workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ოფიციალური განცხადება ჩავისთან დაკავშირებით

ბარსელონას ოფიციალური განცხადება ჩავისთან დაკავშირებით

კატალონიის “ბარსელონა” სოციალურ ქსელში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

“ბარსელონამ და ჩავი ერნანდესმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მწვრთნელთან და მის სამწვრთნელო შტაბთან 2024/25 წლამდე გათვლილი კონტრაქტი შეწყდეს.

კლუბი საჯაროდ გამოხატავს მადლობას ჩავის და მისი ტექნიკურ პერსონალის მათი ერთგულებისთვისა და თავდადებისათვის. ვუსურვებთ  წარმატებებს მომავალში, როგორც პირადად, ასევე პროფესიულად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც მოსალოდნელი იყო, “ბლაუგრანასა” და ჩავის გზები გაიყო. თავის მხრივ, კლუბს ახალ თავკაცთან, ჰანსი ფლიკთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს და ოფიციალურ განცხადებას მალე უნდა ველოდოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 29 მაი 2024, 17:58
    #2

    და ჩავის დამხმარეებს რა? არ მისცეს კუთვნილი ხელფასები.

  • ზურაბ
    schedule 29 მაი 2024, 15:32
    #1

    ახალი გამოწვევები კარგია.

    იმედი გვაქვს მინიმუმ პრო საყრდენს მაინც ვიყიდით აღარ ვამბობ ვინგერებზე და პლეიმეიკერებზე