ჩავი ერნანდესმა “რაიო ვალიეკანოს” დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
პროგრამა მინიმუმი მეორე ადგილის დაკავება იყო. ამის წყალობით მომდევნო სეზონში კიდევ ერთი ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაიმე სიახლე რომ იყოს, აუცილებლად ვიტყოდი. ლაპორტას, როგორც წესი, მატჩის შემდეგ ვხვდები ხოლმე, რაც დღეს არ მომხდარა. თუმცა მას აუცილებლად შევხვდები, იქნება ეს ხვალ, ზეგ თუ სხვა დღეს. ხელმძღვანელობამ მე ნდობა გამომიცხადა. პრეზიდენტის მიმართ სტვენა არ მომეწონა. მე ერთიანობის მომხრე ვარ.
გოლები თავდაჯერების მოპოვების საუკეთესო რეცეპტია. პედრის რითმი და სტაბილურობა სჭირდება. ის განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელია. ყველაფერი კარგად მიდის, როდესაც მას ბურთი აქვს.
ლამინი 16 წლის ასაკში უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მასზე უნდა ვიზრუნოთ და დიდი ხნით შევინარჩუნოთ.




პროგრამა მინიმუმი მეორე ადგილის დაკავება იყო. ამის წყალობით მომდევნო სეზონში კიდევ ერთი ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
სულ მომავლით გვკვებავს, ან როდის გახდა პროგრამა მინიმუმი 2-ე ადგილი? ყველაფერი რო წააგო?
ზუსტად იგივეს დაწერას ვაპირებდი, ვერაფერს დავამატებ.
ამ მეორე ადგილით ისე ამაყობს თითქოს ლიგა დადო. ესეც ჟირონას ფეხის დაცდენის ხარჟზე აიღო. 99 % მჯერა, რომ ამას დატოვებენ და ვუყუროთ მომავალ წელსაც სვარკას ტიტულების გარეშე. ვუყუროთ ამის ხელის პარჭყვას მსაჯებთან და მერე წითელს. ვუსმინოთ ყოველი მატჩის ბოლოს თავის მართლებას, ჭ კლასის გუნდებთან მოგების მერე ტრაბახს და ასე შემდეგ. შენი მწვრთნელობა არ გაიშვას ჩავი. კაცი მეგონე, ჩმორი ყოფილხარ. საკუთარი სიტყვაც ვერ დაიცვა, ისიც გატეხა. თანამდებობაზე ავადმყოფურად შეყვარებული. ლაპორტაც აფერისტი მძორია. ჩემს თვალში ორივეს რეპუტაცია პლინტუსს ქვემოთაა. ორივემ თავი შემაზიზღა.