workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: მარკოს ალონსო ბარსელონას ტოვებს

ოფიციალურად: მარკოს ალონსო ბარსელონას ტოვებს

Update: “ბარსელონამ” ოფიციალურ ვებგვერდზე ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს წასვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია წაშალა.

ახლახან “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ მარკოს ალონსო კარიერას კატალონიურ გუნდში აღარ გააგრძელებს.

33 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის ვადა დღეს ამოიწურა.

ალონსომ “ბარსაში” 2 სეზონი გაატარა. ესპანელი მარცხენა მცველი “ჩელსიდან” 2022 წელს გადმოვიდა. მან “ბლაუგრანას” მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 01 ივლ 2024, 19:45
    #11

    ბევრჯერ დაიწერა, ატლეტიკოს ტორესი უნდა და ფელიშში სიამოვნებით გაცვლისო, მაგრამ უკვე ესეც მეეჭვება ტორესი ხო არ ჯობია.

  • Rick Sanchez
    schedule 30 ივნ 2024, 21:18
    #10

    ბოლო-ბოლო რა ხდება ნეტავ ჟოაოებზე. ალონსო კი იყო გასაშვები.

  • Griezzy7
    schedule 30 ივნ 2024, 16:56
    #9

    ქოჩორა მინდა ბარსაში blush

  • La Pulga10
    schedule 30 ივნ 2024, 16:42
    #8

    მიყვებიან მალე სხვებიც. რობერტო,ლენგლე,ფერანი რავი კიდე ვინები არიან არაფრად რომ არ ვარგიან.

  • იკა
    schedule 30 ივნ 2024, 16:41
    #7

    ფელიქსიც წავიდა

  • iniesta73
    schedule 30 ივნ 2024, 16:33
    #6

    ჟოაოები ნამდვილად არ იყვნენ გასაშვები ,ვინ გვყავს მაგათზე კარგი გუნდში? ძაან ცუდი სიტუაციაა გუნდში და კიდე უფრო გააუარესებენ ასე თუ განაგრძეს და მერე შეტენიან კიდე მწვრთნელს ყველაფერს

  • shu1987
    schedule 30 ივნ 2024, 16:31
    #5

    აუცილებლად რობერტოც უნდა მიყვეს ფერან ტორესიც , ლევანდოვსკიც(32 მილიონი ხელფასად არ დაუმსახურებია) დეიონგიც კარგ ფასად(ტრანმვიანობა და მაღალი ხელფასი), კვარა ან ნიკო უნდა მოიყვანონ აუცილებლად და როკეს მეტი დრო მიეცეს, აუცილებელია გუნდის გარდაქმნა თორე ბარსას დნდმიო ვიძახით და არაფერი გამოდის მაგას მესი ჩავიესტა ბუსკეცი ალვესი პიკე პუიოლი და ა.შ. ხალხი ჭირდება ამ შემადგენლობით სხვა თამაშია საჭირო.

  • C.PC5
    schedule 30 ივნ 2024, 16:27
    #4

    ალონსო თავისუფალი აგენტი გახდა რა იჯარა, წამსვლელთა სიაში იყო ისედაც და ერთი ადგილი კიდე განთავისუფლდა, წმენდა ნორმალურად მიდის ჯერჯერობით, მთავარი სამი კიბო მაინც მოსაშორებელია ოღონდ, ჟოაოებს რახან გამოემშვიდობნენ ოფიციალურად ალბათ არც გააკეთბენ შეთავაზებას რო დაიტოვონ, ფელიში დასაბრუნებელი იყო, აი კანსელუზე კიდე დავფიქრდებოდი, ჯამში კი 20 მილიონზე მეტი არცერთში არ იყო მაინც გადასახდელი, ფელიშს კიდე ისეთ ფასს ადებდა ატლეტიკო რო სულელი უნდა იყო მაგაზე ევაჭრო საერთოდ. ადიოს მუჩაჩოს heart_eyes

  • Messi 10
    schedule 30 ივნ 2024, 16:26
    #3

    ციტატა: jacky iakovenko

    ციტატა: Messi 10
    გული დამწყდა განსაკუთრებით პატარა ჟოაოზე კარგად იყო ჩვენს ბიჭებთან და იგრძნობოდა მაგათი მეგობრობა თან კაცმა არ იცის სად წავა 🙂 კანსელუ წასასვლელი იყო ბოლოს ისეთები აკეთა კაცმა არ იცის… ფელიქსის წასვლა ავტომატურად უილიამსის მოსვლას ნიშნავს და რაღაც მომენტში ძაან მაგარიაა ♥️


    ოცნება ნუ მოგიშალოს ყველა ღმერთმა 😂


    ჩემი ოცნება დღეს ესპანეთის გაგდებაა და რაც მეტად დაისტრესება იამალი და პედრი მით უკეთესი 🙂

  • Messi 10
    schedule 30 ივნ 2024, 16:23
    #2

    გული დამწყდა განსაკუთრებით პატარა ჟოაოზე კარგად იყო ჩვენს ბიჭებთან და იგრძნობოდა მაგათი მეგობრობა თან კაცმა არ იცის სად წავა 🙂 კანსელუ წასასვლელი იყო ბოლოს ისეთები აკეთა კაცმა არ იცის… ფელიქსის წასვლა ავტომატურად უილიამსის მოსვლას ნიშნავს და რაღაც მომენტში ძაან მაგარიაა ♥️

  • alwaysculerr
    schedule 30 ივნ 2024, 16:21
    #1

    ალონსო იჯარით გვყავდა?