workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორ ფონტი: ლაპორტა პრობლემაა და არა მხსნელი

ვიქტორ ფონტი: ლაპორტა პრობლემაა და არა მხსნელი

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა ჟოან ლაპორტა მორიგ ჯერზე გააკრიტიკა.

51 წლის ბიზნესმენის თქმით, კლუბი ცოცხალია და პროგრესის განუსაზღვრელი სიდიდის პოტენციალს ფლობს, თუმცა ყველაფერს “ბარსელონას” ამჟამინდელი პრეზიდენტი აბრკოლებს.

“ბარსელონა” ცოცხალია და უდიდესი პოტენციალი აქვს. მიუხედავად ამისა, კლუბს ბევრი პრობლემა აქვს ეკონომიკურ სფეროში, რის მოსაგვარებლადაც პრეზიდენტ ლაპორტას დახმარების ხელი გავუწოდე, მაგრამ ის არ აღიარებს, რომ კლუბში პრობლემებია. ჩვენ სამ ასპექტზე ვთანხმდებით. პირველი, ჩვენ ორივენი ვიმედოვნებთ, რომ “ბარსელონა” კარგად მუშაობს, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება. მეორე, ორივენი ვთანხმდებით, რომ “ბარსელონას” აკადემიას უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელის შექმნა შეუძლია და მესამე, მთავარ მწვრთნელ ფლიკს ორივენი წარმატებას ვუსურვებთ.
ნაცვლად იმისა, რომ ლაპორტამ პრობლემებზე ისაუბროს და მათი ამოხსნის გზებზე იფიქროს, ის არაფერს აღიარებს და რეალობისგან თვალის არიდებას ცდილობს. ვფიქრობ, ის უფრო მეტადაა პრობლემა, ვიდრე მისი მოგვარების გზა.

– ამბობს ვიქტორ ფონტი.

ჟოან ლაპორტამ უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 54.28% მიიღო, ფონტს კი მხარი 29.99%-მა დაუჭირა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 30 ივნ 2024, 01:07
    #7

    კარგს რას იტყოდა არჩევნებ-წაგებული კაცი

  • shu1987
    schedule 28 ივნ 2024, 19:28
    #6

    100% მართალს ამბობს ეს კაცი საქმის კაცია ლაპორტა აფერისტი, ბართომეუმ რაც ქნა გასაგებია მარა ბართომეუს დროს რეალს მაინც კუზავდა ბარსა.

  • La Pulga10
    schedule 28 ივნ 2024, 13:46
    #5

    შენ ხო ხარ რა

  • nika 54
    schedule 28 ივნ 2024, 12:10
    #4

    ჟოან ლაპორტამ უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 54.28% მიიღო, ფონტს კი მხარი 29.99%-მა დაუჭირა.
    მე მგონი ეხლა რო ჩაატარონ არჩევნები პირიქით დაჯდება ეგ პროცენტები.

  • CHEPE
    schedule 28 ივნ 2024, 09:38
    #3

    ეს კუტა ხავის მოთრევას აპირებდა და იმ წელსვე ბორდი გაუშვებდა პირდაპირ ხავიანა🤭🤭🙄🙄

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 28 ივნ 2024, 03:35
    #2

    Es balamatu esa…

  • C.PC5
    schedule 27 ივნ 2024, 23:27
    #1

    არცერთი არ ხართ წმინდანი, მარა ბართომეუმ რა მდგომარეობაც დაუტოვა ლაპორტას მაგას ეგრე უცებ ვერავინ გამოასწორებს და უბრალო საარჩევნო ლაქლაქია ეს განცხადებაც.