იულიან ნაგელსმანმა ევრო 2024-ისთვის გერმანიის ეროვნული ნაკრების განაცხადი ოფიციალურად დაასახელა.
როგორც მოსალოდნელი იყო, 36 წლის სპეციალისტმა “ბარსელონას” ორივე გერმანელი ფეხბურთელი, ილქაი გიუნდოგანი და მარკ-ადნრე ტერ შტეგენი გამოიძახა.
გერმანიის ნაკრების დამრიგებელმა ჯამში 27 ფეხბურთელს უხმო, თუმცა საბოლოო კვოტის შევსება მხოლოდ 26 მოთამაშემდე შეიძლება, რის გამოც ნაგელსმანს გარკვეული დროის შემდეგ რომელიმე მოთამაშის ამოგდება მოუწევს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემცირება გიუნდოგანს ან ტერ შტეგენს შეეხოს.
ამავე ქვეყნის მედიაში ელიან, რომ ევროპაზე გერმანიის კარს მანუელ ნოიერი დაიცავს, ილქაი გიუნდოგანი კი ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრება.

იმედია ნოიერი პირველივე თამაშში მიჰქარავს(როგორც რეალთან) და შტეგენი გახდება პირველი ნომერი.
გორეცკა, ჰუმელსი და ზულე სად არიან?
4 მეკარე წაიყვანა, მაგრამ ჰუმელსი და გორეცკა დატოვა ევროს გარეთ…
სანამ ნოიერის კუბოს არ გაიტანენ არ ათამაშებენ შტეგოს
ნოიერმა რაც იკისრა რეალთან, მაგის მერეც მთავარ მეკარედ მოიაზრება?