, შესაძლოა, მომავალშიც ხსენებულ პოზიციაზე თამაში გააგრძელო. ამაზე უკვე ისაუბრეთ?
– ერთმანეთში რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ. მან ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები მისურვა. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებასა და მის გაცნობას. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად წარიმართება.
– აქამდე ბურთის დაბრუნებითა და მისი ამოტანით იყავი დაკავებული, ახლა ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს.
– ზუსტად. ჩემი ხანმოკლე კარიერის განმავლობაში ამის გაკეთებას ბევრი მწვრთნელი მთხოვდა. მეუბნებოდნენ, რომ საჯარიმოში უფრო ხშირად უნდა მემოძრავა, რათა გოლები გამეტანა და ასისტები გამეკეთებინა. ამ პოზიციაზე ეს ბევრად უფრო იოლია. ასევე მაქვს ალვარო მორატასთან თამაშის შესაძლებლობა, რომელიც ცენტრალურ მცველებს ძალიან კარგად ეხმარება. “ათიანისთვის” ასეთი თავდამსხმელის ყოლა ყველაფერს უფრო აადვილებს. მასთან თამაში სასიამოვნოა.
– გერმანიის ნაკრებში “ათიანი” გიუნდოგანია.
– გიუნდოგანს თამაში “ათიანზე”, “რვიანსა” და “ექვსიანზეც” შეუძლია. ის შთამბეჭდავი ფეხბურთელია. როდესაც ილქაის “ბარსაში” შევხვდი, მისი ტალანტის შესახებ პირველივე მომენტიდან ვიცოდი. იმედი მაქვს, მას ჩვენს წინააღმდეგ ცუდი თამაში ექნება.
– მომდევნო სეზონში უფრო მაღალი კონკურენცია იქნება.
– გუნდში ასეთი მოთამაშეების ყოლა ყოველთვის კარგია. მსგავს ფეხბურთელებთან ერთად თამაში და მათგან სწავლა სასიამოვნოა.
– რომელ შემტევ ნახევარმცველებს ადევნებ თვალს?
– არსებობებნ ფეხბურთელები, რომლებიც, შესაძლოა, ამ პოზიციაზე არ თამაშობენ, მაგრამ ნახევარმცველის თვისებები აქვთ. ასეთია, მაგალითად, მუსიალა, რომელიც, ალბათ, უფრო გარემარბია, მაგრამ მას შიდა ზონაშიც მარტივად თამაში შეუძლია. ამავეს თქმა შეგვიძლია ვირცზეც. ისინი მრავალი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობენ.
– მუსიალა და ვირცი პარასკევს შენი მეტოქეები იქნებიან.
– ისინი შესანიშნავ ევროპის ჩემპიონატს ატარებენ, განსაკუთრებით მუსიალა. ვირციც ძალიან კარგად თამაშობს. ვიმედოვნებთ, რომ მათ კარგად გავანეიტრალებთ. აშკარაა, რომ ჩვენი ნახევარდაცვაც ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, ამ პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი როდრი გვყავს.
– რასაკვირველია, ისინი მომდევნო დეკადის ვარსკვლავები იქნებიან. პედრი, უილიამსი, იამალი, ვირცი, მუსიალა… ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებით. ამას მოუთმენლად ელი?
– დიახ, ეს იქნება მატჩი, რომლითაც ნეიტრალური მაყურებელი ისიამოვნებს. ეს იქნება თამაში ბევრი მაგიური მომენტით, დრიბლინგით, ბურთის ფლობით. ვფიქრობ, ძალიან თანაბარი დაპირისპირება იქნება და ვიმედოვნებთ, მოვიგებთ.
– ნაკრებში აუცილებლად გაიგებდი მასპინძლის წყევლის შესახებ. ესპანეთს მასპინძელი ქვეყანა არასდროს დაუმარცხებია.
– ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერი პირველად ხდება და იმედი მაქვს, ეს ასე იქნება. ზოგიერთ ადამიანს ამ წყევლის ეშინია, მაგრამ ჩვენ – არა. ვეცდებით, ამას ბოლო მოვუღოთ, რაც ცოტათი უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს.
– ადრეული ფინალის საკითხს რომ არ შევეხოთ, ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის ორი საუკეთესო გუნდი უპირისპირდება?
– ჩვენ და გერმანიის ნაკრები ძალიან თანმიმდევრულები ვართ, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ასევე 1/8-ფინალში. ყველთვის ერთსა და იმავე ფეხბურთს ვთამაშობდით, ვიტანდით გოლებს და თამაშებს ცოტათი უფრო იოლად ვიგებდით. სწორედ ამიტომ სანახაობრივი მატჩი იქნება.
– არის თუ არა სხვა რომელიმე ნაკრები, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო?
– შვეიცარია. უკვე ვიცოდით, რომ ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ისინი ბრწყინვალე ტურნირს ატარებენ და რთული მეტოქეები იქნებიან.
– ნაკრებში ერთ ფლანგზე ლამინ იამალი გყავთ, მეორეზე – ნიკო უილიამსი. კარგ შოუს დგამენ, ხომ?
– დიახ, უპირველეს ყოვლისა, ვცდილობ ბურთი ლამინამდე და ნიკომდე სწრაფად მივიტანო, რათა მათ ერთი-ერთზე თამაშის საშუალება ჰქონდეთ, რაშიც გამოირჩევიან. ამის შემდეგ ისინი ყოველთვის უკან იხედებიან, რა დროსაც შენი პოზიცია უნდა გეკავოს, რომ გოლის გატანა სცადო.
– ლამინი და ნიკო მთელ დღეს ერთად ატარებენ, ხუმრობენ, ცელქობენ… მიწაზე უნდა დაეშვან?
– არის შემთხვევები, როდესაც მათ რაღაცები უნდა შეახსენო, მაგრამ ეს ნორმალურია. ისინი ბავშვები არიან, რომლებიც მოედანზე სიამოვნებას იღებენ, რაც თამაშზე აისახება და ყველაფერი ბევრად უკეთ მიდის.
– ვფიქრობ, ხუმრობებში “ბარსასაც” ახსენებენ. უკვე ვნახეთ, რომ ამ მხრივ ნიკო უილიამსზე ბევრს ხუმრობდნენ.
– ამაზე ბევრს არ ვსაუბრობთ. გადაწყვეტილება მან და “ბარსამ” უნდა მიიღონ. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
– ვფიქრობ, ეგოიუსტრად ჟღერს, მაგრამ “ბარსაში” ლამინთან და ნიკოსთან ერთად ყოფნის სიამოვნების შესაძლებლობა მისასალმებელი იქნებოდა, არა?
– დიახ, რა თქმა უნდა, ნიკო შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა. ვხედავთ, როგორ თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე. იმედია, უილიამსი შემოგვიერთდება, მაგრამ მას “ბილბაოსთან” კონტრაქტი აქვს. რაც მოხდება, მოხდება.
– “ბარსელონაში” შენი კიდევ ერთი თანაგუნდელი, შესაძლოა, მიკელ მერინო გახდეს.
– მიკელი მოედნის ცენტრში ძალიან მომწონს, განსაკუთრებით საჰაერო ორთაბრძოლების დროს. ის არ მარცხდება, ყველა ორთაბრძოლას იგებს, რის შემდეგაც ტანს ძალიან კარგად დგამს და ბურთს ინარჩუნებს. მას ბევრი თვისება აქვს, როგორც ბურთით, ისე მის გარეშე. მერინო სრულყოფილი ფეხბურთელია.
– ხედავ დანი ოლმის პოტენციალს “ბარსაში”?
– დიახ. დანი შთამბეჭდავი ფეხბურთელია. ამასთანავე, ის “ბარსაში” უკვე ნამყოფია, ასე რომ, “ბლაუგრანას” კარგად იცნობს. იმედი მაქვს, ოლმოს ჩვენთან გადმოსვლის შანსი ექნება, მაგრამ გადაწყვეტილება “ბარსელონამ” უნდა მიიღოს.
– რას ელოდები მომდევნო სეზონში?
– პირველ რიგში, ევროპის ჩემპიონატი უნდა დავასრულოთ, რომელსაც, იმედია, მოვიგებთ. ამის შემდეგ, ვფიქრობ, “ბარსელონასთვის” შესანიშნავი სეზონი იქნება. ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელსაც გვინდა, სრული ნდობა გამოვუხადოთ. ვფიქრობ, კარგი წელი გველოდება.
– ახლა, როდესაც ახალ მწვრთნელზე საუბრობ, რას გრძნობდი ჩავის წასვლაზე?
– ჩავიმ დიდი დახმარება გამიწია. ის ყველა ნახევარმცველს დაეხმარა. სამწუხაროა, რომ ტიტულის მოგება ვერ მოვახერხეთ, რათა ლეგენდას დამსახურებისამებრ დავმშვიდობებოდით. არსებობს ეტაპები, რომლებიც სრულდება. ახლა უნდა ვიფიქროთ ფლიკზე და იმაზე, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს.
– დაე, ასე იყოს. პირველ რიგში, ნაკრები, შემდეგ დასვენება, შემდეგ კი “ბარსასთან” ერთად ახალი სეზონი.
– ვიმედოვნებთ, ასე იქნება. წინ!
Ტრავმებმა თუ არ შეაწუხა შეუცვლელი წევრი იქნება გუნდისთვუს ამისნაირი ბურთის დამჭერი ბარსელონას არ ჰყავს
ყველაზე კარგი ისაა, თავისი შესაძლებლობები რო ირწმუნეს ამ ბავშვებმა, მწვრთნელიც კარგი გვყავს და იმედია ტიტულებიც მოვა გამოცდილებასთან ერთად.
ოლმო ძალიან მაგარია , მაგრამ ეს რო ბურთს მიიწებებს ერთი სიამოვნებაა 😭❤️
პედრი თამაშის სტილით არის უფრო ჩავი, თუმცა ინიესტას მსგავსი პლასტიკა და ტექნიკა აქვს. პედრისაც შეუძლია 10 იანზე თამაში,მარა უფრო ტემპის კონტროლია ამის საქმე,რასაც ბრწყინვალედ აკეთებს. ბევრჯერ გამოჩნდა აქამდეც,რომ თუ მოედანზე არაა ბურთი ვერ გვიჭირავს და დაცვიდან ამოსვლაც უფრო რთულია. ჩემი აზრით იპოვა ბარსაში თავისი პოზიცია პედრიმ,მთავარია ტრამვები აღარ მიიღოს და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება,საუკეთესო თუ არა.
დააკვირდით პედრის პასუხს ჩემი ამოცანაა სწრაფად მივიტანო იამალამდე და ნიკომდე ბურთიო. დავიჯერო ნაპოლში არავინ იცის ეგ? ფლანგზე რომ კვარა გყავს ერთი საათი არ უნდა ათრიო ბურთი და მერე არ უნდა მისცე. იმედია კონტე შეცვლის ბევრ რამეს
სიზმარში😂😂😂გადაიხევს სპაინი
ესპანური ფეხბურთი ძალიან არმოგწონს შენ ჩემოძმაო და რა დაგრჩენია ამ საიტზე? 😀😀😀
ბარსა დამრჩენია ბარსა ასე რომ გამიპარტახეს 😂ვინ თქვა ესპანური ფეხბურთი არ მიყვარსო?ნაკრების გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ პატივს ვცემ და დღევანდელ მაჩზე უბრალოდ ჟინი მაქვს გერმანიამ ათრიოს ეს ჟღვინტიანი ცინგლიანები დედის რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ დრუნჩზე 😂😂😂ესპანეთმა რომ დღეს გერმანიას მოუგოს ისევ და ისევ კუკურელია+კარვახალი, როდრი+რუიზი-ის ხარჯზე 👌
რავიცი, რავიცი, “ისევ” კონტეკსტში იამალი და ნიკო როგორ არ მოიაზრება ვერ ვხვდები და ვერ მოგყვები ვერანაირად ლოგიკაში დიდი ბოდიშის მოხდით. მაგ კარვახალს და რუიზს თუნდაც იამალმა ისეთი ასისტები გაუკეთა ევროზე მსგავსი პასი მე არ მინახავს წელს და ნიკოს რაც შეეხება, უბრალოდ აწიოკებს მარცხენა ფლანგს, რაც ჩვენც გამოვცადეთ ჩვენს თავზე.
პედრის გოლი დღეს!
სიზმარში😂😂😂გადაიხევს სპაინი
ესპანური ფეხბურთი ძალიან არმოგწონს შენ ჩემოძმაო და რა დაგრჩენია ამ საიტზე? 😀😀😀
მაგრა გადაარჩინა ლეოც და არგენტინაც, ლეომ რატომ გარიკა არ მესმის ხო ვიცოდით რო ტრამვით იყო და ვერ დაჯდა სათადარიგოზე?
სიზმარში😂😂😂გადაიხევს სპაინი
შეუნდე და აპატიე ღმერთო 😂😂
ეს გერმანია იყო 6:0 რომ გაიფინა ესპანეთმა არ დაგავიწყდეს😉😉😉 წარაკუა ნაგელსმანის თუ გჯერავს კიდე თუ იმისი რომ გერმანიაშია თამაში და გეემანიაა ფავორიტი ტურნირის დღეს გამოჩნდება ვინცაა ფავორიტი ტურნირის მოგების
კაი მასპინძელივით ყველას ეპატიჟება ეს გუნდში, მარა ეგ ყველა არ გვჭირდება😉 ნიკოს შენც რო დაებაზრო და მარტო იამალმა არ აკეთოს ეგ საქმე კაი იქნება. პედრისა და გუნდოს შორის მართლა ძაან სერიოზული არჩევანი ექნება გასაკაეთებელი ფლიკს, აი დღეს კაკრაზ საუკეთესო შანსია რო ერთბაშად დააკვირდნენ ორივეს და გამოიტანონ დაახლოებით დასკვნები.
აგერ იქნება დღეს მოედანზე ეს მუსიალაც ვირციც და ჩვენი პედრიტოც ერთად სამივე და ნახავთ დღეს პედრის ნათრევ ვირცსაც და მუსიალასაც.
ვნახოთ ვინ ვის ათრევს.
აგერ ჩვენ და ეგერ გერმანია 😂ვნახოთ ბატონო 😂👌
დამასკდეს გერმანიაც და ესპანეთიც. მაგარი თამაში იყოს,ისეთი რო ორივე გუნდმა იფრინოს და ფეხბურთის ფანებს გვასიამოვნოს.
ემილიანო შე ქარიზმატულო

ვნახოთ ვინ ვის ათრევს.
ისინი ბავშვები არიანო 😂😂 არადა ესეც და ვილიამსიც 21 წლისები არიან😁