Sky Germany-ს ინფორმაციით, ჰანსი ფლიკის თაობაზე მცირე ცვლილებაა – აქამდე დაგეგმილი იყო, რომ გერმანელი ბარსელონაში დღეს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ეს 1 დღით გადაიდო.
59 წლის სპეციალისტი კატალონიაში ხვალ ჩამოვა და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მასთან უკვე ყველაფერი შეთანხმებულია. ფერნანდო პოლოს ცნობით, ჰანსის ჩამოსვლა იმიტომ გადაიდო, რომ გუნდიდან ჩავის წასვლის საკითხზე ყველაფერი მოგვარდეს.
პოლოს თქმით, ჯერჯერობით, ფლიკის პრესკონფერენცია დაგეგმილი არაა, რადგან, კატალონიურ პრესასთან შეხვედრამდე, მას კლუბის სპორტული და ფინანსური სიტუაციის სრულად გაცნობა სურს.
როგორც Carrusel Deportivo იტყობინება, ფლიკს ესმის, რომ ბარსელონას ფინანსური მდგომარეობა მძიმეა და გაიგებს, თუ ზაფხულში კლუბი ფეხბურთელებს ვერ შეიძენს. გერმანელი ფიქრობს, რომ “ბლაუგრანას” ამჟამინდელი შემადგენლობაც კონკურენტუნარიანია და სჯერა, რომ გუნდის თამაშის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია. მაგრამ, თუ ბარსა ტრანსფერ(ებ)ის განხორციელებას შეძლებს, ჰანსის პრიორიტეტი საყრდენი ნახევარმცველის მოყვანა იქნება.
ასევე Carrusel-ი იუწყება, რომ სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, ჩავი ერნანდესი თანახმა იქნებოდა, კლუბს რობერტ ლევანდოვსკი გაეყიდა, ფლიკის მოსვლით კი ყველაფერი შეიცვალა – მას პოლონელის შენარჩუნება სურს.
COPE-ს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი დღევანდელი მატჩის შემდეგ ბარსელონაში უკვე დაბრუნდა და სიუტატ ესპორტივა ბოლოჯერ დატოვა. ამ კვირაში ის კლუბს უნდა შეუთანხმდეს და ბარსას მწვრთნელობას ოფიციალურად შეწყვეტს.
ერთი სული მაქვს ვნახო ამ გუნდს უკეთესობისკენ შეცვლის თუ ისევ იმ წუმპეში დავრჩებით. მერე შეიძლება პარალელის გავლება ამასა და ჩავის შორის.
Ar gamodis dzmao axla am levandovskis gashveba, es roque jer arafershi weria,mayuti chven ar gvaq da magaze bevrad mnishvnelovani poziciebi gvaq axla gasadzlierebeli,eg kiara sayrdens da marcxena vingers mainc moiyvandnen da ar vchivi. Flangebic gasadzlierebelia da 10-ianic sayidelia. Erti weli gavawurinot unda levanas da zamenas,mere ukve sheidzleba datreva…
ლევანდოვსკის გააწურინებს 90 წუთს ესეც. მაგრამ რას ვიზამთ? უკეთესი არავინ გვყავს გუნდში, მიუხედავად იმისა რომ ეს ლევანდოვსკის ყველაზე ცუდი სეზონია ბოლო 10 წელიწადში, მაინც მოახერხა 25 გოლის გატანა.
მერე დაელაპარაკოს ლევანდოვსკის და აუხსნას, რო თუ ის ტიტულებზე ოცნებობს ცოტა მადა უნდა შეიმციროს თორემ მართლაც გაუყენებენ ქარავნების გზას. გუნდს მინიმუმ 2-3 ფეხბურთელის დამატება აუცილებლად უნდა, შეხედეთ რეალს 2 ძირითადი გუნდის სასტავი ყავს უკვე.
ლევანდოვსკი გაუყენეთ არაბეთის გზას, ფულს მაინც იშოვით..
რამდენი წელია "ლა მასიაში" ერთი ცხრიანი ვეღარ გამოთალეს.. ასე რატომ უჭირთ ვერ გამიგია…
არამგონია ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები იმის საშაულებას იძლეოდეს რო ლევანდოვსკი შევინარჩუნოთ და წელიწადში 32 მილიონი უხადოთ.დიდი ალბათობით ამ ზაფხულს ლევანა დაგვტოვებს
ამანაც თუ ლევანდოვსკიზე დორბლები ყარა არ ვიცი მერე რა გვეშველება.
გზად კიმიხი გამოიყოლე
ლევანდოვსკის შენარჩუნებით სხვების სკამზე ამოლპობას არ აპირებს ესეც იმედია😒