workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MARCA : მარკ ბერნალი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

MARCA : მარკ ბერნალი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ცნობილი ესპანური გამოცემის, MARCA-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” მარკ ბერნალის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთ ნაბიჯშია.

როგორც წყარო დასძენს, მოლაპარაკებები უკვე საბოლოო ეტაპზეა და შეთანხმება დიდი ალბათობით ამ დღეებში საბოლოოდ შედგება.

“ბლაუგრანა” ახალგაზრდა ფეხბურთელს 3 წლიან კონტრაქტს წარუდგენს, 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. გუნდის წარმომადგენლებისთვის მთავარი იდეა ის გახლავთ, რომ ესპანელმა წინა სასეზონო ეტაპი ჰანსი ფლიკის გვერდით გაატაროს.

გეტყვით იმასაც, რომ ბერნალი ესპანური გრანდის ახალგაზრდული გუნდის წევრია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Bakero
    schedule 29 მაი 2024, 02:20
    #7

    ციტატა: La Pulga10
    პოზიცია?


    საყრდენი ნახევარმცველი

  • nika 54
    schedule 28 მაი 2024, 20:19
    #6

    ძალიან კარგი, ბევრმა ვეტერანმა კეთილი უნდა ინებოს და უფრო მეტი დრო გაატაროს სათადარიგოზე, სხვანაირად ხო გავის, პედრის თუ იამალ, კუბარსს ვერ ვიხილავდით.

  • shu1987
    schedule 28 მაი 2024, 12:08
    #5

    ჩემი აზრით კაი ბიჭია და დროა რობერტო წავიდეს, ასევე გუნდოგანს არ უნდა ქონდეს გარანტირებული ადგილი სკამზე უნდა გადაინაცვლოს და ბიჭებს მეტი შანსი მიეცეთ, პედრი კაია მარა სისწრაფე და სისხარტე აკლია, დეიონგს ფაქტიურად გაუფუჭეს კარიერა სად არ ათამაშეს იქნება ხელფასი დაიკლოს და ფლიკმა მოხოდოს თუარა გასაყიდია, რომეუ მიდის ალონსო მიდის, ლენგლე კიდე პრობლემაა ასტონ ვილა უკან აბრუნებსო, იმედია გარსიას აღარ მოათრევენ , ჩადი რიადს თჰარ აბრუნებენ ფაიე ამოსაწევია და ინიგო-კრისტენსენიდან ერთი უფრო ინიგო გასაყიდია. გუნდი ჯერ გასაწმენდია რომ გამოჩნდეს ზუსტად რა ჭირდება მერე ტრანსფერები თუარ გაიწმინდა აზრი არ აქვს ვინცარუნდა მოიყვანონ.

  • C.PC5
    schedule 28 მაი 2024, 10:40
    #4

    ეს მაგარი იმედებით მოიყვანეს და წესით მიაქცევს ფლიკი ყურადღებას, მაგრამ დროს როგორ მიცემს ეგ საკითხავია ისეთი კონკურენციაა ნახევარდაცვაში.

  • Rick Sanchez
    schedule 28 მაი 2024, 10:39
    #3

    შანსი თუ მიეცემა კარგი იქნება ამხელა კონკურენციის გათვალისწინებით.

  • JustBarcaLover
    schedule 28 მაი 2024, 08:51
    #2

    ციტატა: La Pulga10
    პოზიცია?


    ნახევარმცველია

  • La Pulga10
    schedule 28 მაი 2024, 07:56
    #1

    პოზიცია?