ასტონ ვილას არაუხო მოუნდა

ასტონ ვილას არაუხო მოუნდა

Diario Sport იტყობინება, რომ “ასტონ ვილას” რონალდ არაუხოს დამატება სურს.

წყაროს ცნობით, ინგლისურმა კლუბმა პირობა დადო, რომ არაუხოს შესაძენად ყველაფერს გააკეთებდა, თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდა (რაც მოახერხა კიდეც). “ასტონ ვილას” მწვრთნელი უნაი ემერი, რომელიც წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ესპანეთში, ურუგვაელის დიდი თაყვანისმცემელია და ინგლისელთა სპორტულ დირექტორ მონჩის სთხოვა, რომ არაუხოს შესაძენად მოლაპარაკებები დაეწყოთ.

Diario Sport-ის ინფორმაციით, მონჩი და ემერი “ვალენსიასთან” თამაშს დაესწრნენ. რონალდ არაუხოს შესახებ მათი გადაწყვეტილება ის იყო, რომ ურუგვაელი მათ გუნდს მომავალ სეზონში ნამდვილად გააძლიერებდა.

ახლა “ასტონ ვილა” აპირებს, “ბარსელონას” შეთავაზება გაუკეთოს. ინგლისელები ახალგაზრდა მცველს 80 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა არ აპირებენ, რონალდის სანაცვლოდ უფრო მეტი გადაიხადონ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” მზადაა, არაუხო 100 მილიონი ევროდ გაყიდოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • Rick Sanchez
    schedule 23 მაი 2024, 16:26
    #11

    100 მილიონი დღეს არაფერია ინგლისელებისთვის.

  • akaki
    schedule 23 მაი 2024, 06:04
    #10

    ასტოვილა არაუხოს არადა.არაუხოსას კი მოგცემთ მთლად უფასოდ.დაიტრიალეთ ერთ ადგილას.ჯერ არაუხოს გამყიდველის დედასაც შ..ი.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 23 მაი 2024, 02:00
    #9

    100 cudi araa. Aston villas kide sakaifo proeqti aqvt,mwvrtnelic sakaifo,ligazec gavidnen da premier ligaa ra. Sul araa urigo winadadeba. Mara mainc menaneba ra es gasashvebad,tan magrad,wels ki dzaan daslevda da tipi sisusteebs ver xvewea 1-2 welia mara mainc. Dacvidan garcias da inigos gavushvebdi marto da egeba 40 mogvegrovebina.

  • me da barca
    schedule 23 მაი 2024, 01:49
    #8

    ასტონ ვილას მოუნდა, მაგრამ არაუხოს თუ უნდა ასტონ ვილა?

  • nika 54
    schedule 22 მაი 2024, 14:05
    #7

    100 მილიონს კაპიკი არ დააკლდება, ემერის გადაეცით.

  • PUIOL5
    schedule 22 მაი 2024, 13:54
    #6

    ამათ შიგ ხოარააქვთ, ბარსას რო უნდოდეს 150 ს დაუფასებდნენ, 100 მლ ნაკლებად არ უნდა გაყიდონ, საერთო არცერთი მცველის გაყიდვის მომხრე არ ვარ გარდა ინიგო მარტინესისა. კუნდე არაუხო კუბარსი სამივე ძირითადის კაცია, კუბარსი ჯერ კიდევ მოზარდია და აქედან გამომდინარე კრისტენსენთან უნდა გაიყოს დრო

  • ზურაბ
    schedule 22 მაი 2024, 13:14
    #5

    ციტატა: MESSI 2017
    100 მილიონიც ამაში ყველაზე ცოტაა 😀


    კარგი კაცო რა არის ცოტა. 100მ რომელი მცველი ღირს რეალურად რომ შევაფასოთ არც არავინ . 100მ ციდან კი არ ცვივა თუ გონივრულად იმოქმედებ ძალიან ტოპ ფეხბურთელს იყიდი მაგ ფასში ან 2-3 ტალანტს

  • MESSI 2017
    schedule 22 მაი 2024, 13:09
    #4

    100 მილიონიც ამაში ყველაზე ცოტაა 😀

  • La Pulga10
    schedule 22 მაი 2024, 11:38
    #3

    მოუნდა რა კარაქიანი პურია? შავი შოკოლადის კარაქიანი.

  • Iniesta_8
    schedule 22 მაი 2024, 11:02
    #2

    ციტატა: 4-3-3
    დებილი უნდა იყოს რო ასტონ ვილაში წავიდეს… თან 80 ზე მეტი მაკგუაიერშია გადახდილი და ამათ მოუნდათ იაფად


    100 მილიონი იაფია?

  • 4-3-3
    schedule 22 მაი 2024, 09:12
    #1

    დებილი უნდა იყოს რო ასტონ ვილაში წავიდეს… თან 80 ზე მეტი მაკგუაიერშია გადახდილი და ამათ მოუნდათ იაფად