workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო ალკანტარა, შესაძლოა, ბარსაში დაბრუნდეს

ტიაგო ალკანტარა, შესაძლოა, ბარსაში დაბრუნდეს

Diario AS იტყობინება, რომ ჰანსი ფლიკმა ინტერესი გამოთქვა ტიაგო ალკანტარას “ბარსელონაში” მოყვანაზე. ტიაგო, რომელიც “ბარსელონას” აღზრდილია, ფლიკის “ბაიერნის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. იგი გერმანულ კლუბს 2020 წელს ტრებლის მოგებაში დაეხმარა.

გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა. “ბარსელონასთვის” ტიაგოს შეძენას ის გარემოება აადვილებს, რომ სეზონის ბოლოს იგი “ლივერპულს” უფასოდ დატოვებს. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 33 წლის ესპანელი “ლა მასიას” აღზრდილია. გარდა ამისა, იგი პირველ გუნდშიც თამაშობდა, ამიტომ იგი “ბლაუგრანას” DNA-ს კარგად იცნობს.

მთავარი დაბრკოლება ფეხბურთელის ხშირი ტრავმებია. ესპანელმა ამ სეზონში “ლივერპულის” მაისურით მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა და იქაც სულ 5 წუთი ითამაშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (24)

  • Chico
    schedule 26 მაი 2024, 23:09
    #24

    გაფიქრებაც კი დიდი სიდულელეა… მაგრამ დეკუს თუ ასე მოუნდა, განა ლაპორტა წინააღმდეგობას გაუწევს? გაგიჟდება კაცი რა აზრები ებადებათ ამ შობელაფეთქებულებს….👹👹👹 მაგრამ ჭორებსაც მიაქვს ყველაფერი….

  • MESSI 2017
    schedule 26 მაი 2024, 21:34
    #23

    ციტატა: M10 S9 D11
    გუნდში ფრენკი პედრი ფერმინი გვიდო როდრიგესი და გავი ყავს გამოცდილი გიუნდოგანიც პლიუს სიმონსის მოყვანაზე მიდის საუბარი და ზუბიმენდიზეც რა ტიაგო რის ტიაგო ნალუბოიდან გამოთლის ამაზე ბევრად მაგარ იგროკს


    გავიზე შემდეგ სოზნში იმედების დამყარება არღირს მეგიბარო არა დიდი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს პრე სეზონსაც ტოვებს და სრულიად აღდგენითი სეზონი იქნება შემდეგი

  • M10 S9 D11
    schedule 26 მაი 2024, 17:48
    #22

    გუნდში ფრენკი პედრი ფერმინი გვიდო როდრიგესი და გავი ყავს გამოცდილი გიუნდოგანიც პლიუს სიმონსის მოყვანაზე მიდის საუბარი და ზუბიმენდიზეც რა ტიაგო რის ტიაგო ნალუბოიდან გამოთლის ამაზე ბევრად მაგარ იგროკს

  • pedro rodrigez 27-17-7
    schedule 26 მაი 2024, 17:42
    #21

    ბოდიში მარაა რაღადროს ტიაგო ალკანტარაა კაიი რაა ხალხოო ღადაობთ????? არც ზამენაზე მინდა და არც არსად… გავიდა ამის დრო დედა იტირა ეგერ რეალმა დაითრია ყველა ნიჭიერი და ჩვენ ვსდიოთ ტიაგო ალკანტარებს,მონტოიაც დავამატოთ ბარემ ჟეფრენი, ჯონათან დო სანტოსი და ასე ვყაროთ ხელფასები და ფულებში მოხუცებში და დეგენერატებში…. კაი რაა საცირკო საესტრადო გახდა ეს გუნდი უკვე