Relevo იტყობინება, რომ ჰანსი ფლიკს სურს, ჟოაუ კანსელუ “ბარსელონაში” მომავალ სეზონშიც შეინარჩუნოს. იმავდროულად, თუ კლუბი პორტუგალიელის დატოვებას ვერ მოახერხებს, გერმანელი ამას არ შეეწინააღმდეგება.
განაპირა მცველს კატალონიაში დარჩენა სურს, თუმცა პრობლემა “მანჩესტერ სიტის” უკავშირდება. პრემიერ ლიგის ჩემპიონებს მისი გაყიდვა 30 მილიონ ევროდ სურთ, ხოლო “ბარსელონა” მხოლოდ ახალ იჯარას განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ იმავე გამოცემის ცნობით, ჰანსი ფლიკი მოხარული იქნება, თუ კლუბში ასევე დარჩება მეორე პორტუგალიელი, ჟოაუ ფელიში. გერმანელ მწვრთნელს მიაჩნია, რომ მას ფელიშის პოტენციალის სრულად გამოყენება შეუძლია.
დაცვაში სუსტია ძალიან, 4 მცველიან ტაქტიკაში დამღუპველია, ისე უტექნიკურესი და უკლასნესი მოთამაშეა.
კანსელუ ასეთი მაგარი რომ იყოს ბაიერნი მაზრაუის არ ამჯობინებდა, ცუდი ხასიათის , რამდენადაც კარგია იმდენად გადამწყვეტ მომენტში არასტაბილური, ფელიში კიდე იქნება ნდობა ქონდეს და მოიხოდოს ძაან მაგარია უბრალოდ ხასიათი(მოტივაცია, მუხტი) აკლია. ნუ მე ვფიქრობ ფერანზე და იმ შემტევებზე ბევრად მაგარია ფელიში ვინც გუნდშია თუნდაც ბებერ ლევანდოვსკიზე, მე ლევანდოვსკის ნაკლებად მჯერა რომ აწი გაახალგაზრდავდება ნელია ბურთს ვერ იჩერებს და ისეთი გამტანიც ვეღარაა რომ იყო.
ალბათ სატელეფონო ჩანაწერები მოიპოვა ფლიკსა და ლაპორტას შორის.
რაც იწერება აქედან 70% ჭორია. საიდან მოიტანა Relevo-მ თუ რას ფიქრობს ფლიკი, დაუჯდა წინ და გაანდო თავისი ფიქრები?
მარცხენა ფლანგი გააძლიერეთ როგორც წინ ისე უკან! ბალდე რა დაბრუნდება კაცმა არ იცის და ფელიში/ფერანის ყურების სურვილი მე არ მაქვს თქვენი არ ვიცი.
ეგ ისედაც ვიცოდით რომ იამალი-კუბარსიდან ერთერთი არ წავიდოდა ევროზე ბარსას თხოვნა იყო სამაგიეროდ იამალი ოლიმპიადაზე არ წავა
კარგია მერე
იჯარით მაინც საჭირო კაცია ისე ყიდვა არ ღირს
კუბარსი ამოაგდო განაცხადიდან ესპანეთმა.
ისე და ეს კანსელუ ფლანგე დააყენოს შეტევაში იქნება გაამართლოს ვინგერად
შეტევას კარგად ეხმარება მაგრამ დაცვაში კატასტროფაა ჩემი მეზობელი ნიკო რო დააყენო ეგ უკეთ ითამაშებს დაცვაში
ზედმეტად დიდი ხელფასი+არასტაბილური+აგდებული დამოკიდებულება+1-2 წელში შესაცვლელია
კანსელუ უნდა ათამაშო ხუთ მცველიან სქემაში,როგორც ინტერი თამაშოობს ან კონტე,თორე ისე დაგღუპაავს😀ზედმეტად შემტევია და დაცვაში ყოველთვის ნაკლები ვრჩებიით,მიხვდა ამას პეპიც და გაუშვა მაგიტოო🙂ან ნესტა-მალდინი უნდა გყავდეს ცენტრალურ მცველებად,რომ ამოავსონ და ჩააბეტონონ ყველა მისი დატოვებული სივრცე უკან😀
პირველი წრის მიხედვით კანსელუს დატოვებისკენ უფრო ვიხრებოდი. მთლიანი სეზონის და ორივეს საბოლოო თამაშის ნახვის შემდეგ ვფიქრობ რომ ფლიკის გუნდში ფელიქსის ადგილი უფრო მოიძებნება. 25 წლის ფანტაზისტა და ტექნიკური ფეხბურთელი უფრო გვჭირდება ვიდრე კარგი შემტევი, მაგრამ ცუდი დაცვითი უნარების მქონე მცველი.