workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ ბერნალი პრესეზონს პირველ გუნდთან გაატარებს

მარკ ბერნალი პრესეზონს პირველ გუნდთან გაატარებს

Mundo Deportivo იტყობინება, რომ “ბარსა ატლეტიკის” 17 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი მარკ ბერნალი პრესეზონს პირველ გუნდთან ერთად გაატარებს.

მარკ ბერნალი “ლა მასიის” ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ საყრდენ ნახევარმცველად მიიჩნევა. მან “ბარსა ატლეტიკში” გასულ სეზონში დასამახსოვრებელი თამაშები ჩაატარა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად სეგუნდაში დაწინაურებასთანაც ახლოს იყო. მის ანგარიშზე 31 გამართულ მატჩში 2 გოლი და 5 ასისტია. ბერნალი ფიზიკურად ძლიერია, ასევე გამოირჩევა სათამაშო ტექნიკით. გარდა ამისა, სიმაღლეშიც 17 წლის ფეხბურთელი თითქმის 1,9 მეტრია,

აღსანიშნავია, რომ Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პრესეზონის შემდეგ “ბარსელონა” ბერნალთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ესპანელის გამოსასყიდი 20 მილიონი ევრო გახდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • shu1987
    schedule 30 ივნ 2024, 21:35
    #4

    20 ?? 100 ლიმონი მაინც ჩაუწერონ ამის ამოწევას ველოდები მეორე წელია და როგორც იქნა იმედია შეინარჩუნებენ მაგარი ბიჭია ძაან.

  • Rick Sanchez
    schedule 30 ივნ 2024, 21:10
    #3

    17 წლის ასაკში 1.9 მეტრი? მალადეც

  • C.PC5
    schedule 30 ივნ 2024, 11:31
    #2

    კაი ბიჭია და წესით ფლიკის ხელში დაიმკვიდრებს თავს ძირითად გუნდშიც, უვრალოდ გამოსასყიდი ძალიან ცოტა აქვს და მალევე უნდა გაუხანგრძლივონ თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც გვინდა.

  • nika 54
    schedule 30 ივნ 2024, 10:23
    #1

    რა უნდა ვთქვათ? ღმერთმა ქნას, უკვე მერამდენედ ვამბობთ ამ სიტყვებს სათვალავიც ამერია.