Mundo Deportivo იტყობინება, რომ “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი მიკაილ ფაი კატალონიური კლუბის დატოვებას განიხილავს.
ფაი “ბარსა ატლეტიკის” სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი წევრია. მიუხედავად ამისა, ფაი “ბარსას” დატოვებას ორი მიზეზის გამო ფიქრობს. პირველი ისაა, რომ მას პირველ გუნდში თამაშისა და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. მეორე მიზეზი კი სულ უფრო მეტ შემოთავაზებას უკავშირდება სხვადასხვა მაღალი დონის კლუბისგან (განსაკუთრებით, ინგლისიდან). 19 წლის მცველის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს “არსენალი” იჩენს. ასევე, მისი გადაბირება სურს “ლივერპულს”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “მილანს”.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” აქამდე ფაის შესახებ არაერთი შემოთავაზება, მათ შორის, 9-მილიონიანი წინადადება, დაბლოკა. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ფლიკი და დეკუ შეთანხმდნენ, რომ ახალგაზრდა მცველს პრესეზონზე პირველ გუნდთან ერთად თამაშისას შეამოწმებენ. ამჟამად ფაი სენეგალის ნაკრებშია და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ამის შემდეგ ის თავის მომავალზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
9 მილიონზე ბევრად მეტს გააკეთებს ეს ბიჭი მგონია
ამის გაყიდვა როგორ იქნება, აუცილებლად პირველ გუნდშია ამოსაწევი და ინიგო გასაშვები ინიგო ძაან ნელია პლიუს ასაკშია
მორიბა როდის იყო ტალანტი აი რას აკეთბდა ისეთს როო ტალანტის სახელი ქონდეს მაგას ბარსა ატლეტიკშიც არ ვათამაშებდი
მიდი მიდი შენც აათამაშე ერთი ადგილი და მორიბასავით დაამთავრებ.ის სადა მეგა ტალანტი რომ გადაგვაგდო და ტოტეჰენი არჩია კიდე თამაშობს ფეხბურთს ?😂😂😂😂😂
კი მაგრამ ხო დაიწერა ფლიკი და დეკუ ამის საკითხზე შეთანხმდნენეო, და ამას უმალავენ რო უპირებენ დროის მიცემას პირველ გუნდში თუ რა მოუთმენლობა აქვს. აქედან გაქცეულები(მათგან ყველაზე უკეთესი ნეიმარიც კი იმავე წელს ატირდა დამაბრუნეთო) ვერსად ვერ მოეწყნენ უმაღლეს დონეზე. და მოიცადონ ცოტაც, მითუმეტეს ხედავენ რა დღეშია გუნდი.
ძაან დიდი კონკურენციაა ცენტრში თორემ ეს უკვე სასტავში იქნებოდა. მოითმინოს ერთი სეზონიც ნუ დაიწყებს მორიბას ნაირად ფიქრს და მალე დააწინაურებენ
ტიპი სენეგალის ნაკრებში თამაშობს უკვე და თან ბარსელონას მთავარ გუნდში არ მიუღია მონაწილეობა. რაღაც სასწაულია
9 მილიონად თუ გაყიდიან 15 ად გამოსყიდვის პუნქტი ჩადონ. ვერ ჩამოყალიბდნენ ეს ჩემისები ვის ყიდიან მცველებიდან, რო ქონდეთ გადაწყვეტილი არაუხოს ან კრისტიანსენის გაყიდვა მერე დააწინაურებდნენ ამას, მარა თუ არავინ წავიდა სად გინდა ამოწიო, კუბარსი არაუხო კრისი ინიგო კუნდეა გუნდში.
დააწინაურონ კაცო. რა გაყიდვა. თუ ყიდიან 50 ზე ნაკლებად არ შეიძლება ესეთი ფეხბურთელის გაშვება. 9 მილიონი ჩემი კაი.
რა არის ესეთი ეს ბიჭი