Diario Sport იტყობინება, რომ “ბარსელონას” ახალი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი აპირებს, “ბლაუგრანას” გასახდელი კარგად “დაიცვას”.
წყაროს ცნობით, გერმანელ მწვრთნელს სურს, რომ გასახდელიდან ინფორმაციამ არ გაჟონოს ფეხბურთელთა და მათი სავარჯიშო რუტინის შესახებ. მოსალოდნელია, რომ ის ფეხბურთელებს გააფრთხილებს, რომ გასახდელიდან გარეთ ინფორმაცია არ უნდა გავიდეს.
აღსანიშნავია, რომ შიდა სამზარეულოს შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული პრობლემები ჩავი ერნანდესის დროს საკმაოდ აქტუალური იყო. გავრცელებული ჭორებით, ფეხბურთელებს ეგონათ, რომ გასახდელიდან ვიღაცას ინფორმაცია გაჰქონდა. ამან ჩავის სამწვრთნელო შტაბზე დამატებითი ზეწოლა მოახდინა.
ია გოგო მოიყვანოს გორეცკა რო ჰალკს დაამსგავსა – ფიზ მომზადების ტრენერი. რაც გვაკლდა და გვაკლია
სწორია, კარგია ჰანს! შენი საქმის მცოდნე ხარ და გენდობით ხალხი
მოურინიო იყო საშინლად ეჭვიანი. მაგის ეჭვიანობამ მოუსწრაფა კასილასს კარიერაც და კინაღამ სიცოცხლეც.
მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ კასილასი თავის ცოლს თუ საცოლეს რომელიც ჟურნალისტი იყო გუნდის გასახდელის საიდუმლოებებს უყვებოდა და მოურინიოს თქმითვე მისი შემუშავებული ტაქტიკური სქემები თითქმიის ყველა მეტოქემ იცოდა.
ისე სასაცილოა მოურინიოს ტაქტიკაზე ლაპარაკი, რომელსაც ყველა ავტობუსის მძღოლს ეძახდა, მაგრამ კასილასმა ძალიან ინერვიულს სათადარიგოზე ჯდომა, გულმაც არ დააყოვნა და ნაკრების პირველი მეკარე აგუეროს გზას გაუყვა მიკროინფარქტის შემდეგ.
საერთოდ გასახდელში უნდა იყვნენ მარტო ფეხბურთელები და მწვრთნელი (რამდენიმე მწვრთნელი კიდევ ვინც აკტიურად ეხმარება ფლიკს) დანარჩენებს დეკუდან დაწყებული, ლაპორტათი დამთავრებული არაფერი ესაქმებათ საერთოდ მანდ. ლაპორტას თუ რაიმე აქვს სათქმელი, საჩხუბარი ან შესაქები ცალკე დაიბაროს ფეხბურთელები და ისე მოაგვაროს ეგ საქმე.
M10 S9 D11, პირველ რიგში.სასწრაფოდ გასაპანღურებელია დეკუ.და უნდა მოიშორონ ბარსადნ.სუფთა ვირთხაა
კარგია სწორი მიმართულებით დაიწყო ფლიკმა
დეკუ შემოგზავნილი ვირთხაა გააგდეთ სანამ ისედაც დაქცეული გუნდი უფრო არ დააქცია