“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ახალი მარცხენა მცველის გაფორმება სრულიად გამორიცხა, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს სჯერა, რომ ალეხანდრო ბალდესა და ალექს ვალეს, რომელმაც გასული სეზონი იჯარით, “ლევანტეში” გაატარა, შეუძლიათ ამ პოზიციაზე კონკურენტუნარიანები იყვნენ.
ფლიკი ასევე გეგმავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჟოაუ კანსელუ და ექტორ ფორტი მარცხენა მცველის პოზიციაზე გამოიყენოს.
კანსელუც თუ დატოვეს არცერთ ფლანგზე არაა მცველი მოსაყვანი.
სწორიც არის, სადაც გვყავს ფეხბურთელები ზედმეტი ფულის ხარჯვა არ არის საჭირო, აგერ ფრიმპონგი უნდა ამ კაცს და მიხედონ საქმეს, ეს დეკუ რო ყველაფერში ერევა ეგება ხალხის მოყვანაზეც გაისარჯოს პატარა.
დიდი ტრანსფერები არ იქნებაო ლაპორტა. თქვა და რაღას ველოდებით
საერთოდ ვინმეს მოიყვანენ? თუ ტოპ კლასისას არ იყიდიან მაშინ ჯობს არავინ მოვიდეს
კი, რეალურად არის, მაგრამ მარცხნივ ისეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მე მაგალითად მაგას მოვიაზრებდი ბალდესთან ერთად. ბალდეს ერთი სეზონი უნდა მიეცეს შანსი, თუ ისევ რეგრესში წავიდა გასაშვებია. ალექს ვალეს თამაშები ნაღდად არ მინახავს. მარჯვნივ კუნდე გვყავს, და სავარაუდოთ კანსელუსაც დატოვებენ. იდეაში კანსელუ ორივე ფლანგზეა და მოკლედ ფულბაქების პრობლემა არაა ასე თუ ისე. ჩამშლელის და შემტევის აუცილებლობა უფრო დგას.
ფორტია შესაჩვევი მარჯვენა ფლანგზე აუცილებლად, მისი რეალური პოზიციაა